x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"ჩვე­ნე­ბა­ზე არ მი­მიწ­ვი­ეს, მაგრამ ვლოცულობ ჩემი ძმის სუ­ლის­თვის" – დემნა გვასალიას ძმა
image

.

"Balenciaga-ს ახალ ჩვენებაზე დემნა გვასალიას დედა მოდელის რანგში ვიხილეთ. ჩვენებას ესწრებოდა დემნას მამაც. თუმცა მისი ძმა ჩვენებაზე არავის მიუწვევია, რამაც მისი გულისწყრომა გამოიწვია.

.


პა­რიზ­ში გა­მარ­თულ Balenciaga-ს ჩვე­ნე­ბას დემ­ნა გვა­სა­ლი­ას ძმა, გუ­რამ გვა­სა­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა. "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში გუ­რამ გვა­სა­ლია აღ­ნიშ­ნავს, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შო­უ­ზე მიწ­ვე­უ­ლი არ იყო, დე­დით ძა­ლი­ან ამა­ყობს:


"ვა­მა­ყობ, რომ Balenciaga-ს შოუ დე­და­ჩემ­მა გახ­სნა. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვე­ნე­ბა­ზე არ მი­მიწ­ვი­ეს. ვლო­ცუ­ლობ ჩემი ძმის სუ­ლის­თვის. ღმერ­თმა და­ლო­ცოს იგი" - წერს გუ­რამ გვა­სა­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

.

შეგახსენებთ, Balenciaga-ს გაზაფხული/ზაფხული 2024-ის ჩვენება საკმაოდ პომპეზურად და შეიძლება ითქვას, "ქართულად" გაიმართა. შოუს ლოკაცია მე-17 საუკუნის შენობა იყო პარიზში.

.

საკმაოდ შთამბეჭდავი იყო ჩვენებაზე დემნა გვასალიას დედის, ელას გამოჩენა მოდელის რანგში. შოუზე იყო დემნას მამაც. ასევე მონაწილეებს შორის იყო ქართველი მანეკენი საბა ბახია. შოუს ესწრებოდა ქართველი მომღერალი ლელა წურწუმია, რომელიც დიზაინერთან მივიდა, გაესაუბრა და ახლოს გაეცნო დემნას.

.

დემნა გვასალიას ჩვენებაზე დედა პირველად გასულ წელსაც იმყოფებოდა. ეს მისი პირველი გამოჩენა იყო ჩვენებაზე. მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. დემნას ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ის საქართველოში, 1981 წლის 25 მარტს ქართველი მამის და რუსი დედის ოჯახში დაიბადა.

.

Vetements-ი ერთ დროს ძმებმა ერთად დააარსეს. ახლა ამ ფირმის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიას უმცროსი ძმა გურამია. 37 წლის დიზაინერმა The New York Times-თან ისაუბრა ძმასთან მეტოქეობაზე, მადონასთან თანამშრომლობაზე და კარიერულ ამბიციებზე.


გურამი ამბობს, რომ ბოლო ხუთი თვეა მუშაობს მადონასთან უახლესი ტურის კოსტიუმებზე, რომელიც ცოტა ხნით გადაიდო, რადგან მადონა საავადმყოფოში მოხვდა. გურამმა ერთობლივი ფოტოც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში და დაწერა, რომ დიდ პატივად და პრივილეგიად მიაჩნია მისთვის კოსტიუმების შექმნა.

.

ცნობილია, რომ მადონამ ერთ დროს დიზაინერ ჟან-პოლ გოტიეს ბედი შეცვალა, მასთან თანამშრომლობით. ახლა გურამსაც იმედი აქვს, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან დიდ შედეგებს მოიტანს სამომავლოდ.

.
გურამი Vetements-ის კრეატიული დირექტორის პოსტზე 2021 წლიდან არის. აქამდე ის ძირითადად იმით იყო ცნობილი, რომ დემნა გვასალიას ძმაა - "ბალენსიაგას" კრეატიული დირექტორის. არადა, Vetements-ი ორივემ ერთად შექმნა და გურამი იყო პასუხისმგებელი ამ მარკის ბრენდად ქცევაზე, ასევე მან გაუთქვა სახელი ფირმას და სოციალურ ქსელშიც 5 მილიონზე მეტი გამომწერი მოაგროვა. "ჩვენ ვქმნიდით სამოსს და ვაკეთებდით იმას, რაც სწორად მიგვაჩნდა. ყველაფერს ვაკეთებდით ერთად. არ იყო ასე, რომ შენ დიზაინერი და მენეჯერი ხარ, მე - მწმენდავი..."


გურამი ამბობს, რომ დადგა დრო, ცნობილი ძმის ჩრდილიდან გამოვიდეს. "ჩემი ძმა 6 წლით არის უფროსი. ადრე მას ცხოვრებაში განსაზღვრული შესაძლებლობები ჰქონდა. თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ, სად ვარ მე ახლა და სად იყო ჩემი ძმა ამ ასაკში, ვფიქრობ, მე საერთო ჯამში გაცილებით დიდი წინსვლა მაქვს".

.

თავისი აზრის ჭეშმარიტების დასამტკიცებლად, გურამმა კიმ კარდაშიანისა და მისი უმცროსი დის, კაილი ჯენერის და ასევე ცნობილი ჩოგბურთელების, ვენუს და სერენა უილიამსების მაგალითები მოიყვანა, როცა ჯერ უფროსები იყვნენ ცნობილები, თუმცა შემდეგ უმცროსებმა გაცილებით დიდ წარმატებას მიაღწიეს.

.

ძმები ცდილობენ, საზოგადოებაში ცალ-ცალკე გამოჩნდნენ. დემნამ 2021 წლის ბოლოს გვარი მოიხსნა ოფიციალური დასახელებიდან და მხოლოდ დემნად მოიხსენიებენ. გურამი კი მიხვდა, რომ პირადი ამბიციები აქვს და უნდა, მსოფლიო ასპარეზზე თავისი სიტყვა თქვას. მისი ბრენდის ბოლო კოლექციაც საკმაოდ დადებითად შეაფასეს კრიტიკოსებმა. თავად ამბობს, რომ კარლ ლაგერფელდის შთაგონებით შექმნა ეს კოლექცია.

.

მშობლების დაჟინებით, ორივემ ბიზნეს-სკოლა დაამთავრა. გურამმა ლონდონის მოდის კოლეჯში მაგისტრის ხარისხიც აიღო, მერე კი მუშაობდა Burberry-სა და Selfridges-თან. ამასობაში დემნამ Margiela-სა და Louis Vuitton-თან იმუშავა. შემდეგ ძალები გააერთიანეს და Vetements-ი დააარსეს. თუმცა სუპერვარსკვლავად დემნა იქცა, გურამი კი ჩრდილში იდგა.

.

ახლა გურამი ციურიხში ცხოვრობს, პარტნიორთან ერთად. წლების წინ საკმაოდ მორცხვი იყო და ფოტოების გადაღებაც არ უყვარდა, ბოლო დროს კი იმიჯი შეიცვალა და მეტად ჩანს საზოგადოებაში. უყვარს სათვალე, შავი სამოსი და სამკაულები. აგროვებს ძვირად ღირებულ საათებს, ჩანთებს და მანქანებს. ამჟამად "როლს როისით" დადის. კლუბებშიც ხშირად ხედავენ და ცნობილებთანაც მეობრობს, როგორც ჩანს, სერიოზულად გადაწყვიტა მსოფლიო ბომონდის დაპყრობა.

0
49
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0