მოგზაურობა დამსვენებელთა ყველაზე სასაცილო მოთხოვნები ტუროპერატორების მიმართ 2023, 4 ოქტომბერი, 14:52 1-ჩემს ბოკალში ყინული მალე გადნა. 2-სანამ საგზურს ვიყიდდეთ, თქვენ ვალდებული ხართ გვაცნობოთ იცხოვრებენ თუ არა სასტუმროში მოუწესრიგებელი ან ხმაურიანი ადამიანები. 3-ბროშურაში არაა მითითებული ესპანეთში რომელი მხრიდან ამოდის მზე. 4-არავინ გაგვაფრთხილა, რომ პლაჟზე ქვიშა ცხელი იქნებოდა, მასზე სიარული პრაქტიკულად შეუძლებელია. 5-დღეში 2 ტუალეტის ქაღალდზე მეტს არ მაძლევენ. 6-გზა სასტუმრომდე ცუდი იყო და ამიტომ ვერ შევძელით ტურისტული გზამკვლევის წაკითხვა, ამის გამო ჩვენ ვერ დავათვალიერეთ ბევრი ადგილობრივი ღირშესანიშნაობა, რომ უფრო მხიარულად გაგვეტარებინა დრო. 7-ბერძნულ სასტუმროში ბერძნული მენიუ იყო, ამიტომ საჭმელად უახლოესი ფასტფუდში დავდიოდით. 8-ჩვენ აკვაპარკის ბილეთები შევიძინეთ, თუმცა არ გაგვაფრთხილეს, რომ საცურაო კოსტუმი და პირსახოცი უნდა გაგვეყოლებინა. 9-კოღომ მიკბინა, არავის გავუფრთხილებივარ, რომ კოღოები იკბინებიან. 10-ქვიშა სინამდვილეში უფრო მეტი იყო, ვიდრე ბროშურის ფოტოზე ჩანდა. 11-ბულგარეთში ძალიან ბევრი ბულგარელი იყო. 12-რატომ მოვუნდით იამაკიდან ინგლისამდე ფრენას 9 საათი, როდესაც ამერიკელ ტურისტებს მხოლოდ 3 საათი სჭირდებათ? ეს არაა სამართალი! 13-სიდნეიში კენგრუ ვერ ვნახე, გაწბილებული ვარ. 14-ქუჩაში Ray-Ban-ის სათვალე ვიყიდე 5$-ად და ყალბი აღმოჩნდა. 15-ნავის რიგში გვიწევდა დგომა და რაც უფრო უარესია, ნავში არ იყო კონდიციონერი. 16-ბროშურაში მითითებული იყო, რომ ნომერში სამზარეულო ყველა საჭირო ატრიბუტით იყო აღჭურვილი..თუმცა კვერცხის საჭრელი ვერ აღმოვაჩინეთ. 17-არავინ გაგვაფრთხილა, რომ წყალში თევზი იქნებოდა.ბავშვები ძალიან შეშინდნენ. 282 3-ს მოსწონს
|