სხვა 56 წლის პამელა ანდერსონმა საქმიანი მებოსტნის იმიჯი მოირგო და კანადური ბრენდისთვის იპოზიორა 2023, 28 სექტემბერი, 16:07 ბევრი მიჩვეულია პამელა ანდერსონის ვულგარულ და გამომწვევ იმიჯს, მაგრამ მან უკვე დიდი ხანი სხვა გზა აირჩია და ყველა სოციალური იარლიყი თავდაჯერებულად მოიშორა. ახლა მსოფლიოში ცნობილი მოდელი და მსახიობი უფრო ბუნებრივად გამოიყურება და ეს იმიჯი წარმოუდგენლად უხდება!
ახლახანს პამელა კანადური ბრენდის Aritzia საშემოდგომო კოლექციის სახე გახდა. მან სიამოვნებით მიიღო მონაწილეობა გადაღებებში არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრენდის სამშობლო მისი სამშობლოც არის (ბრიტანეთის კოლუმბია), არამედ კონცეფცია შეესაბამება მის საკუთარ სტილს, რომელშიც 56 წლის მსახიობი თავს კომფორტულად გრძნობს. გადაღებები მიმდინარეობდა ბრიტანეთის კოლუმბიაში, დასავლეთ კანადაში. გადაღების მთავარი ადგილი პამელას პირადი ბაღი გახდა. გარეგნობასა და გადაღების ადგილს შორის რადიკალურმა განსხვავებამ მოდელის და ბრენდის თაყვანისმცემლების ყურადღება მიიპყრო. თავად პამელა ვერაფერს ხედავს უჩვეულოს, რომ კვლებს შორის ოფიციალურ კოსტიუმში გამოწყობილმა ისეირნოს. „გადაღებებზე საქმიან კოსტიუმში გამოწყობილმა გაზონი გავკრიჭე და ეს სავსებით ლოგიკურია, რადგან ბაღი ჩემი ოფისია. საკმაოდ სახალისო იყო“.გასაკვირი არაა, რომ სოფლურ გარემოში მკაცრ და ელეგანტურ სამოსებში პამელა წარმოუდგენლად ორგანულად გამოიყურებოდა. ჩვეულებრივ, ვარსკვლავები გადაღებებზე კონცენტრირებულნი არიან, მაგრამ აქ ჩანს, რამდენად მოდუნებული იყო მსახიობი. პამელა ირწმუნება, რომ საშემოდგომო კოლექციის მოდელები მის გემოვნებას იდეალურად ერგება, მის ინდივიდუალობას არ მალავს. შესაძლოა, სწორედ ამიტომ, ფოტოები ასე ცოცხალი გამოვიდა.გადაღებების წინ ოფიციალური კოსტიუმების დანახვისას პამელა ანერვიულდა. თუმცა მოგვიანებით მიხვდა, რომ მასში თავს ხედავს არა მხოლოდ ოფისში, არამედ მის ბოსტანშიც. ამის შემდეგ ყველაფერი საათის მექანიზმივით აეწყო.სინამდვილეში, პამელა თავის ნაკვეთს დიდ დროს უთმობს, მწვანილის და ბოსტნეულის მოყვანით სიამოვნებას იღებს. სხვათა შორის, გადაღებები არა მხოლოდ პამელას ბოსტანში, არამედ წყნარი ოკეანის სანაპიროზეც ჩატარდა. ნახეთ, რა ლამაზი კადრები გამოვიდა!აგრესიული მაკიაჟის გარეშე პამელა არა მხოლოდ ბუნებრივად, არამედ ახალგაზრდულად გამოიყურება. დახურულ ტანსაცმელშიც სექსუალურია. სრული შავი და მინიმალიზმი იდეალურია! ერთი შეხედვით, უბრალოდ მკაცრი რუხი კოსტიუმია, მაგრამ ფეხსაცმლის არარსებობა სტილს მოდუნებულს და რომანტიკულს ხდის. ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს მშვენიერი ქალი უკვე 56 წლისაა! ასევე დაგაინტერესებთ: 1. 42 წლის ბიონსე: გრემის 32 ჯილდოს რეკორდსმენის ყველაზე თამამი კოსტიუმები 2. „ზოგჯერ არც ვიბან“ - კამერონ დიასი სილამაზის სტანდარტებს დაუპირისპირდა და ღირსეულად დაბერება გადაწყვიტა 3. მერილ სტრიპი: "არ მყოფნის მოთმინება მათზე, ვინც არ იმსახურებს ჩემს მოთმინებას" 4. ჯეინ ფონდა ნანობს, რომ სახე დაიჭიმა - ახალგაზრდებს სთხოვს, სიბერის შიში შეწყვიტონ 5. სანდრამ ბულოკმა აღიარა, რომ ბავშვის კანს სახის ახალგაზრდობისთვის იყენებს 6. ისინი წითელ ხალიჩაზე ბრწყინავენ, შოპინგზე კი მაქსიმალურად ბუნებრივად გამოიყურებიან 7. ცნობილი ქალები, რომლებიც ბიჟუტერიას ატარებენ და მაინც მდიდრულად გამოიყურებიან 8. ცოცხალ ემოციებზე მაგარი არაფერია - 18 ვარსკვლავის დადგმული და სპონტანური ფოტოების შედარება 9. "თითქოს სხვა ადამიანია" - ცნობილი ქალები წინამოთი და მის გარეშე 10. 15+ ცნობილი ადამიანი, რომლებიც ასაკთან ერთად ისე გაიფურჩქნენ, როგორც თეთრყვავილა გაზაფხულზე უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 145 შეფასება არ არის |