x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138414
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
„პროექტი ებიგეილი“ – რა არის ცნობილი მუტანტი ქალის შესახებ 51–ე ზონიდან
სამხედრო ბაზა ზონა 51 (Area 51) – ერთ–ერთი ყველაზე მკაცრად დაცული ობიექტი დედამიწაზე. ნევადის უდაბნოში მდებარე ბაზა ცნობილია არა მხოლოდ უცხოპლანეტელების შესახებ ისტორიებით. ამ ადგილის გარშემო ბევრი სხვა ლეგენდაც არსებობს და ყველა შემზარავია და შეთქმულების თეორიებს უკავშირდება. ერთ–ერთი მათგანია გოგონას, ებიგეილ ვესტერის ისტორია, რომელიც თითქოს ექსპერიმენტის დროს სისხლისმსმელ ურჩხულად გადაიქცა.



image


1945 წელს, ზონა 51 იყო ჩვეულებრივი სამხედრო ბაზა. მეორე მსოფლიო ომის დროს აქ ინახებოდა საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა. იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ ამ ფორპოსტის საჭიროება გაქრა და სამხედროებმა დაიწყეს იმაზე ფიქრი, როგორ გამოეყენებინათ ბაზა მომავალში.



image



შედეგად, პენტაგონმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბაზა ისევ საჰაერო ძალების კონტროლის ქვეშ დარჩებოდა, მაგრამ ობიექტს გამოიყენებენ უახლესი იარაღის შემუშავებისა და ტესტირებისთვის. ასე გაჩნდა ზონა 51, რომელიც დღემდე აფორიაქებს მილიონობით ადამიანის გონებას თავისი იდუმალებით და მიუწვდომლობით.



როგორ მიმდინარეობდა ექსპერიმენტი „პროექტი ებიგეილი“



ომის შემდეგ რაიხის სამეცნიერო ლაბორატორიებიდან ბევრი საიდუმლო ამერიკელების ხელში ჩავარდა. ზოგიერთი მათგანი ეხებოდა ე.წ ზეადამიანის გამოყვანას. ეს უნდა იყოს იდეალური ჯარისკაცი, ძლიერი, ამტანი, ტკივილისადმი უგრძნობი, უშიშარი და ამასთან შემქმნელისადმი ერთგული.



image


ამ მიმართულებით კვლევების დაწყება გადაწყდა. პროექტს ხელმძღვანელობდა დოქტორი ალბერტ ვესტერი. ამ მეცნიერს უკვე ჰქონდა სერიოზული ნამუშევარი, მაგრამ ადამიანებზე მათი გამოცდა სჭირდებოდა. ამის სერიოზული პრობლემა შეიქმნა. შემთხვევითი ადამიანი, მით უფრო დამნაშავე, ამ მიზნით შეუფერებელი იყო.



საჭირო იყო განათლებული, მოტივირებული კანდიდატი, რომელიც ამავდროულად ვესტერს სრულად ენდობოდა. მსურველები არ ჩანდნენ, რადგან სუპერმენის შექმნის იდეა მე-20 საუკუნის შუა ხანებშიც ხალხში სკეპტიციზმს იწვევდა. მით უფრო, ყველამ იცოდა, რომ ექსპერიმენტი სახიფათო იქნებოდა და არავინ იცოდა, რა გამოვიდოდა საბოლოოდ.



image


ალბერტ ვესტერმა ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა ექსპერიმენტი ჩაეტარებინა საკუთარ ქალიშვილზე, ებიგეილ ვესტერზე. გოგონა კოლეჯის სტუდენტი იყო და ხშირად ეხმარებოდა მამას. გოგონა 51-ე ზონის ერთ–ერთ ოთახში გამოამწყვდიეს და „სუპერმენად“ გარდაქმნა დაიწყეს.



image


გოგონას აძლევდნენ ყველანაირ წამალს, როგორც ჰორმონალურს, ასევე აბსოლუტურად გასაიდუმლოებულს. მალე გარეგნულად შეცვლა დაიწყო. ებიგეილი გაიზარდა, მისი კანი დანაოჭდა, ყბები მასიური გახდა. რამდენიმე თვის შემდეგ არსება ადამიანს მხოლოდ ბუნდოვნად მოგაგონებდათ. დაეწყო გონების დაკარგვა, ხშირად ავლენდა აგრესიას, ცხოველივით იქცეოდა.



