x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მზის სისტემის რამდენ პლანეტაზე არსებობდა გონიერი სიცოცხლე და სად გაჩნდა პირველად?

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ აქ სიცოცხლის გაჩენის ტრადიციულ ვერსიაა არ განვიხილავთ, რადგან ის მოსაწყენი, უინტერესო და სიმართლე რომ ითქვას, ნაკლებად დამაჯერებელია. უბრალოდ დაფიქრდით, თითქმის 2 მლრდ. წელი პლანეტაზე მხოლოდ ბაქტერიები არსებობდნენ და შემდეგ, უეცრად, ყველაფერი "დაიქოქა" და დედამიწა წარმოუდგენელი მრავალფეროვანი ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებით დაიფარა. თუმცა, სიცოცხლის განვითარების ამ ვერსიას სკოლაში ასწავლიან და ბევრს სჯერა. ამიტომ, არასწორი იქნებოდა, რომ მას სისულელე ვუწოდოთ. ჩავთვალოთ, რომ ეს, სიცოცხლის წარმოქმნის ერთ–ერთი, შესაძლო, ვარიანტია და დაიჯერებთ მას, თუ არა, უკვე თქვენი გადასაწყვეტია...

დღეს კი, მეცნიერები უკვე იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ვენერაზე, ბიოლოგიური სიცოცხლის ფორმების გაჩენისთვის პირობები, 4 მლრდ. წელზე მეტი ხნის წინ შეიქმნა. მაშინ პატარა პლანეტა, ერთადერთი იყო სიცოცხლის სარტყელში და ამის წყალობით, უფრო სავარაუდოა, რომ მზის სისტემაში პირველი ბაქტერია სწორედ იქ გაჩნდა, და არა დედამიწაზე. ამიტომ, იმის გათვალისწინებით, რომ ვენერამ 3 მილიარდზე მეტი დრო, სიცოცხლის სარტყელში გაატარა, მის ზედაპირზე, შესაძლოა განვითარდა, უფრო სწორედ, უნდა განვითარებულიყო მაღალგანვითარებული ცივილიზაცია... და მხოლოდ ერთი კი არა, რამდენიმე!


imageშესაძლო ცივილიზაცია ვენერაზე


ხოლო შემდეგ, როდესაც პლანეტაზე გაჩერება შეუძლებელი იყო, ახალმოსახლეები მარსის, ფაეტონის, და დედამიწისკენ გამოემართნენ. გადარჩნენ, თუ არა – უცნობია, მაგრამ იმ მომენტისთვის, მათი მშობლიური პლანეტა გავარვარებული მზის გავლენის ქვეშ იყო და თუ მასზე სიცოცხლე დარჩა, მხოლოდ ექსტრემოფილი ბაქტერიების სახით. ჩვენს პლანეტაზე კი, იმ დროისთვის, სიცოცხლე უკვე განვითარებული იყო – არსებობდა ატმოსფერო და იგივე ხდებოდა მარსზე და ფაეტონზე, ანუ 3 პლანეტა განვითარების ერთ დონეზე იმყოფებოდა.

დედამიწაზე პირველი ცივილიზაციები, დაახლოებით, 460 მლნ. წლის წინ გაჩნდა. დაახლოებით იმავე დროს, კულტურული ცენტრები მარსზე და ფაეტონზეც გაჩნდა. ისინი მრავალი მილიონი წლის მანძილზე, ერთმანეთთან კავშირს ინარჩუნებდნენ, დაფრინავდნენ პლანეტიდან პლანეტაზე და ეს მზის სისტემაში, ცივილიზაციების ოქროს ხანა იყო. მაგრამ შემდეგ, საშინელი მოვლენები დაიწყო...

დანამდვილებით ცნობილი არ არის, ეს გარე მტრის ჩარევის შედეგი, თუ შიდა ომი იყო, მაგრამ ფაეტონი განადგურდა და ამან, მზის სისტემაში, უზარმაზარი ცვლილებები გამოიწვია. მარსზე ატმოსფერო ძლივს გადარჩა, დედამიწაზე კი, სახეობათა მასობრივი გადაშენება მოხდა. ერთადერთი გონიერი სახეობა მარსზე დარჩა. მაგრამ, არც წითელ პლანეტაზე იყო ყველაფერი კარგად. ფაეტონის აფეთქების შემდეგ, მასზე საარსებო გარემო ძალიან შეიცვალა და ცივილიზაციის დეგრადირება დაიწყო. თუმცა, მანამდე, მარსელების ნაწილი დედამიწაზე ჩამოსახლდა. პლანეტაზე დარჩენილებმა კი, განვითარება ვეღარ შეძლეს და საერთაშორისო დონეზეც ვეღარ გავიდნენ.

იმ ეპოქაში, იგივე ხდებოდა დედამიწაზეც... და არაერთი მლნ. წელი გავიდა, ვიდრე პლანეტაზე მაღალგანვითარებული ცივილიზაცია ისევ ჩაისახა. ეს, სადღაც, 250-260 მლნ. წლის წინ მოხდა. ადამიანები, რომლებიც უზარმაზარი მწერების და ქვეწარმავლების საშიშ სამყაროში ცხოვრობდნენ, იძულებულნი იყვნენ სწრაფად განვითარებულიყვნენ. მაგრამ, არც ამ ცივილიზაციას ეწერა კოსმოსში გასვლა – მარსზე თანამგზავრის დაცემამ, მზის სისტემაში ცვლილებების მორიგი ტალღა გამოიწვია...


imageსავარაუდოდ, მარსის სამყარო


სიცოცხლე წითელ პლანეტაზე, ისევე როგორც ვენერაზე, მხოლოდ პრიმიტიულ დონეზე დარჩა. ხოლო, დედამიწამ კიდევ ერთი სახეობათა გადაშენება განიცადა და იქიდან მოყოლებული, სიცოცხლის გასავითარებლად, მზის სისტემაში, მხოლოდ ერთი პლანეტა დარჩა. მარსმა ატმოსფერო დაკარგა და უსიცოცხლო სფეროდ გადაიქცა. ხოლო, ვენერაზე, სავსებით შესაძლებელია, ექსტრემოფილები დღემდე არსებობდნენ.

ჩვენს პლანეტაზე კი, მორიგი ცივილიზაცია – კაცობრიობა გაჩნდა... და ჩვენ ყველაფერი გვაქვს, იმისთვის, რომ განვითარდეთ და ვიზრუნოთ ჩვენს სახლზე, – დედამიწაზე. გარდა ამისა, შეგვიძლია მარსის ტრანსფორმაციასაც შევეცადოთ, რადგან ის დღემდე, სიცოცხლის სარტყელში მდებარეობს... და მაშინ, კაცობრიობას მეორე სახლიც გაუჩნდება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* უკვე "მარტო" აღარ არის – მაკოლეი კალკინი მამა გახდა

* ნახატებით გადმოცემული ჩვენი რეალობა, რომელიც ნამდვილად დაგაფიქრებთ (25 ფოტო)

* აღმოჩენილია უფრო ძველი დოკუმენტი, ვიდრე შუმერული ჩანაწერებია – საიდან გავჩნდით პლანეტაზე და როგორ მივაღწიეთ ასეთ განვითარებას?

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



0
184
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0