საზოგადოება
"ფუ, რა ჭუჭყიანია... მეზობლის ბავშვებს ჭამსო…“ - რამ აღაშფოთა ინგა გრიგოლია
2023, 20 ოქტომბერი, 20:11
!["ფუ, რა ჭუჭყიანია... მეზობლის ბავშვებს
ჭამსო…“ - რამ აღაშფოთა ინგა გრიგოლია image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202310/2023102019474586669.jpg)
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომავლობასთან დაკავშირებით აგორებულ სახელისუფლებო პროპაგანდას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამ სამარცხვინო ქმედებაში მონაწილე ყველა ადამიანს საჯაროდ მიმართავს:
"ფუ, რა ჭუჭყიანია ქოცების პროპაგანდა. სალომე ნიკო ნიკოლაძის ნამდვილი შთამომავალი არააო ( ახლა აღარ აწყობთ სალომეს წარმომავლობა, თორემ არჩევნებისას, ლამის პასპორტში ეწერებოდნენ ქალს, ისე მოსწონდათ მისი წინაპრების თემა)…. სხვის ნაცვლად რომ შეგრცხვება, ეგეთ რეალობას ქმნიან. სირცხვილია, ქოცნო, ყველაფერს არ შეიძლება მოაწეროთ ხელი ! ვინც ახლა ამ სიგიჟეს გაწერინებთ, ხვალ თქვენზე მოიგონებს, მეზობლის ბავშვებს ჭამსო…"- წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ეთნიკური ნიშნით სალომე ზურაბიშვილის წარმომავლობასთან დაკავშირებით, რომელსაც ინგა გრიგოლიას ზემოაღნიშნული პოსტიც მოჰყვა.
!["ფუ, რა ჭუჭყიანია... მეზობლის ბავშვებს
ჭამსო…“ - რამ აღაშფოთა ინგა გრიგოლია image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202310/2023102019592286669.jpg)