x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
ჰიტლერის საბედისწერო შეცდომა

დღეს ისტორიკოსები ერთხმად თანხმდებიან, რომ სსრ კავშირზე თავდასხმა და მისი სამრეწველო პოტენციალის არასათანადოდ შეფასება, ნაცისტური გერმანიის საბედისწერო შეცდომა იყო, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაზე და შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა.


image


70 წელზე მეტი წლის მანძილზე, ამ საკითხის შესწავლისას, მეცნიერებმა ათობით შესაძლო სცენარი განიხილეს, რომლის მიხედვით, ფაშისტური ქვეყნების ალიანსს (ბერლინი-რომი-ტოკიო), ამ ომის მოგება შეეძლო. თუმცა...


ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები


გასული საუკუნის 90–იან წლებში, ამერიკელმა ისტორიკოსმა კენეტ მაქსმა (Kenneth Macksey) მასშტაბური კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც ანალიზი გაუკეთა ნაცისტური ბერლინის 11, ყველაზე მეტად მნიშვნელოვან სტრატეგიულ შეცდომას.

ავტორმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის მარცხის მთავარი მიზეზი, გერმანიასა და იაპონიას შორის, კოორდინაციის ნაკლებობა, ძალების გაბნეულობა და დიდი ბრიტანეთისადმი, ყურადღების მოდუნება იყო.


imageდიდი ბრიტანეთის დაბომბვის შედეგები


კენეტის აზრით, ჰიტლერს უნდა გადაევადებინა ომი იაპონიასა და შეერთებულ შტატებს შორის. ხოლო, სსრ კავშირის ნაცვლად, მიზანში დიდი ბრიტანეთი ამოეღო.

მართალია, ბრიტანეთის საზღვაო ძალების განადგურებასა და ნისლიან ალბიონზე დესანტის გადასხმაზე, უფრო მეტ დროს დაეხარჯებოდა, ვიდრე ეს სსრ კავშირის დაპყრობის «ბარბაროსას» გეგმით იყო გათვალისწინებული, მაგრამ მსოფლიო კონფლიქტის ასეთი მნიშვნელოვანი მონაწილის განადგურებით, ბერლინს მოსკოვთან მშვიდობის შესანარჩუნებლად, უფრო მეტი დიპლომატიური ბერკეტი ექნებოდა. ევროპა გავლენის სფეროებად დაიყოფოდა, ხოლო აშშ, ორი ძლიერი სახელმწიფოს – იაპონიას და მესამე რაიხის წინააღმდეგ, მარტო დარჩა.


ჰიტლერის საბედისწერო შეცდომა


მეორე მსოფლიო ომის კიდევ ერთი საინტერესო სცენარი, ასევე ამერიკელ ისტორიკოსს ალექსანდრე ბევინს (Alexander Bevin) ეკუთვნის.


imageგერმანიის ჯარები ჩრდილოეთ აფრიკაში


მისი მტკიცებით, გერმანიის მსოფლიო ომში გამარჯვება, სსრ კავშირთან დაპირისპირების გარეშეც იყო შესაძლებელი. წარმატების გასაღები ჩრდილოეთ აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის თანდათანობითი დაპყრობა იყო. ხმელთაშუა ზღვის მთელი სანაპიროს დაპყრობის შემთხვევაში, ნაცისტები მთავარ საზღვაო მარშრუტებს დაუფლებოდნენ და ნავთობს ახლო აღმოსავლეთიდან მიიღებდნენ. ხოლო შემდეგ, თავდასხმა, ინდოეთზეც შეიძლებოდა.

თუმცა, ბევინს სსრ კავშირის პოზიცია არ გაუთვალისწინებია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სტალინს მეზობლის გაძლიერებისთვის, შორიდან ეყურებინა – სახელმწიფოებს შორის ომი, მხოლოდ დროის საკითხი იყო...



ფოკუსშია მოსკოვი


კოლეგებისგან განსხვავებით, ამერიკელი ისტორიკოსი და მწერალი დევიდ დაუნინგი (David Downing) დაინტერესდა, თუ რა სცენარით შეეძლო გერმანიას სსრ კავშირის დამარცხება?

მკვლევარის აზრით, 1941 წელს, ჰიტლერს მთელი თავისი ყურადღების ფოკუსირება მოსკოვზე უნდა მოეხდინა და სატანკო დივიზიები კიევის მიმართულებით არ უნდა გაეგზავნა. მართალია, საბჭოეთის დედაქალაქის აღებით, ომი არ დასრულდებოდა, მაგრამ გერმანიას სეპარატული ზავი გაფორმება, თავისთვის ხელსაყრელი პირობებით შეეძლო.


მეორე ფრონტი აღმოსავლეთში


«კანტოკუენის» («კვანტუნგის არმიის სპეციალური მანევრები») გეგმის თანახმად, იაპონია სსრ კავშირზე თავდასხმას, ვერმახტის მიერ, მოსკოვის აღების შემდეგ გეგმავდა.


image «კანტოკუენის» გეგმა


ამომავალი მზის ქვეყანა სირთულეებს განიცდიდა რესურსებთან დაკავშირებით და ციმბირის უზარმაზარ ტერიტორიაზე კონტროლის აღების საშუალება არ ჰქონდა. იაპონიის ხელისუფლების აზრით, საბჭოთა კავშირთან ომი, ისეთივე ხანგრძლივი იქნებოდა, როგორც ჩინეთთან. ამიტომ, იაპონელები ელოდებოდნენ, თუ როდის გაანადგურებდა გერმანია წითელი არმიის ძირითად ძალებს...

თუმცა, მათდა სამწუხაროდ, სსრ კავშირთან კონფლიქტი გაჭიანურდა. ამიტომ, იაპონიამ, ექსპანსიისთვის, ყველაზე პერსპექტიული მიმართულება აირჩია და ომი წყნარი ოკეანის კუნძულებზე გააჩაღა. ის 1941 წლის 7 დეკემბერს, ომის გამოცხადების გარეშე, ჰავაიზე, აშშ-ს წყნარი ოკეანის ფლოტის ბაზას – პერლ ჰარბორს თავს დაესხა, რამაც აშშ–ს ომში ჩართვა გამოიწვია, რაც გერმანიის დამარცხების, კიდევ ერთი მიზეზი გახდა...


image

არხის სხვა სიახლეები:


* წარმოუდგენელია – თურქეთში რომაული ციხე-სიმაგრის გათხრისას, აშშ–ს საგერბო ბეჭედი აღმოაჩინეს

* 15 არტეფაქტი, რომელიც საუკუნეების მანძილზე აღფრთოვანებას იწვევს

* ერთი ერთში – ვარსკვლავები და მათი შვილები, ერთ ასაკში

* ხე თანამედროვე სამზარეულოს ინტერიერში – 35 კრეატიული იდეა



1
539
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
539
  
2023, 28 სექტემბერი, 22:43
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Meetme.pw
0 1 1