საშინელი დასასრული



ვესტერს სთხოვდნენ ექსპერიმენტის შეწყვეტას, მაგრამ მას დანებება არ სურდა. ეს მთელი მისი ცხოვრების საქმე იყო და უკან დასახევი არ ჰქონდა. ბიოლოგი აცნობიერებდა, რომ პროექტის დასრულებისთანავე სამხედროები ებიგეილს გაანადგურებდნენ. ლაბორატორიის თანამშრომლებს ისღა დარჩენოდათ, დაკვირვებოდნენ, როგორ იზრდებოდა და ველურდებოდა ურჩხული. ებიგეილი სულ უფრო მაღალი და ძლიერი ხდებოდა, მზარეულებს მისთვის რამდენჯერმე მეტის მომზადება უწევდათ.



image


ეს ყველაფერი ორი წელი გაგრძელდა და სრული მარცხით დასრულდა. ებიგეილი რამდენიმე მამაკაცზე ძლიერი გახდა, სიმაღლეში 3 მეტრს აღწევდა. თუმცა ურჩხულს არ შეეძლო რაიმე ბრძანების შესრულება, რადგან ადამიანის გონება მთლიანად დაკარგა. ამის გაცნობიერებისას ალბერ ვესტერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დატოვა ხელწერილი, რომელშიც ითხოვდა ქალიშვილის სიცოცხლის შენარჩუნებას, თუნდაც საღ გონებაზე ვერ მოეყვანათ.



მაგრამ მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ ლაბორატორია დახურეს, ხოლო პროექტის დაფინანსება შეწყვიტეს. სამხედროებმა გადაწყვიტეს არ შეხებოდნენ ებიგეილს, უბრალოდ საკვების და წყლის მიწოდება შეუწყვიტეს. ყველა ფიქრობდა, მუტანტი თანდათან დასუსტებოდა და მოკვდებოდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა. არსებამ მოახერხა კარის განგრევა, ორი მცველის მოკვლა და გაქცევა. ებიგეილის დაჭერის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და მას შემდეგ ურჩხული არავის უნახავს.



image


ზოგი თვლის, რომ ურჩხული 70 წლის შემდეგაც 51-ე ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს. ზოგჯერ სამხედროებს ჰგონიათ, რომ უდაბნოში ღამით უზარმაზარ ჩრდილს ხედავენ ან ესმით, როგორ ცდილობს დაუპატიჟებელი სტუმარი გარე კედელი გაკაწროს. ამბობენ, რომ ზონა 51 ასე საგულდაგულოდ დაცული სწორედ ებიგეილთან შეხვედრის საფრთხის გამო არის.



ტყუილის გამოაშკარავება



ებიგეილის ისტორია პირველად გავრცელდა იუთუბ არხზე Creepypastas Everywhere 2018 წელს. უკვე ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, რადგან არხი სპეციალიზირებულია საშინელებათა ისტორიებზე, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო რეალობასთან. ვიდეოში ნაჩვენები იყო გოგონას ფოტო, რომელიც თითქოს ებიგეილი იყო, მაგრამ მალე ცნობილი გახდა, რომ ეს იყო ყალბი. ვიღაცამ შავ–თეთრ ფოტოზე განსაცვიფრებელ ქერათმიანში ამოიცნო ცნობილი ამერიკელი მოდელი სანი ჰარტნეტი (Sunny Hartnett).



image


ეს გოგონა 50-იანი წლების ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ლამაზმანი იყო. სანის ფოტოები ამშვენებდა ყველაზე პოპულარულ გამოცემებს, მათ შორის ვოგის ჟურნალს. კინოშიც თამაშობდა. მისი ყველაზე ცნობილი ფილმი იყო 1957 წლის ფილმი „მხიარული სახე“. ჰარტნეტი ყველა დროის 20 საკულტო მოდელშიც მოხვდა. მოდელი 63 წლის ასაკში 1987 წელს გარდაიცვალა. ექსვარსკვლავის გარდაცვალების მიზეზი სახლში ხანძრის დროს მიღებული დამწვრობის გართულება გახდა.



საწოლზე მჯდომი ურჩხულის ფოტო, ასევე ყველა სახის ჩანახატი, რომელიც ვითომ თავად ვესტერმა გააკეთა, არც მეტი, არც ნაკლები, პრიმიტიული ყალბი აღმოჩნდა. ამის გარეშეც ნათელია, რომ მეცნიერების თანამედროვე დონის პირობებშიც კი შეუძლებელია გოგონასთან სამმეტრიანი ურჩხულის შექმნა. მით უფრო, ვერ შეძლებდნენ ამის გაკეთებას 1940–იან წლებში.



აქ შეგიძლიათ ნახოთ შემზარავი ექსპერიმენტი, რომელმაც მეტყველების პრობლემები გამოიწვია.


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
394
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
394