სხვა თბილისისკენ მიმავალი უგზო-უკვლოდ დაკარგული თვითმფრინავის საიდუმლო 2023, 12 ოქტომბერი, 14:26
75 წლის წინ, 1948 წლის 12 სექტემბერს ამიერკავკასიაში მოხდა ავარიაკატასტროფა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა სამგზავრო თვითმფრინავი ილ-12, რომელიც დღემდე ნაპოვნი არ არის.
მოვლენების ქრონიკა: ილ-12 ახალთახალი თვითმფრინავი იყო, რომელიც დამზადდა მოსკოვის ქარხანა "ზნამია ტრუდა"-ში 1948 წლის 26 აგვისტოს და ხომალდი მაშინვე გადაეცა უზბეკეთის სამოქალაქო ავიაციის ფლოტს. 11 ოქტომბერს ეს თვითმფრინავი სარეგისტრაციო ნომრით Л1450 ტაშკენტიდან სოჭის მიმართულებით გაფრინდა . ეკიპაჟი შედგებოდა 6 წევრისგან:ხომალდის მეთაური ილარიონ კონდრატიევი, მეორე პილოტი, ორი ბორტმექანიკოსი, რადისტი და ბორტგამცილებელი. ბაქოში შუალედური დაშვების შემდეგ, თვითმფრინავს უნდა გაეგრძელებინა გზა მინერალური წყლების გავლით სოჭისკენ. თუმცა, ამინდის პირობების საგრძნობლად გაუარესების გამო, ეკიპაჟმა გადაწყვიტა ღამით ბაქოში დარჩენა. მეორე დღეს ამინდი ფრენისთვის კვლავ არახელსაყრელი იყო. ამიტომ გადაწყდა მარშრუტის შეცვლა და სოჭის მიმართულებით ფრენა ევლახისა და თბილისის გავლით. 12 ოქტომბერი. 10.40. თვითმფრინავი, რომელშიც ოთხი მგზავრი იმყოფებოდა, ბაქოს აეროპორტიდან აფრინდა. ამ მომენტში ამინდი ასეთი იყო: ღრუბლიანობა 10 ბალი, ქვედა ზღვარი 300-600 მეტრი, ხილვადობა - 4-10 კილომეტრი, წვიმა, ღრუბლებში ჭირხლი. ფრენის სიმაღლე განისაზღვრა 3000 მეტრზე, ანუ ღრუბლების ზედა კიდეზე. 11.22. Л1450 ბორტის რადისტი იტყობინება, რომ მას არ შეუძლია კონტაქტის დამყარება თბილისის აეროდრომის პელენგატორთან და რადიოსადგურთან დაკავშირება. შემდეგ იყო კიდევ ორი ასეთი შეტყობინება, უკანაკსნელი იყო 11.45 საათზე. 11.45. რაიონულმა დისპეტჩერმა უპასუხა. მან განაცხადა, რომ მოწყობილობა მუშაობდა, მაგრამ პელენგატორი(მიმართულების მაძიებელი) ვერ ხედავდა თვითმფრინავს. 11.55. ტრაგედიის შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ მოწყობილობა არეალურად მხოლოდ იმ დროს ჩართეს და არა მანამდე. 12.13. ბორტიდან შეტყობინება მოდის: „მიმართულების მაძიებელი არ პასუხობს, რადიომოწყობილობა არ მუშაობს, ვიძახებთ 136-ს, ხომალდის მეთაურმა გადაწყვიტა უკან დაბრუნება“, . ანუ თვითმფრინავი ისევ ბაქოში ბრუნდება. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რადისტი პელენგატორს ეძებდა სულ სხვა სიხშირეზე და არა იმაზე, რომელიც მითითებული იყო რეგლამენტით. ავარიის მიზეზები თვითმფრინავის ნამსხვრევები და ათი ადამიანი, ვისთვისაც რეისი Л1450 გახდა უკანასკნელი ნავსაყუდელი, ვერ იპოვეს. როგორც ჩანს, ისინი დღემდე განისვენებენ კავკასიონის მთავარი ქედის ერთ-ერთი ხეობის სიღრმეში. ამიტომ, ავარიის გამომწვევ მიზეზებზე მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება საუბარი, მაგრამ ცნობილი ფაქტების გათვალისწინებით, ისინი საკმაოდ დამაჯერებელია. ექსპერტები თვლიან, რომ ფრენის მოცემულ სიმაღლეზე (3000 მეტრი) ასევე იყო ძლიერი ღრუბლიანობა. სავარაუდოდ, მეთაურმა თვითმფრინავი დამტკიცებული მარშრუტის მიმართულებით კი არ წაიყვანა, არამედ პირდაპირ, კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებისკენ მიმართა. ქარი ძლიერი იყო და მას შეეძლო მსუბუქი ილ-12 პირდაპირ ქედის კლდეებზე მიეხეთქებინა. თვითმფრინავი სქელ ღრუბლებში, ნორმალური რადიოკავშირის გარეშე, ფაქტობრივად, სახმელეთო სერვისების მიერ ბედის ანაბარა მიტოვებული, ბრმად მიფრინავდა. რაღაც მომენტში მას შეეძლო უბრალოდ ღრუბლებში ჩაფლულ მთის ფერდობს შესკდომოდა. ასევე შესაძლოა, რომ თვითმფრინავის რადიოკომპასიც არ მუშაობდა. ზოგადად, ამ რეისის ტრაგიკული შედეგი არაერთმა მიზეზმა გამოიწვია. უპირველეს ყოვლისა, თვითმფრინავმა ბაქოს აეროპორტი უკიდურესად არახელსაყრელ ამინდის პირობებში დატოვა, სამოქალაქო საჰაერო ფლოტის ცენტრალური სადისპეტჩერო სამსახურის ნებართვის გარეშეც კი. აეროპორტის ხელმძღვანელმა ფრენის ნებართვა გასცა, ძლიერი ქარიშხლის მიუხედავად და ისიც, რომ თავად ბაქოს აეროპორტი დაკეტილი იყო ამინდის პირობების გამო. გარდა ფრენისთვის მზადების ფორმალური კონტროლისა, ფატალურ შედეგზე გავლენა იქონია ბაქოს და თბილისის დისპეტჩერების უყურადღებობამ და და ფრენისთვის საჭირო უკიდურესად ცუდმა რადიოკავშირმა. 487 2-ს მოსწონს
|