სიახლეები ესპანეთში 27 ათას ევროდ იყიდება თეთრი საბჭოთა "უაზი" თეთრივე ტყავის სალონით გაწყობილი 2023, 7 ოქტომბერი, 11:15 ესპანეთში, ვალენსიაში, გასაყიდად გამოიტანეს 1987 წლის უაზ-469. საბჭოთა ჯიპი შეფასებულია 26 900 ევროდ. იგივე თანხად ესპანეთში იყიდება Volkswagen T-Cross.
საბჭოთა ყველგანმავალი სრულად რესტავრირებულია.უაზ-469-ის კორპუსი შეღებილია თეთრად და სახურავის გარეშეა: თუმცა კაბრიოლეტი შეგიძლიათ გადახუროთ, რა დროსაც გამოყენებულია შავი ფერის მატერია .
ინტერიერში ზოგადად შეინარჩუნებულია თავისი ცნობადი დიზაინი, მაგრამ ყველგანმავალ კაბრიოლეტ აღჭურვილია ახალი თავის თეთრი სავარძლებით, ხის საჭით და "მარშალის" აუდიო სისტემით. ასევე წინა პანელზე შეგხვდებათ ტყავის ჩანართები. უკანა მხარეს, სათადარიგო ბორბლის ნაცვლად, თასმებით საპიკნიკე კალათა არის დამაგრებული. უაზ-469 -ის ბორბლებიც თეთრია და უყენია შესამაბისად ტალახისთავის განკუთვილი საბურავები. ტექნიკური მახასიათებლებიდან მხოლოდ ძრავის სიმძლავრეა მოცემული, რომელიც 75 ცხ.ძ. როგორც ჩანს, ავტომობმობილს შენარჩუნებული აქვს სტანდარტული კარბურატორის ძრავა - 2.4 ლიტრიანი "ოთხიანი". მანქანის აღწერაში კონკრეტულად აღნიშნულია, რომ უაზ-469-ს ორი მთავარი უპირატესობა აქვს - მაღალი გამავლობის შესაძლებლობები და ადვილი გასარემონტებელია. 403 2-ს მოსწონს
|