x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
რომელი როლის შესრულებას ნანობდა რამაზ ჩხიკვაძე?
image

17 ოქტომბერი დიდი ქართველი მსახიობის, რამაზ ჩხიკვაძის გარდაცვალების დღეა, მისი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს იხსენებს მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი:



“ბატონმა რამაზმა და ქალბატონმა ნატაშამ ბათუმში რეზიდენციის ტაძარში ჯვარი დაიწერეს. აღმოჩნდა, რომ ბავშვობის წლები ბატონ რამაზს ბათუმის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში გაუტარებია – ბათუმ-შემოქმედელ მიტროპოლიტ რომანოზ პეტრიაშვილის დისშვილიშვილი იყო…


ძალიან განიცდიდა თავის იმ როლს, სადაც მღვდელს დასცინის (ნატვრის ხე). მოგვიანებით ითამაშა მიტროპოლიტ ნაზარის როლი (ნაზარის ბოლო ლოცვა) და სულ მეკითხებოდა – ის ცოდვა ხომ გამოვისყიდეო, ღმერთმა აპატიოს…



გარდაცვალების დღეს დამირეკეს, გაზეთში დაიბეჭდა ბატონი რამაზი გარდაიცვალაო. მივედი მასთან სახლში, ცოცხალი მაგრამ უკონტაქტო იყო, მაიამ (მისი რძალი) უთხრა: მამა, მეუფე მოვიდაო – სახეზე დაეტყო სიხარული, ხელი ხელზე მომკიდა და მოფერება დამიწყო… ერთი საათის შემდეგ დამირეკეს, გარდაიცვალაო.


ეს ფოტო გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე გადავიღეთ, საღმრთო ზიარების მიღების შემდეგ. ღმერთმა აცხოვნოს მისი სული.”

image

შეგახსენებთ, რამაზ ჩხიკვაძემ გიორგი ლეონიძის მოტივებზე შექმნილი ფილმში "ნატვრის ხე"(რეჟისორი თენგიზ აბულაძე) ხარბი და მრუში მამაო ოხროხინეს როლი შეასრულა.


რამაზ ჩხიკვაძე გარდაიცვალა 2011 წლის 17 ოქტომბერს თბილისში, მისი მეუღლის ნატაშას გარდაცვალებიდან 50 დღის შემდეგ, დაკრძალულია მეუღლის გვერდით-დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

0
1392
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1392
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0