x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ასეთია ქურდი კაცის ბედი" - ერთი სიმღერის ისტორია
image

"ასეთია ქურდი კაცის ბედი"(რუსულად "Доля воровская) მთელ საბჭოეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიმღერად ითვლებოდა და დღესაც სარესტორნო რეპერტუარის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.


სიმღერის ისტორია 1959 იწყება, როდესაც გამოდის ქართული მხატვრული "განაჩენი", მთავარ როლში გიორგი შავგულიძე, ინჟინერზე რომელმაც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დროს უხეშად დაარღვია უსაფრთხოების წესები. ამან კატასტროფა გამოიწვია და ადამიანი დაიღუპა. ინჟინერს ასამართლებენ და ხანგრძლივ პატიმრობას მიუსჯიან.სწორედ პატიმრის ეტაპით გადასახლების დროს ვაგონში ჟღერს სიმღერა, "ასეთია ქურდი კაცის ბედი", რომლის ავტორია კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე, ხოლო ტექსტი ეკუთვნის პეტრე გრუზინსკის, თავად სიმღერას ასრულებს მსახიობი ირაკლი უჩანეიშვილი, სიმღერა მინორიულია და იშლება ტრადიციულ ქართულ მრავალხმოვანებაში.



აი როგორ იხსენებს ბიძინა კვერნაძე სიმღერის შექმნის ისტორიას:


"ერთ ფილმში საჭირო იყო ქურდი კაცის სიმღერა დამეწერა...მეც დავწერე პეტრე გრუზინსკის ლექსზე "ასეთია ქურდი კაცის ბედი". მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამ სიმღერას ასე აიტაცებდნენ. არ დაიძრა მთელი კრიმინალური სამყარო ჩვენკენ!.. მოდიოდნენ ჩემთან ავტორიტეტები, ატანდნენ მოსაკითხს... რამდენჯერმე მოსულან და უთქვამთ, თქვენ ოღონდ გვითხარით და თუ ვინმე მოსაკლავია, დღესვე მოკვდებაო... არავინ მყავს მოსაკლავი და მე ხომ არ მომკლავთ-მეთქი, – ვპასუხობდი."


ორის წლის შემდეგ, 1961 წელს ფილმი გამოდის საკავშირო ეკრანებზე რუსული დუბლიაჟით სახელწოდებით "Случай на плотине" სწორედ ამ დროს ტექსტთან ერთად ითარგმნა სიმღერაც(ფილმის რუსული ვარიანტი სამწუხაროდ არ იძებნება ინტერნეტში).

image





1960-იანი წლების პირველ ნახევარში რესტორანში ამ სიმღერის სავარაუდო პირველ შემსრულებლად ითვლება შანსონის ერთ-ერთი პირველი მომღერალი ქალი რიტა კოგანი, რომელიც ოდესაში მოღვაწეობდა და მოგვიანებით ავსტრალიაში გადასახლდა.(სამწუხაროდ ჩანაწერი არ იძებნება)

image


შემდეგ 1969 წელს ეს სიმღერა შეასრულა ლეგენდარულმა ვლადიმერ ვისოცკიმ, 1971 წელს ვისოცკი ისევ ასრულებს ამ სიმღერას ამჯერად რადიო სპექტაკლში "მწვანე ფურგონი", უნდა აღინიშნოს, რუსულად ნათარგმნი ტექსტი ქართული ვარიანტისგან დიდად არ განსხვავდება 12 წლის შემდეგაც კი.


Такова уж воровская доля,


В нашей жизни часто так бывает -


Мы навеки расстаёмся с волей, }

Но наш брат нигде не унывает! }


Может, кто погибель мне готовит,


Солнца луч блеснёт на небе редко.


Дорогая, ведь ворон не ловят -


Только соловьи сидят по клеткам.


В самом деле, ведь ворон не ловят,


Только соловьи сидят по клеткам..


