საზოგადოება კონსტანტინე მორგოშია: "როგორ შეიძლება ამ დაგებულ ხაფანგში, ვინმეს მხარე ვიყო,.." 2023, 17 ოქტომბერი, 14:46 "ხშირად მეკითხებიან ისრაელსა და პალესტინის კონფლიქტში ვის ვუჭერ მხარს, სიმართლე გითხრათ ეს კითხვა ცოტა მაკვირვებს!!! როგორ შეიძლება ამ დაგებულ ხაფანგში, ვინმეს მხარე ვიყო, ან, გულგრილი ვიყო მოტაცებული და ნაწამები ებრაელების ბედზე, ან, არ მადარდებდეს, ის ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის უამრავი ბავშვი, რომლებიც იხოცებიან ღაზას სექტორში. იმედია, მალე მიხვდებიან ისრაელშიც და პალესტინაშიც, რომ ძალიან ძალიან დიდ ხაფანგში გააბეს გლობალისტებმა!!! და ღმერთმა ნუ ქნას და თუ ვერ მიხვდებიან, ეს ისრაელისა და პალესტინისთვის ფაქტობრივად კატასტროფის ტოლფასი იქნება!!!
ყველა კარგად უნდა ხვდებოდეს ჰამასი ვისგან იმართება და საბოლოო შედეგი რა უნდა იყოს!!! იმედია, ისრაელში მიხვდებიან, რომ ბლინკენს მართლა მათი ბედი კი არ ანაღვლებს, არამედ, ბალისტიკური რაკეტებით დაბომბილი თელავივის და თეირანის ნახვა სურს!!!
მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს 26 საუკუნოვან მეგობარ ებრაელ ერს და ასევე, საზარბაზნე ხორცად გამოყენებულ პალესტინელებს, რომელთა დიდი ნაწილიც მართმადიდებელი ქრისტიანები არიან!!!" - წერს კონსტანტინე მორგოშია
111 შეფასება არ არის
|