კინო 61 წლის მეგ რაიანი რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ისევ უბრუნდება დიდ ეკრანებს რომანტიკული კომედიით 2023, 4 ოქტომბერი, 14:52 61 წლის მეგ რაიანი კინოინდუსტრიაში ბრუნდება. ინტერნეტში ექსკლუზიური ფოტოები გავრცელდა ახალი რომანტიკული კომედიიდან, სადაც ჩანს, რომ 61 წლის მსახიობი უბრუნდება იმ ჟანრს, რომელმაც ცნობილი გახადა. მეგ რაიანმა 2008 წლის რომანტიკულ კომედიაში „დედაჩემის ახალი შეყვარებული“ ითამაშა, შემდეგ კი დაემშვიდობა ჟანრსაც და ჰოლივუდსაც. ახლა მსახიობი და რეჟისორი დიდ ეკრანს უბრუნდება ფილმით "რა მოხდება შემდეგ". ფილმის პრემიერა შემოდგომასაა დაგეგმილი. მასში მთავარ როლებს რაიანი და “იქს-ფაილები"-ს ვარსკვლავი დევიდ დუხოვნი ასრულებენ.
მსახიობმა ინტერვიუში მოკლედ ისაუბრა ფილმზე: „ხანდახან მესმის კითხვა: იქნებიან ისინი ერთად? ან არ იქნებიან? „ამ მიზეზის გამო, “რა მოხდება შემდეგ" რომკომის ჟანრს ცოტა შორს წაიყვანს. ეს ასევე ეხება ასაკში შესული ადამიანების ცხოვრებას, რომელიც ასევე რომანტიკულია“. მიუხედავად იმისა, რომ თრეილერი ჯერ არ გამოქვეყნებულა, უკვე ცნობილია სიუჟეტის დაფუძნებულია სპექტაკლზე "Shooting Star":
სიუჟეტის მიხედვით, მიხედვით, უილა (რაიანი) და ბილი (დუხოვნი) ერთად რჩებიან აეროპორტში ღამით, რაც იმ ნაპერწკალს აღვივებს, რომელიც წლების განმავლობაში ჩამქვრალი იყო. მათ უნდა დაიწყონ რთული მოგზაურობა და დაფიქრდნენ, შემთხვევით შეახვედრა თუ არა ისინი ბედისწერამ.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო მსახიობმა კარიერა შეაჩერა.
2019 წლის ინტერვიუში რაიანმა ისაუბრა 2015 წლის მოვლენებზე, მას შემდეგ, რაც მან ითამაშა ფილმში “ითაკა"- ”მე გადავიწვი. „ვგრძნობდი, რომ აღარაფერი ვიცოდი ჩემსა თუ იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც მსახიობი უნდა ვყოფილიყავი."
ერთი წლით ადრე, სხვა ინტერვიუში, მან აღიარა, რომ მსახიობობა არასოდეს ყოფილა მისი ოცნება. „არასოდეს მინდოდა მსახიობი ვყოფილიყავი. ცნობილ ადამიანად ყოფნის მთელი იდეა... არ ვიცი, უფრო დამკვირვებლად ვგრძნობდი თავს, ვიდრე ჩემი ცხოვრების „პროტაგონისტად““ - არიარა რაიანმა.
მაგრამ ახლა მეგ რაიანი გრძნობს, რომ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია და მზად არის ახალი სიმაღლეების დასაპყრობად, ხოლო გულშემატკივრები, რომლებიც ამდენი ხანი ელოდებოდნენ მსახიობის დაბრუნებას, მხარს დაუჭერენ ამაში.
169 1-ს მოსწონს
|