x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
იაპონიაზე ბირთვული თავდასხმის შემდეგ, უცხოპლანეტელები აშშ–ს სამხედრო ობიექტებს ეწვივნენ

დიდი ხანია ცნობილია, რომ უცხოპლანეტელები ჩვენს პლანეტას, უმიზეზოდ არ სტუმრობენ. ძნელი სათქმელია, თუ რა ინტერესები ამოძრავებთ მათ. მაგრამ ფაქტია, რომ როგორც უფოლოგები ამტკიცებენ, კაცობრიობის განადგურება არ უნდათ და ყველანაირად ცდილობენ, რომ დაპირისპირებულ მხარეებს, ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება არ მისცენ.


image


სწორედ ასე მოხდა გასული საუკუნის 40–იან წლებშიც. ისინი დედამიწაზე მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც ამერიკელებმა ატომური ბომბი იაპონიის 2 ქალაქში ჩააგდეს. მოხდა პრეცედენტი, როცა ადამიანებს, თავიანთი გიჟური ქმედებებით, მთელი პლანეტის საცხოვრებლად გამოუსადეგარ მდგომარეობამდე მიყვანა შეეძლოთ, რასაც ფლორის და ფაუნის უამრავი სახეობის განადგურება მოჰყვებოდა.

ამრიგად, როგორც უფოლოგები ამბობენ, როდესაც კაცობრიობა, საკუთარი ხელით განადგურების წინაშე დგება, საქმეში «ისინი» ერთვებიან. საიდან მოდიან? – უცნობია. მაგრამ, ფაქტია, რომ სწორედ მათი წყალობით, სსრ კავშირის და აშშ–ს დაპირისპირება, გლობალურ ბირთვულ კონფლიქტში არ გადაიზარდა.

როდესაც ჰაერში «დენთის» სუნი დატრიალდა, აშშ-ს ფლოტის და რამდენიმე ბირთვული ობიექტის თავზე, უცხოპლანეტელები შენიშნეს... როგორც ამბობენ, სსრ კავშირზე ბირთვული დარტყმის ბრძანება გაცემული იყო, მაგრამ ბომბის ქობებში პლუტონიუმი აღარ იყო. უცხოპლანეტელების აპარატებმა, ის ფაქტობრივად, «ამოწოვეს» და სამხედროებმა ბრძანების შესრულება ვერ შეძლეს.

ეს 1945 წელს 22 სექტემბერს მოხდა, იაპონიის კაპიტულაციის და II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ამერიკა სსრ კავშირის დამარცხებასაც აპირებდა და ამისთვის, პასკოს სამხედრო–საზღვაო ბაზაზე ბომბდამშენებიც კი მოამზადეს. მაგრამ, მოულოდნელად, ასაფრენ ბილიკზე, უზარმაზარი ობიექტი გამოჩნდა. თვითმხილველთა თქმით, ის სამი ავიამზიდის ხელა მაინც იყო...

შეშინებულ ჯარისკაცები პანიკაში ჩავარდნენ და აღარ იცოდნენ რა ექნათ. უცხოპლანეტელებმა ხომალდიდან, რამდენიმე კომპონენტისგან შემდგარი, ნარინჯისფერ-მოვარდისფრო სხივი გამოუშვეს, რის შემდეგაც, ბირთვული მუხტი შიგთავსის გარეშე დარჩა. რამდენიმე საათის შემდეგ, იგივე ობიექტი ჰენფორდში გამოჩნდა, სადაც ატომური რეაქტორი მდებარეობდა.

მას შემდეგ, უფოლოგები ფიქრობენ, რომ სწორედ უცხოპლანეტელები გახდნენ, კაცობრიობის მიერ, ბირთვული იარაღის გამოყენების შემაკავებელი ფაქტორი.


image

არხის სხვა სიახლეები:


* დაუჯერებელი, მაგრამ რეალისტური ფოტოები

* 10 წარმოუდგენელი ფაქტი ანტარქტიდის შესახებ, რომლებიც შეიძლება არ იცოდეთ

* ადამიანები და ქანდაკებები – სახალისო ფოტოები (II ნაწილი)

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



0
785
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
785
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0