x
მეტი
  • 10.11.2024
  • სტატია:138163
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511922
როგორ შეამოწმა ფიურერმა სტალინი ებრაულ წარმომავლობაზე

როგორც გერმანიის ფიურერისა და რაიხსკანცლერის პირადი ცხოვრების ზოგიერთი ფაქტი და მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მოწმობს "მესამე რაიხის" დამფუძნებელს საკმაოდ დაბინდული გონება ჰქონდა. მასში მშვიდობიანად თანაარსებობდა მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის დამახასიათებელი ზედაპირული მეცნიერული ცოდნა. ძლიერი სწრაფვა მისტიკისკენ, ვაიმარის რესპუბლიკისა და პირველი მსოფლიო ომის ჟურნალისტური შტამპებისკენ.


image


ზოგჯერ ეს ქაოსი მას საშუალებას აძლევდა ლოგიკურად ეაზროვნა და სწორი გადაწყვეტილებები მიეღო, თუმცა ზოგჯერ ისეთ ინტელექტუალურ წიაღსვლებში ვარდებოდა, რაც მხოლოდ ყვითელი პრესის წარმომადგენლებისთვის იყო ორგანული.


image


ფიურერს გარემოცვაც შესაფერისი ჰყავდა, ამიტომ "მესამე რაიხის" არცერთ მაღალჩინოსანს არ გაუპროტესტებია ის ფაქტო, როცა მათმა ლიდერმა სტალინის შესაძლო ებრაული წარმომავლობის შემოწმება გადაწყვიტა. პირიქით, მას ამ საქმეში მხარიც კი აუბეს. იდეის განხორციელება საკუთარ თავზე ნაციონალ-სოციალისტების ლიდერის, ერთ-ერთი უძველესი პარტიელის პირადმა ფოტოგრაფმა, ჰაინრიხ ჰოფმანმა აიღო.


image


ახალგაზრდობაში ის ჰესენის დიდი ჰერცოგის, ერნსტ ლუდვიგის კარის ფოტოგრაფის, ჰუგო ტიელეს დამხმარე იყო, სწორედ ამ სტატუსით მოხვდა ის ნიკოლოზ II-სა და მისი მომავალი მეუღლის, რუსეთის უკანასკნელი იმპერატრიცას, ალექსანდრა თედორეს ასულის ქორწილზეც. მოგვიანებით საკუთარი სტუდია გახსნა, 1920-იანი წლების დასაწყისში კი ნაცისტების სამსახურშიც ჩადგა.


image


მალევე ის ახალგაზრდა ადოლფ ჰიტლერის წრეში მოხვდა. ლუდის პუტჩის ამსახველი კადრები, ნაცისტების ლიდერთა ციხეში ყოფნის ფოტოები, პოზები, რომლებსაც ფიურერი თავისი ყოველი გამოსვლისთვის ამუშავებდა, პატარა ებრაელი გოგონა ბერნი ნინაუს კადრები, ერთობლივი ფოტოები მუსოლინისთან, ევა ბრაუნის პირადი არქივი - მოკლედ, ეს ყველაფერი ისტორიის საკუთრებად სწორედ მისი წყალობით იქცა.


image


ჰიტლერი, რომელიც თავს შემოქმედებით ადამიანად თვლიდა, თავისი კარგი მეგობრის, ჰოფმანის მხატვრულ გემოვნებას სრულებით ენდობოდა. გაცნობის შემდეგ, მას ჰაინრიხთან უთანხმოება მხოლოდ ერთხელ ჰქონდა. მოლოტოვსა და რიბენტროპს შორის ფარული მოლაპარაკებების დროს ჰოფმანი ამ უკანასკნელთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა. მას პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მისია ჰქონდა შესასრულებელი. კერძოდ კი, სტალინისთვის ახლო ხედით რაც შეიძლება მეტი ფოტო უნდა გადაეღო და თან განსაკუთრებული ყურადღება მისი ყურების ფორმისთვის მიექცია. ამ დავალებისთვის დაჩქარებული ტემპით სპეციალური ფოტოკამერაც კი შეიქმნა.


image


ჰოფმანმა დაკისრებულ დავალებას თავი ბრწყინვალედ გაართვა, შემდეგ კი ფიურერთან ერთად გამადიდებელი შუშით შეიარაღებული "ერის მამის" გარეგნობას დიდი ხნის განმავლობაში დეტალურად სწავლობდა. მკვეთრად გამოხატული ყურის ბიბილოები არიულ სისხლზე მიუთითებდა, ნაკლებად გამოხატული კი - ებრაულ წარმომავლობაზე. მოკლედ, ჰიტლერი თავისი ღრმა მორალური კმაყოფილებით იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სტალინი ებრაელი არ იყო და რომ ეს "ტიპი" პატივისცემას ნამდვილად იმსახურებდა.


image


ჰიტლერი სსრკ-ას ლიდერს საჯაროდ არაერთხელ დაჰპირდა რომ თუ კი ოდესმე ის გერმანელების ტყვეობაში აღმოჩნდებოდა სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა, მეტიც, მისთვის ის "გერმანიაში საუკეთესო ციხე-სიმაგრის" ჩუქებასაც კი აპირებდა, სადაც სამშობლოს ბედზე მზრუნველ ბესარიონის ძეს ზამთრის გრძელი, სუსხიანი საღამოების გატარება შეეძლო. ალბათ, სწორედ ამიტომაც ითვლებოდნენ "მესამე რაიხში" ქართველები პირობით "არიელებად" და ვერმახტის ქართულ ლეგიონშიც უპრობლემოდ ირიცხებოდნენ.


image

აღმოსავლეთის ფრონტზე დიდი მარცხის სერიების შემდეგაც კი, ჰიტლერს საბჭოთა ლიდერის მიმართ დამოკიდებულება არ შეუცვლია. თავის პირად ჩანაწერებში ის მას არ კიცხავდა, როგორც ამას ებრაელების მიმართ აკეთებდა. პირიქით, 1944 წლის ზამთარში ფიურერმა სტალინზე ასეთი რამ თქვა:


image

"ნებისმიერი სხვა ხალხი, 1941-1942 წლებში მიღებული გამანადგურებელი დარტყმების შემდეგ, უდავოდ გატეხილი იქნებოდა, ხოლო თუ ეს რუსეთს არ დაემართა, მაშინ რუსი ხალხი თავის გამარჯვებას მხოლოდ ამ კაცის რკინის სიმტკიცეს უნდა უმადლოდეს".










0
325
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
325