x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
იცით, რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე?

ქათმის მომზადებამდე, უმ ხორცს აუცილებლად ვრეცხავთ, რაც თურმე არ შეიძლება.

უმი ქათამი შეიცავს მავნე ბაქტერიებს, კერძოდ კამპილობაქტერიას და სალმონელას- საკვებით მოწამვლის ორ მთავარ დამნაშავეს. მაშასადამე, ქათმის გარეცხვა მომზადებამდე საკმაოდ ლოგიკურია, არა?image

უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე მავნე ბაქტერიებს ავრცელებს მთელ ხორცზე, ასევე ნიჟარაზე ან დახლზე.
ჯენიფერ კუინლანმა დრეკელის უნივერსიტეტიდან მონაწილეობა მიიღო ამ თემაზე კვლევაში, რომელიც დაკვეთით აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა მიიღო. ჯენიფერი ამბობს, რომ როგორც გამოკითხვებმა აჩვენა, ადამიანების 90% რეცხავს ნედლეულ ფრინველს, ბევრი რეცეპტი მოითხოვს "გარეცხვას და გაშრობას".
„ეს არ ათავისუფლებს ბაქტერიებისგან და არ კლავს მათ. მაგრამ არსებობს ბაქტერიების გაფრქვევის რისკი – ამას აეროზოლიზაცია ჰქვია“.

სალმონელებით დაბინძურებული საკვების მიღებისას ადამიანს უვითარდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დიარეა, ცხელება, მუცლის კრუნჩხვები, გულისრევა და ღებინება. საკვებში შემავალი კამპილობაქტერია ასევე იწვევს დიარეას. მაგრამ ამ ბაქტერიას შეუძლია 10 დღის განმავლობაში გამოიყვანოს ადამიანი მწყობრიდან და გამოიწვიოს მუცლის ძლიერი ტკივილი. კამპილობაქტერია ინფექციას ასევე შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელობაზე გრძელვადიანი ეფექტი, როგორიცაა კუნთების სისუსტე, ნერვული სისტემის დაზიანება, ართრიტი და გილენ-ბარეს სინდრომი.
კვინლანის თქმით, უმი ქათმის გარეცხვა არ ღირს ამ რისკად.
„ზოგიერთი ფიქრობს, რომ ისინი ასუფთავებენ მიკრობებებისგან. სხვებს მხოლოდ ლორწოს ამორეცხვა სურთ, ან ფიქრობენ, რომ ქათამი ჭუჭყიანია. მრავალი მიზეზი არსებობს, მატ შორის ის, რომ „რაც ნედლი უნდა გაირეცხოს“.



0
153
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0