მსოფლიო
მეტი მოკლე აღარ არსებობს: ფრანგები 70 წლის მაკრონის ექსტრემალური მინით აღშფოთებას ვერ მალავენ
2023, 2 ოქტომბერი, 12:50
ინტერნეტ- ქსელის მომხმარებლები აღშფოთებას ვერ მალავენ! "ამჯერად, რით აღაშფოთა 70 წლის ბრიჯიტ მაკრონმა ფრანგები?" - იკითხავთ თქვენ. ცოტა ხნის წინ საფრანგეთის პირველი ლედი საზოგადოებაში ისეთი ულტრა - მინით გამოჩნდა, რომლის ჩაცმასაც ყველა 20 წლის ახალგაზრდაც კი ვერ გაბედავს. აღფრთოვანებულ მოსაზრებებს შორის ასევე შეხვდებით ემანუელ მაკრონის მეუღლის მისამართით გაკეთებულ ბოღმითა და გესლით სავსე კომენტარებსაც, რომელთა თანახმადაც თითქოს საფრანგეთის პირველ პირს "მეამბოხე ცოლის მოთოკვა" არ შეუძლია.
"მეტი მოკლე შეუძლებელია", "არ მესმის, ქმარი სად იყურება? როცა ცოლი პროტოკოლის მიხედვით არ იცვამს", "ბრიჯიტი თავისი ასაკისთვის მშვენივრად გამოიყურება", "და სად წერია, რომ 70 წლის ასაკში მინის ჩაცმა იკრძალება?", "მისი ფორმები მინის ჩაცმის საშუალებას იძლევა", "ლამაზი ქალი", "ბრიჯიტმა იცის როგორ გამოიწვიოს ხმაური", "მშვენიერი ბრიჯიტი".
"გასაგებია, რატომაც დაქორწინდა მასზე მაკრონი", "ბრიჯიტმა იცის როგორ მიიპყროს გარშემომყოფების ყურადღება", "როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა", "ბებია სრულიად უკონტროლოა", - წერენ ინტერნეტმომხმარებლები მაკრონის ფოტოების ქვეშ კომენტარებში.
შეგახსენებთ, რომ საფრაგნეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მისი მშვენიერი მეუღლე ბრიჯიტი მსოფლიოში ერთ - ერთი ყველაზე განხილვადი წყვილია. ბრიჯიტ მაკრონი დახვეწილი სტილის და უზადო გემოვნების ეტალონად სრულიად სამართლიანად ითვლება. "საფრანგეთის პირველი წყვილის" ისტორია ალბათ, უკვე თითოეულმა ჩვენგანმა ზეპირად იცის.
15 წლის მოსწავლისა და მისი 40 წლის მასწავლებლის სიყვარული, ყველას გასაოცრად საკმაოდ ძლიერი და მყარი აღმოჩნდა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წყვილს შორის ასაკობრივი განსხვავების მიუხედავად, პრეზიდენტის მეუღლე ყოველთვის ჰარმონიულად და მიმზიდველად გამოიყურება.
დღესდღეობით, წყვილი ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება, თუმცა საერთო შვილები არ ჰყავთ, მაგრამ როგორც ჩანს, ფრანგ პოლიტიკოსს ეს ფაქტი ყველაზე ნაკლებად აღელვებს. ბრიჯიტი პრეზიდენტის ყველაზე დიდი მხარდამჭერი და საიმედო საყრდენია.