x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სახალხოდ სე@სის მოყვარულებმა ქალაქ ატლანტის ერთ-ერთი დიდი პარკი დაიკავეს
image

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯიის შტატის პოლიციამ სახალხოდ სექსის მოყვარულებზე ნადირობა დაიწყო, რომლებმაც ქალაქ ატლანტას ერთ-ერთი პარკი დაიკავეს. ამის შესახებ New York Post-ი წერს.


დიდი პარკი "საიქსი"ქალაქის გარეუბანში ათობით წყვილის ადგილად იქცა. შეგიძლიათ დღის ნებისმიერ დროს ნახოთ იქ საჯაროდ სექსის მოყვარულები. ადგილობრივებმა უკვე განაცხადეს, რომ სახალხოდ ინტიმის მიმდევრები ფაქტობრივად ატერორებენ მათ. პოლიციამ ასობით საჩივარი მიიღო წესრიგის დამრღვევებზე.




„ამ პრობლემის გამო მოსახლეობა მუდმივ შიშშია. მშობლებს შვილებთან ერთად სეირნობა არ შეუძლიათ. ბავშვები ძაღლებს ვერ ასეირნებენ და პარკში ვერ თამაშობენ. ქალაქის მაცხოვრებლებს არ შეუძლიათ უქმე დღე ბუნების წიაღში გაატარონ“, - განაცხადა რაიონის პოლიციის უფროსმა შონ ბიუკენანმა. ბევრი ადგილობრივი მცხოვრები უკვე ცდილობს თავად აღადგინოს წესრიგი და გაუმკლავდეს გარყვნილ წყვილებს.





ბიუკენანმა დაამატა, რომ "საიქსის" პარკი წარმოდგენილი იყო, როგორც ერთ-ერთ ყველაზე "ბილწი" სექს გაცნობის საიტზე და სექს- პაემნებისთვის ყველაზე მოსახერხებელი ადგილი.




პოლიციამ პარკში სათვალთვალო კამერები დაამონტაჟა; აკვირდება სოციალურ მედიას და ვებგვერდებს, სადაც წყვილები აწყობდენ პარკში სექს-ორგიებს. ცოტა ხნის წინ მათ უხამსი ქმედების გამო 24 ადამიანის დაკავება მოახერხეს. თუმცა, ბიუკენანის თქმით, ამას არანაირი ეფექტი არ მოჰყოლია.


"თავისუფალი სიყვარულის" ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ატლანტას ხელისუფლება სდევნის ამ ადამიანებს მათი ცხოვრების წესისთვის. ბიუკენენმა უარყო ბრალდებები და აღნიშნა, რომ წესრიგის დამრღევებს აპატიმრებენ არა ბუნებაში სექსის სიყვარულისთვის, არამედ უხამსი ქცევისთვის.



„ამ საკითხზე ჩვენ ურყევი ვრჩებით, იმიტომ, რომ ყველა დაკავებული დღისით-მზისით გამოვიჭირეთ. ჩვენ გვაქვს 100-ზე მეტი ვიდეორგოლი, რომელიც ადასტურებს მათ ქმედებებს“, - დაასკვნა ბიუკენანმა.



მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის საგრაფო გლოსტერშირში პოლიციამ ნადირობა დაიწყო დოგინგებზე, რომლებმაც აირჩიეს სექსისთვის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი კუთხე.



დოგინგის - ანუ საჯარო სექსის მოყვარულები მრავალი წელია იკრიბებიან სოფელ ბერდლიპის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ცნობილია თავისი თვალწარმტაცი პეიზაჟებით და იზიდავს ტურისტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

0
221
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0