x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გაფერადებული ისტორიული ფოტოები

თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლია, წარსულის შესახებ, კიდევ უფრო ზუსტი წარმოდგენების შექმნა. გასული საუკუნის 70–იან წლებამდე, ფოტოების უმრავლესობა, შავ–თეთრ ფირზე იყო გადაღებული. ამასთან, ეს იმიტომ არ ხდებოდა, რომ იმ დროს, ფერადი ფოტოების გადაღების საშუალება არ იყო. უბრალოდ, ფერადი სურათები დიდ ხარჯებთან და გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მაგ., გასული საუკუნის ბოლოს, შავ–თეთრი ფირის გამჟღავნება–დაბეჭდვისთვის, თუ მხოლოდ 2 კომპონენტი იყო საჭირო, ფერადი ფირის დამუშავებას და ბეჭდვას, – 10–ზე მეტი ხსნარი ესაჭიროებოდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, შავ–თეთრი ფოტოს გადაღება, ბევრად უფრო პრაქტიკული იყო.

ხოლო ახლა, ციფრული ტექნოლოგიები შავ–თეთრი ფოტოების გაფერადების საშუალებას იძლევა და ეს უფრო მარტივიც კი არის, ვიდრე თავის დროზე, ფერადი ფოტოს დაბეჭდვა იყო.

აქ გაფერადებული ისტორიული ფოტოების ნაწილს წარმოგიდგენთ, რომლებიც უფრო რეალისტურ წარმოდგენას გვაძლევს იმ ეპოქის შესახებ, ვიდრე ამის გაკეთება შავ–თეთრ ფოტოებს შეეძლო.


ბრიტანელი სნაიპერი თავის კამუფლაჟი აჩვენებს სნაიპერების ფრანგულ სკოლაში, 1944 წ.image


და მისი შავ–თეთრი ორიგინალი:image


კალიფორნიელი მონადირე სეთ კინმანი ზის სკამზე, რომელიც გრიზლის ტყავით არის გაკეთებული და რომელიც მან პრეზიდენტ ლინკოლნს აჩუქაimage


მრავალცოლიანი მორმონები, იუტას შტატის ციხეში, 1889 წ.imageimage


მერი ენ ბევანი – «ლონდონის ყველაზე მახინჯი ქალი». ბევანი ზრდის ჰორმონის დარღვევით – აკრომეგალიით იტანჯებოდა, 1919 წ.image


რობერტ უოდლოუ, ფოტოზე დაფიქსირებული, ყველაზე მაღალი ადამიანი ისტორიაში 8 ფუტი და 11 დიუმი (2.72 მ.) და კლარენს ჰაუერტონი, ერთ-ერთი ყველაზე პატარა ადამიანი, რომელიც იმ დროს ცხოვრობდა და რომლის სიმაღლე 2 ფუტი და 4 დიუმი (0.71 მ.) იყო, 1937 წ.image


იტალიელი ჯარისკაცი, ძველი დანგრეული ციხე–სიმაგრის ფერდობზე, იტალიური საცხენოსნო სკოლაში, 1906 წ.image


გერმანელი ჯარისკაცი დიდ ქვაბში ზის, ტყვიამფრქვევი – MG08–ით, 1916 წელი, პირველი მსოფლიო ომი.image


მეტალურგების სადილი, ცათამბჯენზე მუშაობისას. ქვემო მანჰეტენი, გასული საუკუნის 20–იანი წლები.image


კეიპტაუნის რკინიგზის მესიგნალე ჯეიმს უაიდერმა ორივე ფეხი დაკარგა და სამუშაოც რომ არ დაეკარგა, ასისტენტად ბაბუინი ჯეკი აიყვანა და მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ასე ასრულებდა. ჯეკს შეცდომა არასდროს დაუშვას და უფრო მეტიც, მან ტესტირება გაიარა, თანამდებობაზე ოფიციალურად აიყვანეს და ხელფასსაც კი უხდიდნენ, დღეში 20 ცენტის ოდენობით. XIX ს–ის 80–იანი წლები

image


ქუჩის ნამდვილი ბანდის წევრები – «ალესილი კეპები», რომლებიც ბირმინგემში დაფუძნდნენ და ლონდონამდე მივიდნენ, XIX ს. ბოლო და XX ს. დასაწყისიimage


image

არხის სხვა სიახლეები:


* "სსრ კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთს კარგი არაფერი ელის"... – სტალინის წინასწარმეტყველება რუსეთზე

* საჭირო მომენტში გადაღებული ფოტოები

* მან პენტაგონი "გატეხა" და უცხოპლანეტელების შესახებ საიდუმლო ინფორმაცია მოიპარა

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



1
159
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
159
  
2023, 25 ოქტომბერი, 23:11
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1