საზოგადოებრივი ჰიტლერის უკანასკნელი ინტერვიუ, რომელიც მან ბუნკერში, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მისცა 2023, 29 სექტემბერი, 10:10 ფიურერმა სიტუაციის რეალური აღქმა, სავარაუდოდ, 1944 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც წითელი არმია, საკუთარი ქვეყნის საზღვარზე, არ გაჩერდა და შეტევა გერმანიის ძირძველ მიწაზე — გერმანული მილიტარიზმის "აკვანში", აღმოსავლეთ პრუსიაში გააგრძელა. თუ ადრე, რაიხის ბელადს, იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭოთა კავშირის არმია, საკუთარი ქვეყნის საზღვრებთან გაჩერდება, რაღაც ილუზია მაინც ჰქონდა — ის გაიფანტა: 5 ივლისს, ლიტვაში გერმანელების დამარცხების შემდეგ, წითელმა არმიამ, საომარი მოქმედებები, უკვე რაიხის ტერიტორიაზე დაიწყო... ასე რომ, ინტერვიუს დროს, რომელიც მან «ნეიტრალური» შვეიცარიის ჟურნალისტს კურტ სპიდელს მისცა, ჰიტლერს უკვე სრულად ჰქონდა გაცნობიერებული, «ათასწლიანი რაიხი» კრახი და საკუთარი უკანასკნელი ავანტიურის შედეგები. ჟურნალისტმა, რომელმაც ჰიტლერთან ინტერვიუ ჩაწერა, ვერ შეძლო რაიხის კანცელარიის სარდაფებიდან ამოსვლა, რადგან წითელმა არმიამ ბერლინის ეს ნაწილი ალყაში მოაქცია... და როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჟურნალისტი ბერლინის ერთ–ერთი მიწისქვეშა გასასვლელის ნანგრევების ქვეშ მოყვა. ხოლო, მისი ბლოკნოტი, ჰიტლერთან საუბრის ჩანაწერით, უბრალოდ, სხვა დოკუმენტების გროვაში ჩააგდეს და სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების მუზეუმის არქივში გაგზავნეს. ის ხელუხლებლად, 1995 წლამდე იყო, ვიდრე ერთ–ერთმა ცნობისმოყვარე მკვლევარმა, მისი გაშიფვრა არ მოინდომა. ინტერვიუში ჰიტლერი, მარცხის ძირითად მიზეზად, გერმანიის გენერალიტეტის ღალატს ასახელებს და მტკიცებულებად, მასზე 1944 წლის 20 ივლისის თავდასხმა მოჰყავდა! ჰიტლერის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში, მაშინ აბვერის ხელმძღვანელი, ადმირალი კანარისი, სარეზერვო არმიის მეთაურის მოადგილე ფრიდრიხ ოლბრიხტი, ფელდმარშლები ფონ ბრაუჰიჩი და ფონ ვიცლებენი, გენერლები ფონ ტრესკოვი, ჰალდერი, ბეკი და ჰოპნერი მონაწილეობდნენ. მთავარი შეთქმული კი, ომის გმირი პოლკოვნიკი ფონ შტაუფენერგი იყო. მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, იცოდა გენერალმა რომელმა და ფელდმარშალმა ფონ ბოკმა, მაგრამ ისინიც ჰიტლერის თავიდან მოცილების მომხრენი იყვნენ და ამიტომ, ფიურერს არაფერი უთხრეს. და ყველაზე მთავარი, რაც ფიურერმა მაშინ იწინასწარმეტყველა და იმ დროს, შეშლილი ადამიანის ბოდვას უფრო ჰგავდა, ის იყო რომ ჰიტლერს სჯეროდა: ნაციონალ-სოციალიზმი აუცილებლად ხელახლა დაიბადება. ამასთან, არა უგვიანეს, XXI საუკუნის დასაწყისში... და რომ ეს, რუსეთშიც კი, შეიძლებოდა მომხდარიყო! არხის სხვა სიახლეები:* ოკეანეში ნაპოვნი ქალის უცნაური ისტორია* ჰიტლერის საბედისწერო შეცდომა* დიზაინის მაგალითები, რომელიც ერთდროულად სიცილს და გაკვირვებას იწვევს* ხე თანამედროვე სამზარეულოს ინტერიერში – 35 კრეატიული იდეა934 1-ს მოსწონს
|