მხატვრობა "დატვირთული უნაგირი"-ერთი ნახატის ისტორია ეჭვიან და რქებდადგმულ ქმარზე 2023, 29 სექტემბერი, 16:53
ეს გახლავთ ცნობილი ფრანგი მხატვარის, პიერ სუბლიერას((1699 – 1749) ნამუშევარი, რომელსაც "Le Bât"(ინგლისურად "The Pack Saddle" (დატვირთული უნაგირი) ეწოდება).იგი შექმნილია ლაფონტენის ზღაპრის მოტივზე.ფერწერის ნახვა შესაძლებელია ერმიტაჟში(სანკტ-პეტერბურგი).
ლაფონტენის მიხედვით ერთი მხატვარი ძალზე ეჭვიანობდა ცოლზე და როდესაც სახლიდან გადიოდა, თუნდაც მცირე ხნით, ინტიმურ ადგილზე ვირს ახატავდა, გულუბრყვილოდ ფიქრობდა, რომ თუ ცოლს სხვასთან ექნებოდა ინტიმური კავშირი, ნახატი აუცილებლად წაიშლებოდა. მაგრამ ქალსა და მისი ქმრის მეგობარს შორის, რომელიც აგრეთვე მხატვარი იყო მოხდა სექსუალური კავშირი, ნახატი წაიშალა, მაგრამ სექსამდე წინდახედულმა მხატვარმა ნახატის ასლი ქაღალდზე გადაიტანა. მხატვარმა ვირი ხელმეორედ მიახატა ქალის ინტიმურ ადგილს, მაგრამ დაამატა ტვირთგადაკიდებული უნაგირი, "ძვირფასო მეგობარო მე დავტვირთე შენი ვირი." რა თქმა უნდა დაბრუნებული ქმარი მაშინვე მიხვდა, რომ ცოლმა რქები დაადგა. პიერ სიბლიერა 1728 წლიდან იტალიაში ცხოვრობდა, იგი იყო კლასიკური რომაული მხატვრობის ტრადიციების წარმატებული გამგრძელებელი 1730-1740 წლებში. მან შექმნა ნახატები ქრისტიანულ, მითოლოგიურ და ალეგორიულ თემებზე, მაგრამ ის უპირველეს ყოვლის ცნობილი გახდა, როგორც რელიგიური კომპოზიციების ავტორი, წმინდანთა კანონიკური და პორტრეტების ბრწყინვალე ილუსტრატორი. იგი მუშაობდა პაპის, ეკლესიებისა და საერო არისტოკრატიის შეკვეთებზე. 204 2-ს მოსწონს
|