ქალი და მამაკაცი მეცნიერებმა დაადგინეს – მორწმუნეები უფრო მეტ სიამოვნებას იღებენ სექსისგან, ვიდრე ათეისტები 2023, 17 ოქტომბერი, 18:35 ნორვეგიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რელიგიური ადამიანები უფრო მეტად კმაყოფილნი არიან სექსუალური ცხოვრებით, ვიდრე ათეისტები. ეს იმის მიუხედავად, რომ საშუალოდ მორწმუნეები სიყვარულით უფრო იშვიათად კავდებიან. ასეთი დასკვნების გამოსატანად ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის სექსოლოგებმა ჩაატარეს გამოკითხვა 18-დან 59 წლამდე დიდი ბრიტანეთის 15 ათას მაცხოვრებელზე.
გამოკითხულთაგან კაცების 11 %–მა და ქალების 16 %–მა თქვა, რომ რელიგია მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ ცხოვრებაში. მაგრამ რელიგიურ ადამიანებს ნაკლებად აქვთ სექსი. განსაკუთრებით მათ, ვინც არ არის დაქორწინებული და არ ჰყავს მუდმივი პარტნიორი. ამის მიუხედავად, რელიგიურობა დადებითად მოქმედებს სექსუალური ცხოვრების ხარისხზე, მისით კმაყოფილებაზე. დაქორწინებული რელიგიური ქალები ყველაზე მეტად კმაყოფილნი აღმოჩნდნენ ინტიმური ცხოვრებით. საინტერესოა, რომ დაქორწინებული რელიგიური მამაკაცები ცხოვრების ამ ასპექტით სრულიად კმაყოფილნი გაცილებით ნაკლებად იყვნენ. კვლევის მონაწილეების თქმით, ძალიან ბევრი სექსი, როგორც მისი არარსებობა, უარყოფითი მოვლენაა. უწესო სქესობრივი ცხოვრების მქონე ბრიტანელები ნაკლებად კმაყოფილნი იყვნენ თავიანთი სექსუალური ცხოვრებით. დაახლოებით ასეთი უკმაყოფილობა დაფიქსირდა მათ შორის, ვისაც სექსი საერთოდ არ აქვს. მიღებული მონაცემების გაანალიზებით ნორვეგიელი მეცნიერები საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ. აღმოჩნდა, რომ სექსუალური კმაყოფილება იზრდება სექსის სიხშირით, მაგრამ გარკვეულ მომენტამდე. ამ ეტაპის შემდეგ სექსუალური კონტაქტების რაოდენობის ზრდა უარყოფითად მოქმედებს სექსუალური ცხოვრების შეფასებაზე. გამოდის, ძალიან ბევრი სექსი ისეთივე ცუდია, როგორც ძალიან ცოტა. აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ 10 სასარგებლო ბონუსი ორგანიზმისთვის, რასაც სიყვარულით დაკავება იძლევა. გაინტერესებთ, რას ეძახიან ინტიმურ ადგილებს სხვადასხვა ქვეყანაში? ამის გაგებას ამ სტატიაში შეძლებთ. უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 152 1-ს მოსწონს |