პოლიტიკა სერგეი სასედოვის მტკიცებით, მარგარიტა სიმონიანი მეორე მარგარეტ ტეტჩერია 2023, 3 ოქტომბერი, 18:15
იყო დრო, როდესაც ჟურნალისტი, მუსიკალური კრიტიკოსი და მიმომხილველი, ღია ჰომოსექსუალი სერგეი სოსედოვი უკრაინაში ცხოვრობდა და ტელევიზიაშიც კი მუშაობდა. მას დიდ პატივს სცემდნენ. შეიძლება ითქვას, რომ იქ საკმაო ფული იშოვა.
თუმცა, გასულ წელს, ომის დაწყების შემდეგ მან გადაწყვიტა განსხვავებული პოზიცია დაეკავებინა და წარსულიც უკან დაეტოვებინა. საომარი მოქმედებების პირველივე დღიდან იგი მხარს უჭერს რუსეთს და მკაცრად საუბრობდა ყველა იმ ვარსკვლავზე, ვინც პროტესტის ნიშნად დატოვა ქვეყანა. ის პერიოდულად საუბრობდა ალა პუგაჩოვაზე და მის მეუღლზე, რომლებსაც მოღალატეები უწოდეს. ამასთანავე მუსიკალური კრიტიკოსი არ ივიწყებს იმათ, ვინც დარჩა მოსკოვში და მხარს უჭერს ხელისუფლებას. ის დარწმუნებულია, რომ ტაისია პოვალი სწორად მოიქცა.(ცნობისთვის: უკრაინელმა მომღერალმა ტაისია პოვალიმ ცოტა ხნის წინ მოსკოვში გამართა კონცერტი, რის გამოც უკრაინაში გადაწყვიტეს, მოღერალს ჩამოერთვას ქვეყნის მოქალაქეობა) მაგრამ აი მარგარიტა სიმონიანი, კრიტიკოსის აზრით, აღტაცების ღირსი ადამიანია. ახლახან მან ის მარგარეტ ტეტჩერსაც კი შეადარა.ამის შესახებ წერს გამოცემა INFO-COOL. დარწმუნებულია, რომ თავისი ლოგიკით, ერუდიციით და სწორი აზროვნებით მარგარიტა კაცებზე ნაკლები არ არის. მეტიც, მას შეუძლია მათ ფორაც კი მისცეს. სოციალურ ქსელებში ბევრს ეს შედარება სასაცილოდაც კი არ ეყოთ. ამ ორი ადამიანის შედარება შეუძლებელია, დარწმუნებულები არიან ისინი. თუმცა სოსედოვი საკუთარ აზრში დარწმუნებულია. სერგეი სოსედოვი 2023 წლის 15 იანვარს, რუსეთის უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, იგი უკრაინაში შეიყვანეს სანქცირებულთა სიაში, რადგან მან „საჯაროდ მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის ე.წ. „სპეციალური ოპერაციას“ უკრაინის ტერიტორიაზე. ასევე სასედოვს მიაჩნია, რომ უკრაინას ნატოს ქვეყნების და აშშ-ს მხარდაჭერით შეეძლო რუსეთზე თავდასხმა. 235 3-ს მოსწონს
|