x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა "საფარი" კაცების უფლებებსაც იცავს" -ბაია პატარაია
image


იურისტი, ფემინისტი, ქალთა უფლებათა დამცველი და "საფარის" დამფუძნებელი ბაია პატარაია ამჯერად მამაკაცთა უფლებადამცველადაც მოგვევლინა და მათ სიფრთხილისკენ მოუწოდებს.



"ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა საფარი • Sapari კაცების უფლებებსაც იცავს


ბიჭებო, უფრთხილდით ინტერნეტში გაცნობილ “გოგოებს”, რომლებიც ვითომ საკუთარ ინტიმურ ვიდეოებს გიგზავნიან და თქვენც იმავეს გთხოვენ. უკვე არაერთი შემთხვევა დაგვიფიქსირდა, რომ ბიჭებს ფულს სძალავენ ფეიქ პროფილები, რომელთა იდენტიფიცირება რთულია და ხშირად საზღვარგარეთ გადის კვალი.


მოკლედ, ნუ გაუგზავნით ისეთ ინტიმური შინაარსის ვიდეოს უცხო პირს, სადაც თქვენი სახეც ჩანს. და თუ მაინც ასეთი ამბავი შეგემთხვათ, ფულს მაინც ნუღარ მიახარჯავთ ზედ.



კონსულტაციისთვის დაგვირეკეთ და ჩივილს თუ დააპირეთ, დაგაკვალიანებთ კიდეც.


პ.ს. ამ პოსტის შთაგონება ჩვენი იურისტი ცირასაგან მოდის. Tsira J. G. Erny მალე ფრთებიც ამოგივა :))))))


პ.პ.ს. ხუმრობა იქეთ იყოს და, ახალგაზრდა კაცებთან კარგა ხანია ვმუშაობთ და კიდე უფრო მაგარი რაღაცეების გაკეთებას ვაპირებთ ბიჭებისათვის ამიტომ ეგრეც არაა რააა… "-წერს სოციალურ ქსელში ბაია პატარაია

0
97
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0