მსოფლიო ჰიტლერის გამარჯვების შემთხვევაში ეს 10 საზარელი ნაცისტური გეგმა რეალობად იქცეოდა: რას გეგმავდა რეიხკანცლერი 2023, 5 ოქტომბერი, 17:13 მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებით ჰიტლერი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო გამარჯვებაში, ამიტომ ნაცისტები მსოფლიოს მოსაწყობად უკვე გრძელვადიან გეგმებსაც კი აწყობდნენ. მათ სურდათ ევროპის ნანგრევებზე სრულიად ახალი, არიული სახელმწიფოს აშენება, რა გეგმების განხორცილებას აპირებდნენ ნაცისტები გამარჯვების შემთხვევაში? სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ დღევანდელ სტატიაში.ნაცისტები ამერიკის მიწას მის მკვიდრ მოსახლეობას - ინდიელებს დაუბრუნებდნენ: ნაცისტები მათ მიმართ, ვისაც ღია ფერის კანი არ ჰქონდათ, მტრულად იყვნენ განწყობილნი, მაგრამ როდესაც საქმე ინდიელებს ეხებოდათ, მათი დამოკიდებულება ამერიკის ძირძველი ხალხების მიმართ ძალიან ლოიალური ხდებოდა. ნაცისტებს ყველაფრის ფასად სურდათ ინდიელებისთვის მათი მშობლიური მიწის დაბრუნება, ამიტომ მათ ამერიკის ინდიელთა ფედერაციაც კი შექმნეს, ფიქრობდნენ რა რომ ინდიელებიც არიულ რასას განეკუთვნებოდნენ.ნაცისტებს სურდათ გიგანტური კოსმოსური სარკის - მზის ქვემეხის აგება, რომელსაც ქალაქების მიწასთან გასწორება შეეძლო: 1945 წელს ჟურნალმა "Life"-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნაცისტები ქვემეხის შექმნას გეგმავდნენ, რომელიც დედამიწის ზედაპირის აალებად წერტილზე მზის ენერგიის ფოკუსირებას მოახდენდა და ამით მთელ ქალაქებს ფერფლად აქცევდა. ეს იდეა ცნობილ გერმანელ მეცნიერსა და რაკეტული ტექნიკის სპეციალისტს ჰერმან ობერთს 1923 წელს გაუჩნდა.ნაცისტებს დიდი აღმოსავლეთ აზიის თანაკეთილდღეობის სფეროს შექმნა სურდათ: მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელებს უკვე შექმნილი ჰქონდათ თავიანთი პანაზიური პროექტი, რომელსაც იმპერატორ ჰიროჰიტოს მმართველობის დროს იაპონიის იმპერიის მთავრობისა და შეიარაღებული ძალების მიერ ხელი ყველანაირად ეწყობოდა. მათ სურდათ შეექმნათ აზიელი ხალხების ბლოკი აღმოსავლეთ ევრაზიაში და ამგვარად გაეკონტროლებინათ მთელი აღმოსავლეთ აზია და გაეთავისუფლებინათ ის დასავლური კოლონიალიზმისგან. ასევე გამოცხადდა ლოზუნგი - "აზია აზიელებისთვის". იაპონელების ამ ინიციატივას მხარი ნაცისტებმა არ დაუჭირეს, რადგან მათ სურდათ მთელი მსოფლიო მხოლოდ მათ ეკონტროლებინათ.ნაცისტებს სურდათ იმ ადამიანებისგან შეექმნათ "ცოცხალი კედელი", ვინც შთამომავლობას გაამრავლებდა: ეს უნდა ყოფილიყო გერმანელი კოლონისტების "ცოცხალი კედელი", რომელიც საზღვრის გასწვრივ იცხოვრებდა და მხოლოდ გამრავლებით იქნებოდა დაკავებული. ნებისმიერი ჯარისკაცი, რომელსაც ჯარში მსახურობის 12 წლიანი სტაჟი ჰქონდა, გერმანიის აღმოსავლეთ საზღვარზე რაც შეიძლება მეტი ბავშვის ჩასახვის მიზნით უნდა ყოფილიყო გაგზავნილი.ნაცისტებს სურდათ ამერიკა და ინგლისი ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინათ: ჰიტლერი ამერიკაში შეჭრას არ გეგმავდა, თუმცა ამ ქვეყანას იუდეურს უწოდებდა და ამერიკანიზმიც სძულდა. ჰიტლერს სჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან, ან ამერიკა დაესხმებოდა თავს დიდ ბრიტანეთს, ან პირიქით და კიდევ უფრო სასტიკი და სისხლიანი ომი გაჩაღდებოდა, ვიდრე ეს მეორე მსოფლიო ომი იყო.ნაცისტებმა აღმოსავლეთ ევროპის დამონების გეგმა შეიმუშავეს: ისინი უარყოფითად და მტრულად იყვნენ განწყობილნი არა მხოლოდ ებრაელების, არამედ სლავების მიმართაც. ოსტის გენერალური გეგმის მიხედვით, გათვალისწინებული იყო სლავების პოლონეთისა და სსრკ-ს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებითი გამოსახლება და მათი დასავლეთ ციმბირში, ჩრდილოეთ კავკასიასა და სამხრეთ ამერიკაში გადასახლება. გეგმა 30 წელზე იყო გათვლილი. რუსებს ციმბირში შრომით-გამოსასწორებელ ბანაკებში უნდა ემუშავათ.ჰიტლერს მაჰათმა განდის მოკვლა სურდა: ჰიტლერს ინდუსები სძულდა და ისინი მეორეხარისხოვან რასად მიაჩნდა. სწორედ მან ურჩია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს 1938 წელს მაჰათმა განდის დახვრეტა. ნაცისტებს მეორე მსოფლიო ომში რომ მოეგოთ, ინდოეთის ლიდერის ბედი გადაწყვეტილი იქნებოდა.ნაცისტები ბრიტანელი კაცების დამონებას აპირებდნენ: ბრიტანელები რომ დაცემულიყვნენ, მაშინვე გაჩნდებოდა კანონი, რომლის მიხედვითაც 17-დან 45 წლამდე ასაკის ყველა შრომისუნარიანი მამაკაცი დეპორტირებული იქნებოდა კონტინენტურ ევროპაში, რათა ისინი სამუშაო ძალად ყოფილიყვნენ გამოყენებული.ჰიტლერი მუსლიმების მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი: ყველას გასაკვირად ჰიტლერი მუსლიმების მხარეს იყო. ის და ჰაინრიხ ჰიმლერი ამტკიცებდნენ, რომ ისლამი ქრისტიანობასთან შედარებით ნაცისტურ იდეოლოგიასთან ბევრად უფრო თავსებადი იქნებოდა.ნაცისტებს აღმოსავლეთ ევროპელების იეჰოვას მოწმეებად მოქცევა სურდათ: ნაცისტებს არა მხოლოდ მუსლიმები მოსწონდათ, არამედ იეჰოვას მოწმეების მიმართაც აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, რომლებსაც საკუთარი რწმენის მიმართ ფანატიკური დამოკიდებულება ჰქონდათ. ჰაინრიხ ჰიმლერს სჯეროდა, რომ რელიგიისადმი ასეთი დამოკიდებულება შეიძლებოდა ნაცისტების მიერ საკუთარი მიზნებისთვის ყოფილიყო გამოყენებული, რადგან საკუთარი რწმენით ასეთი "გატაცება" მხოლოდ ჰიტლერს თუ ახეირებდა.198 1-ს არ მოსწონს |