მსოფლიო რამ ჩააგდო შოკში მავზოლეუმის ლაბორატორიის თანამშრომლები სტალინის ცხედრის დანახვისას 2023, 28 სექტემბერი, 12:24 ![რამ ჩააგდო შოკში მავზოლეუმის
ლაბორატორიის თანამშრომლები
სტალინის ცხედრის დანახვისას image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202309/2023092811461086669.jpg)
ბალზამირებისთვის გამზადებული იოსებ სტალინის ცხედარი მავზოლეუმის ლაბორატორიაში მისი გარდაცვალებიდან 2 საათის შემდეგ გადაასვენეს. ლიდერის სახის დანახვამ ბევრი თანამშრომელი შოკში ჩააგდო. საქმე ის გახლავთ, რომ სტალინი რეალურ ცხოვრებაში გაცილებით სხვანაირად გამოიყურებოდა.
ფიზიკური დეფექტი
ბავშვობაში იოსებ ბესარიონის ძემ ჩუტყვავილა გადაიტანა. ისტორიკოსების თქმით, თითქმის სიკვდილის პირას მყოფი "ერის მამა", მწვავე ვირუსულ ინფექციას სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა ლიდერის სახე მას შემდეგ რადიკალურად შეიცვალა: სტალინს მთელი კანი ნაყვავილარის ნაწიბურებით ჰქონდა დაფარული. წიგნის "სტალინის" ავტორი ბორის კრასილნიკოვი ამტკიცებს, რომ აღნიშნულ ლაქებს (თუ არ ჩავთვლით ფაეტონის დარტყმისას დაზიანებულ მის ხელს) ბესარიონის ძე თავის დიდ ფიზიკურ დეფექტად თვლიდა.
![რამ ჩააგდო შოკში მავზოლეუმის
ლაბორატორიის თანამშრომლები
სტალინის ცხედრის დანახვისას image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202309/2023092811320986669.jpg)
როი მედვედევის თქმით, სტალინის ფოტოებსა და მით უმეტეს, მის ფერწერულ პორტრეტებზე ნაყვავილარის კვალსაც კი ვერ იპოვიდით. მხატვრები მას უბრალოდ არ გამოსახავდნენ, ხოლო ფოტოები საგულდაგულოდ მუშავდებოდა. სწორედ ამიტომ ბევრს სტალინის გარეგნობა ასე გაუკვირდა, რომელიც მისი ცნობილი ფოტოებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. მეტიც, როგორც ბელადის დაცვის წევრი რიბინი ამტკიცებდა, განსაკუთრებული დაძაბულობის წუთებში (მაგალითად, კიროვის დაკრძალვაზე), სტალინის სახეზე ნაყვავილარი კიდევ უფრო შესამჩნევი ხდებოდა.
ნაკვალევი სახეზე
რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც ლიდერი ახლოდან ნახეს მათი მოგონებები გავრცელებული მოსაზრებისგან უკიდურესად განსახვავებულია. ამგვარად, საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი გრომიკოს თქმით, მას სტალინის სახეზე "მსგავსი არაფერი შეუნიშნავს", მაგრამ თუ მის დაცვის წევრს, რიბინს დავუჯერებთ, მაშინ სიკვდილამდე სტალინის სახეზე ლაქები უფრო რელიეფური უნდა გამხდარიყო. მოგეხსენებათ, რომ "ერის მამა" უცებ არ გარდაცვლილა, ის რამდენიმე დღის განმავლობაში იტანჯებოდა.
ასე რომ გასაკვირი არ არის, რომ პირველი, რაც ლენინის მავზოლეუმის ლაბორატორიის თანამშრომლებს გარდაცვლილი სტალინის დანახვისას თვალში მოხვდათ - ნაყვავილარი იყო, გარდა ამისა მათი გაოცება პიგმენტურმა ლაქებმაც გამოიწვია, რომლებიც პარტიის ლიდერის მთელს სახეს ფარავდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ მეცნიერი ილია ზბარსკი საუბრობდა, საქმე იმაშია რომ ლაბორატორიის მუშაკებს, ისევე როგორც საბჭოთა მოქალაქეების უმეტესობას იოსებ ბესარიონის ძე მხოლოდ ფოტოებზე ჰყავდა ნანახი.
გრიმწასმული სტალინი
იოსებ სტალინის - რეალურსა და "პორტრეტულ" იმიჯს შორის განსხვავება შესამჩნევი იყო. მაგალითად, როგორც იგივე როი მედვედევი ამტკიცებდა, ფოტოებზე სტალინს არა მხოლოდ ნაყვავილარს უმალავდნენ, არამედ შუბლსაც კი უდიდებდნენ. როგორც ალექსანდრე კოლესნიკი თავის წიგნში "მითები და სიმართლე სტალინის ოჯახის შესახებ" წერს აბა, ტყუილად ხომ არ მივიდა სტალინი მეორე ცოლის დაკრძალვაზე სახეზე მაკიაჟის სქელი ფენით.
|