საზოგადოებრივი რის გამო თქვა ჰიტლერმა უარი მსოფლიოს დაპყრობის რეალურ გეგმაზე და რატომ ჩაერთო დამღუპველ ომში სსრ კავშირთან? 2023, 12 ოქტომბერი, 8:38 30–იანი წლების მეორე ნახევარში, გერმანია ფაქტობრივად, ომის მდგომარეობაში იმყოფებოდა. თუმცა, მისი დანაკარგი მინიმალური იყო, ხოლო მოსახლეობის ცხოვრების დონე, სულ უფრო და უფრო იზრდებოდა! საფრანგეთთან ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, მესამე რაიხში სკეპტიკოსები აღარ დარჩნენ: ჰიტლერს და მისი პარტიის ლიდერებს გამუდმებით აქებდნენ და ადიდებდნენ და გენიოსებად და მხსნელად მოიხსენიებდნენ. ქვეყნის შემდგომი განვითარების და წინსვლისთვის, გერმანიის ხელისუფლება თვლიდა, რომ ახალი ომი იყო საჭირო. «წარმატებისგან თავბრუსხვევამ», მტრის სიძლიერის არასაკმარისად შეფასებამ და ფიურერის უტოპიურმა თეორიებმა «აღმოსავლეთის სასიცოცხლო სივრცის» შესახებ, გერმანელებს 1941 წ. სსრ კავშირის წინააღმდეგ ომში ჩართვისკენ უბიძგა. მაგრამ, ჰიტლერის სტრატეგები, მოვლენების განვითარების სხვა ვარიანტებსაც განიხილავდნენ. ერთ-ერთი ასეთი, ალტერნატივა ბრიტანეთში შეჭრა იყო – ოპერაცია «ზღვის ლომი». მაგრამ, გერმანული ფლოტი ძლიერებით, მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ბრიტანულს და როგორც 1940 წლის 15 სექტემბერს ბრძოლამ – «საჰაერო ბრძოლა ინგლისისთვის» აჩვენა, არც გერმანიის საჰაერო ძალებს ჰქონდა უპირატესობა სამეფო საჰაერო ძალებთან, რაც სერიოზული პრობლემა იყო «ზღვის ლომის» განსახორციელებლად. ამიტომ, გერმანელებმა ბრიტანეთის წინააღმდეგ ომი სარისკოდ ჩათვალეს და მისი გადადება გადაწყვიტეს. ჩრდილოეთის გარდა, არსებობდა ომის წარმოების სხვა მიმართულებაც და ეს აღმოსავლეთი კი არა, სამხრეთი იყო. ომის გაგრძელების ამ ვარიანტს გერმანული ფლოტის მეთაური ადმირალი ერიხ რედერი (Erich Raeder) ემხრობოდა. ის ფიურერს გიბრალტარის დაპყრობას სთავაზობდა, რითაც ბრიტანელებს ხმელთაშუა ზღვისკენ გზას მოუჭრიდა. ამის შემდეგ, ვერმახტის ჩრდილოეთ აფრიკული დაჯგუფება, ლიბიის გავლით, ეგვიპტეში უნდა შესულიყო და სუეცის არხი ჩაეგდო ხელში. ამ სტრატეგიული ობიექტების იზოლირებით, ბრიტანეთი სამხრეთის მიმართულებისგან მთლიანად მოწყვეტილი აღმოჩნდებოდა, რაც დიდი ბრიტანეთისთვის დამანგრეველი დარტყმა იქნებოდა. ხოლო, გერმანიას საკუთარი ექსპედიციის გაგრძელება ახლო აღმოსავლეთში და ნავთობით მდიდარ რეგიონში – კავკასიაში შეეძლო. გეგმა ნამდვილად რომ კარგი იყო... მაგრამ ჰიტლერმა მასზე უარი თქვა და გადაწყვიტა ხმელთაშუა ზღვის რეგიონი იტალიისთვის დაეთმო, რომელსაც ის, საკუთარ სასიცოცხლო არედ თვლიდა და მის ჩართვას, ახალ რომის იმპერიაში გეგმავდა. ხოლო თავად ფიურერი, საკუთარი გეგმის – «შეტევა აღმოსავლეთზე» განხორციელებას შეუდგა, რომლის შესახებ ის, ჯერ კიდევ, ხელისუფლებაში მოსვლამდე წერდა... არხის სხვა სიახლეები:* მე-5 ადგილი ჟურნალ Time-ის მიხედვით: რა ქონება დააგროვა სტალინმა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს?* მასონის შვილიშვილმა ორდენის საიდუმლო გაამხილა, უძველესი პირამიდების შესახებ* ყოველდღიური საგნებით შექმნილი ფანტასტიური ხელოვნების ნიმუშები* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი535 1-ს მოსწონს
|