x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"არ დაბრუნდე ძაღლივით დაგხვრეტენ"-პიროგოვის და ბარსოვის გაქცევა საბჭოთა კავშირიდან

image

75 წლის წინ, 1948 წლის ოქტომბერში, სამხედრო მფრინავებმა ანატოლი ბარსოვმა და პეტრე პიროგოვმა საბჭოთა კავშირიდან ყველაზე ცნობილი გაქცევა განახორციელეს. დიდი სამამულო ომის მონაწილეებს და სახელმწიფო ჯილდოებით განებივრებულებს, ბარსოვს და პიროგოვს განსხვავებული მოტივები ჰქონდათ, მაგრამ მათ აერთიანებდათ დასავლეთში უკეთესი ცხოვრების იდეა.


წყვილმა გაიტაცა ბომბდამშენი ტუ-2, მათ მიაღწიეს ავსტრიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზამდე, შემდეგ კი გადავიდნენ ოკეანის გაღმა. იქ გაქცეულები ნამდვილ ვარსკვლავებად იქცნენ: მათ შესახებ ბევრს წერდნენ ჟურნალისტები აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში.


პიროგოვი უშვებს წიგნებს, წერს სტატიებს, მისი წიგნი "რატომ გავიქცეცი" ბესტელერად იქცა აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში.



რაც შეეხება ბარსოვს, მისი ბედი ბევრად უფრო ტრაგიკულად წარიმართა, როგორც კი ჩაცხრა მის გარშემო აჟიოტაჟი მიხვდა, რომ სამუშაო უნდა ეშოვნა, თუმცა უშედეგოდ, როდესაც მიხვდა, რომ ის იქ აღარვის სჭირდებოდა, სმა დაიწყო, ბოლო-ბოლო ბარსოვი დაარწმუნეს, რომ ამინისტია შეეხებოდა და საბჭოთა კავშირში დააბრუნეს, პიროგოვი უმტკიცებდა მეგობარს არ დაბრუნულიყო სსრკ-ში :"ტოლია არ დაბრუნდე, ძაღლივით დაგხვრეტენ"თუმცა მაინც დაბრუნდა, იგი 1950 წელს დახვრიტეს, თუმცა საბჭოთა პროპაგანდამ დამალა ეს ფაქტი.

image

ფოტოზე: პიროგოვი (მარცხნივ) და ბარსოვი


1957 წელს მოსკოვში "ჟურნალისტთა სახლში" სიტყვით გამოდის "ანატოლი ბარსოვი".მან აღნიშნა, რომ 5 წელი გადასახლებაში იყო ომსკსა და ვორკუტაში და 1954 წელს გაათავისუფლეს, მან დასძინა, რომ აშშ-ში მეფობს უმუშევრობა და ადამიანებს საშინლად ამცირებენ, ეს იყო სამარაცხვინო ცრუ სპექტაკლი, რომელიც საბჭოთა პროპაგანდამ პირველ რიგში უცხოელი დიპლომატების თვალის ასახვევად ჩაატარა.

image

რაც შეეხება პეტრე პიროგოვს, იგი სიცოცხლის ბოლომდე შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, თავიდან მღებავად დაიწყო მუშაობა და საკუთარი ბიზნესიც წამოიწყო, ჯერ ცხოვრობდა ნიუ-იორკში, შემდეგ ვაშინგტონში, გამოიცვალა მრავალი პროფესია, მუშაობდა კონგრესის ბიბლიოთეკაში, შემდეგ ტაქსისტად და სხვა.1966 წელს პიროგოვმა დაამთავრა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მაგისტრატურა სპეციალობით ლიგვისტიკა და იქვე მოეწყო მეცნიერ-თანამშრომლად, სადაც მუშაობდა 1986 წლამდე, გარდაიცვლა 1987 წელს 66 წლის ასაკში.

image

0
346
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
346
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0