თუმცა რუსულ ვარიანტში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა, მელოდია და შესრულება უფრო პრიმიტულია ორიგინალისგან განსხვავებით, დასული სამ აკორდამდე(Dm/ Am/E/Am/A7)(მრავალხმიანობაზე აღარაა საუბარი)

თუმცა ნამდვილი საკავშირო პოპულარობა მაინც ბოკას(ბორის დავიდიანი) შემდეგ დგება, რომელმაც სიმღერა ტემპში გააორკესტრა და იგივე პრიმიტულ სამ აკორდზე, ანუ თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ -პაპსად აქცია თან აზიური ელემენტები ჩაუმატა.სწორედ ეს გაპრიმიტებული უკვე ისევ გაქართულებული სრულდებოდა აქაურ ქართველი რესტორნის შემსრულებელების მიერ.


სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა ქურდულ სამყაროს, ეს შეეხო სიმღერებსაც, რესტორნებში აიკრძალა ე.წ. "ქურდული სიმღერების "შესრულება და მათ სიაში მოყვა ბიძინა კვერნაძის შესანიშნავი მელოდიის გაპაპსავებულ-გაფანოღებული ვარიანტიც, რომელსაც ორიგინალის ბევრი აღარაფერი ეცხო.



ამ საუკუნის პირველ ათწლეულში მხოლოდ ზურა დოიჯაშვილის შესრულებული შეიძლება ჩაითვალოს ორიგინალთან მაქსიმალურად მიახლოებული.



image

ასევე დაგაინტერესებთ


2000-იანების დასაწყისში იშვიათი იყო კლუბი ან დისკოთეკა ესპანური ჯგუფის Las Ketchup-ის მხიარული სიმღერის გარეშე. როგორც კი გაჟღერდებოდა, ყველამ მზად იყო დაეწყო ცეკვა და ხელებით იგივე მოძრაობებს იმეორებდა, როგორც ეს ვიდეკლიპშია . ალბათ გაინტერესებთ როგორ შეიცვალნენ ჯგუფის წევრები ამ ხნის განმავლობაში...



ბოლო წლებში, ამავე სახელწოდების ჰიტის წყალობით, 3 სექტემბერი თითქმის დღესასწაულად იქცა. სიმღერა "სამი სექტემბერი" პირველად 30 წლის წინ შესრულდა. ახლა ჰიტ-სიმღერას მემებით და ვიდეოებით ერთმანეთს უგზავნიან როგორც მოხუცები, ასევე ახალგაზრდები. სიმღერის ავტორები იღებენ ჰონორარს მისი ყოველი საჯარო შესრულებისთვის. ანუ, ყოვ...


გუშინ ცნობილი გახდა, რომ 80 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული იტალიელი პოპ-მომღერალი ტოტო კუტუნიო, მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა მისმა მენეჯერმა დანილო მაკუზომ, მომღერალი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მილანის San Raffaele-ს სავადმყოფოში გარდაიცვალა. ქვემოთ გთავაზობთ ერთ-ერთ კურიოზულ ეპიზოდს მისი თბილისში ვ...



65 წლის წინ, 1958 წლის 30 ივლისს დაიბადა ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი და მუსიკალური პროდიუსერი კეიტ ბუში. 11 წლის იყო როდესაც პირველი სიმღერა დაწერა, სახლში ფორტეპიანოს თანხლებით იწერდა კასეტებზე სიმღერებს და სხვადასხვა ხმის ჩამწერ სტუდიებს უგზავნიდა, 1973 წელს ერთ-ერთი კასეტა შემთხვევით ხელში ჩაუ...


დღევანდელ დღეს, 26 ივნისს დაიბადა ცნობილი ესტონელი მომღერალი იაკ იოლა(გარდაიცვალა 2014 წელს ინფარქტით, 64 წლის ასაკში), რომლის შემოქმედებაში ერთ-ერთი უპირველესი ადგილი ეკავა სოფია როტარუსთან ერთად შესრულებულ სიმღერას "ლავანდა", სწორედ ამ ცნობილი ჰიტის შესახებ გვექნება საუბარი. ...

0
643
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
643
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0