x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საფრანგეთის კვალდაკვალ,ბრიტანეთსაც შეესია საწოლის ბაღლინჯოები?
image

მაშინ, როცა ფრანგები განგაშის ზარს სცემენ დიდი რაოდენობის საწოლის ბაღლინჯოების შემოსევის გამო, ბრიტანელები ამის შესახებ სამარცხვინოდ დუმან. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს მიკრობიოლოგი და Bed Bugs Ltd-ის დამფუძნებელი, დევიდ კეინი. მეცნიერს მოჰყავს უბრალოდ საშინელი მაჩვენებლები: სულ რაღაც ერთ წელიწადში დიდ ბრიტანეთში 65%-ით გაიზარდა ბაღლინჯოები.


საწოლის ბაღლინჯოები აქტიურად ბინადრობენ ლონდონის ავტობუსებში, კინოთეატრებში, საავადმყოფოებსა და საზოგადოებრივ ადგილებში. ხალხი ეშინია შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ საწოლის ბაღლინჯო არ მოიყოლონ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ სისხლისმწოველმა მწერმა დაიბუდა გაერთიანებულ სამეფოს მატარებლებში, კინოთეატრებსა თუ სახლებში. დევიდ კეინი ფიქრობს, რომ ლონდონს ალბათ ისეთივე დონის პრობლემა აქვს, როგორიც ამჟამად პარიზში ხდება... განსხვავება ისაა, რომ პარიზელები ამ პრობლემაზე ღიად საუბრობენ, ბრიტანელებს კი რცხვენიათ და „ცდილობენ ეს ყველაფერი საიდუმლოდ შეინახონ". პრობლემა იმაშიც მდგომარეობს, რომ ამ მწერებს აქვთ ძლიერი იმუნიტეტი ინსექტიციდების მიმართ და მათი მოწამვლა ჩვეულებრივი მეთოდებით აღარ არის შესაძლებელი.


მეცნიერი მოუწოდებს მოსახლეობას პარაზიტის აღმოჩენისთვის აქტიურად შეამოწმონ ბინები. თუ ამას დისპილინირებულად არ გააკეთებთ ყოველთვიურად მაინც, დადგება დღე, როცა ლეიბს აწევთ და იქიდან 5000 ან 6000 საწოლის ბაღლინჯო შემოგხედავთ



ამავდროულად, საფრანგეთში 1500 კაცზე გათვლილი 7 სკოლა უკვე დაიხურა ბაღლინჯოების შემოსევის გამო.

image

„საწოლის ბაღლინჯოები გამოვლინდა სხვადასხვა დონეზე... მიმაჩნია, რომ 17 დაწესებულებას აქვს ეს პრობლემა და ამჟამად, სანამ მე გესაუბრებით, შვიდი დაწესებულება დაკეტილია ამ მიზეზით“, - განუცხადა განათლების მინისტრმა გაბრიელ ატალმა ფრანგულ ტელევიზიას.


1
105
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
105
  
2023, 7 ოქტომბერი, 18:26
რა ჭირს ამ "პრადვინუტი" ევროპას, რა ამბავია ამდენი ბაღლინჯოები? შევალთ ევროკავშირში და ჩვენც გვიწილადებენ და ავშენდებით. წინ ბაღლინჯოებისკენ უი ბოდიში ევროკავშირისკენ. ევროკავშირში კანდიდატობისტვის თორმეტი პუნქტი რომაა შესასრულებელი ერთერთი ბაღლინჯოების მოშენება ხომ არაა?


ფრანგული ანეგდოტი: პიერი ურეკავს ფრანსუას და ეკითხება რას შვები როგორ ებრძვი ბაღლინჯოებს?
ფრანსუა პასოხობს, ჩემთან როცა სტუმრობ ხოლმედა ძველი დივანი რომ მაქვს შენ სულ იმ დივანზე რომ გიყვარს ჯდომა, ხოოდა იმ დივანში დაიბუდეს ბაღლინჯოებმა, გუშინ ავიღე და ქუჩაში გავიტანე, პაუზა, პიერი ჩაეკიტხა და რა მერე მოიშორე ბაღლინჯოები? არა პასუხობს ფრანსუა ამ დილით ბაღლინჯოებმა დივანი უკან შემოიტანეს. ჰაა ჰაა ჰაა ჰაა
0 1 1