სხვა მოდის მეცნიერება: ტანსაცმელი, რომლის ფერი და მოხატულობა მხოლოდ ულტრაიისფერი შუქის ზემოქმედების დროს ჩნდება 2023, 26 სექტემბერი, 17:45 მოდას შეუძლია გაგაოცოთ, თუნდაც საერთოდ არ მისდევდეთ. ვსაუბრობთ არა გიჟურ ჩაცმულობაზე, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში რთული წარმოსადგენია, არამედ სამოსზე, რომლის შექმნისას გარკვეული ტექნოლოგიები გამოიყენეს.
![]() პარიზის მოდის კვირეულზე იაპონურმა ბრენდმა Anrealage უნიკალური კოლექცია წარმოადგინა. ![]() თითოეული სამოსი დამზადებულია ფოტოქრომული ქსოვილისგან, რომელიც იცვლის ფერს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას. ![]() კოლექციის პრეზენტაცია მადლენის თეატრში გაიმართა. ![]() თავდაპირველად მაყურებლებს იდეალურად თეთრი კოსტიუმები აჩვენეს. ![]() როდესაც მოდელები გაშეშდნენ, ულტრაიისფერი ნათურები ზემოდან ჩამოვიდა და სამოსი გარდაქმნა. ![]() ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას ტანსაცმელი სხვადასხვა ფერში „შეიღება“ და უნიკალური მოხატულობა გამოვლინდა. ![]() სიტყვაზე, კოლექციის შექმნისას დიზაინერმა შთაგონება 50-იანი წლების ეპოქაში იპოვა. ![]() იმ დროის სული ზუსტად აისახა კუნიჰიკო მორინაგას მიერ შექმნილ თითოეულ მოდელში. ![]() ნახეთ, რა მაგრად გამოიყურება სამოსი დეტალურად განხილვისას. ![]() პატარა მოხატულობაც კი იცვლის ფერს. ![]() როგორ გარდაიქმნება ელეგანტური თეთრი ტრენჩი მკვეთრ ყვითლად. ![]() ნაქსოვი ელემენტები, ფერის შეცვლისას, მთელ სტილს ცვლის. ![]() ასევე დაგაინტერესებთ: 1. როგორ შეიცვალა დროთა განმავლობაში მოდელების ტიპაჟი, რომელთაც სამუშაოდ მსოფლიოს საუკეთესო მოდის სახლები იწვევენ 2. 30 მტკიცებულება, რომ მოდის ინდუსტრიის ყველაზე ექსცენტრიული სამოსი ბუნებით იყო შთაგონებული 3. მსახიობ ემა ტომპსონის კოსტიუმები, რომლებიც სუნამოს ბოთლებს წააგავს: ფოტოები 4. 15 შემთხვევა, როცა ვარსკვლავების ჩაცმულობა ოპტიკური ილუზიით თვალების სრესვას გვაიძულებს 5. ტურიზმი კოსმოსში რეალურია: ქალი, რომელმაც კოსმოსში 5 წუთის გასატარებლად 2005 წელს 250 ათასი დოლარი გადაიხადა უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 86 შეფასება არ არის |