x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138344
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512018
საჰარას ქვიშის ქვეშ, ეგვიპტეზე და შუმერზე უფრო ძველი ცივილიზაციის ნაშთებია

ეგვიპტური პირამიდები — უძველესი ხანის ყველაზე გრანდიოზული ნაგებობები, ერთ დროს, თითქმის მთლიანად, ქვიშით იყო დაფარული. XVII – XVIII სს. ალჟირულ და ირანულ გრავიურებზე, შეიძლება იმის ნახვა, რომ ქვიშის დონე, იმ პერიოდში, სფინქსის შუბლამდე იყო. ხოლო, ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ არაერთი მეცნიერის აზრით, საჰარის უდაბნო, კიდევ არაერთ საიდუმლოს ინახავს...


image


ცოტა ხნის წინ, შეიქმნა აპარატი, რომელიც 50 მ. სიღრმეზე, ქვიშის სკანირების შესაძლებლობას იძლევა და მისი საშუალებით, იმ ადგილების დადგენაა შესაძლებელი, სადაც ძველი არტეფაქტები შეიძლება იყოს.
აქამდე ეგვიპტოლოგები, ისტორიული დასახლების პუნქტების მოსაძებნად, ძველი რუკებით და წერილობითი წყაროებით ხელმძღვანელობდნენ. ახლა კი, მათი სამუშაო ბევრად გამარტივდა — საკმარისია დრონის გაშვება, სკანირების მოწყობილობით და მორჩა... ამ მეთოდით უკვე, 22 მ. სიღრმეზე, თითქმის, 120 ნაგებობის ნაშთი, სკულპტურა და სამარხი არის აღმოჩენილი. თუმცა, ჯერ–ჯერობით, ობიექტების მხოლოდ 10 % ამოთხრილი. გარდა ამისა, აღმოჩენილია მოკირწყლული გზა, რომელიც უდაბნოს ცენტრისკენ მიდის.

უკანასკნელი 120 წლის მანძილზე, არქეოლოგებმა უდაბნოში 60–მდე დასახლება აღმოაჩინეს. ამასთან, 14 მათგანი, წინაეგვიპტურ პერიოდს განეკუთვნება. ასე, მაგ., საჰარის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, გარამანტების* სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც 16 ათასი წლით არის დათარიღებული.

როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ეგვიპტემდელი ცივილიზაციის ხალხები, მთელი თანამედროვე უდაბნოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და შესაძლებელია, სწორედ გარამანტების ცივილიზაცია იყო პირველი ამ რეგიონში. ეს თუ ასეა, მაშინ ძველი ეგვიპტე, შედარებით ახალგაზრდა ცივილიზაცია გამოდის, რომლის განშტოება, უფრო ძველისგან მოხდა. რა თქმა უნდა, ძნელია მასშტაბების შეფასება, როდესაც ყველაფერი ტონობით ქვიშით არის დაფარული... თუმცა, მაინც შესაძლებელია, — მხოლოდ დრო და სათანადო ძალისხმევა საჭიროა!


* საჰარის ქვიშიან უდაბნოში, ერთ დროს, მოწინავე ტექნოლოგიების მფლობელი, გარამანტების ცივილიზაცია არსებობდა. ქვეყანაში მედიცინის განვითარების დონე, კრანიოტომიური (თავის ქალას ძვლის ნაწილის ქირურგიული გზით მოცილება) ოპერაციების ჩატარების საშუალებასაც კი იძლეოდა. ხოლო, მათ მიერ შექმნილი წყალმომარაგების მიწისქვეშა სისტემა კი, მართლაც რომ მსოფლიოს საოცრებაა, რომლის აღდგენას ამჟამად ცდილობენ.

ლესტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) არქეოლოგების განცხადებით, მათ გარამანტის ყოფილ ტერიტორიაზე, ძვ. წ. აღრ. 500 წ. არსებული დასახლება აღმოაჩინა. საოცარი კი ის იყო, რომ იქ არსებული ნაგებობების ნაშთები ძალიან ჰგავდა სასახლეების ნანგრევებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ერთიან კომპლექსში ერთიანდებოდა და ესეც არ ის იწვევს, რომ ნაგებობები, ასევე ერთიანი გეგმის მიხედვით, მაღალგანვითარებული ცივილიზაციის მიერ იყო აშენებული. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* ოკეანეში ნაპოვნი ქალის უცნაური ისტორია

* ჰიტლერის საბედისწერო შეცდომა

* დიზაინის მაგალითები, რომელიც ერთდროულად სიცილს და გაკვირვებას იწვევს

* ხე თანამედროვე სამზარეულოს ინტერიერში – 35 კრეატიული იდეა



0
194
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0