კალიფორნიის ჯანდაცვის დეპარტამენტმა გამოსცა რეკომენდაცია, რომ სმარტფონები მინიმუმ ხელის სიგრძის მოშორებით უნდა იდოს ძილის დროს, რათა შემცირდეს რადიაციის ზემოქმედება. განცხადება მომდინარეობს მზარდი მტკიცებულების ფონზე, რომ სმარტფონის გამოყენება შეიძლება გავლენას ახდენდეს სიმსივნეზე, კონცენტრაციაზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და რეპროდუქციულ სისტემაზე. მობილური ტელეფონები გადასცემენ ინფორმაციას დაბალი სიხშირის რადიოსიგნალების გამოყენებით, რაც შეიძლება საშიში იყოს ადამიანისთვის, განსაკუთრებით ფაილების გადაცემის ან ჩამოტვირთვისას.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევამ ვერ დაადასტურა მკაფიო კავშირი დაავადებებსა და სმარტფონებს შორის, საკმარისი ტესტები ჩატარდა იმისათვის, რათა მათტი ზიანის შესახებ ყველამ იცოდეს. ექსპერტები გვირჩევენ, რომ სმარტფონები საწოლიდან მინიმუმ ერთი-ორი მეტრის დაშორებით დავდოთ.
სინამდვილეში, თავად გაჯეტის მწარმოებლები ეთანხმებიან ამას. მაგალითად, Apple-მა პარამეტრებში შეიტანა შეტყობინება „რადიო სიხშირის ამოცნობის“ შესახებ. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ iPhone-ის გამოსხივების ტესტირება მოხდა 5 მილიმეტრის მანძილზე, რომელიც აკმაყოფილებს აშშ-ს უსაფრთხოების სტანდარტებს. Apple ასევე გვირჩევს, როგორ შევამციროთ რადიაცია - გამოიყენოთ სპიკერი ან ყურსასმენი.
„ადამიანთა უმეტესობა ვერც კი აცნობიერებს, რომ არსებობს მკაფიო გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ტელეფონი სხეულისგან მოშორებით უნდა დაიჭიროთ“, - ამბობს დოქტორი დევისი ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს ფონდიდან. ”და ეს საგანგაშოა, რადგან მშობლები, რომლებმაც არ იციან ამის შესახებ, ჩუმად ტოვებენ შვილებს გაჯეტებთან.”
კალიფორნიის ჯანდაცვის დეპარტამენტი აფრთხილებს, რომ დაბალი სიხშირის რადიოსიგნალები უფრო ადვილად აღწევს ბავშვების ტვინში, ვიდრე მოზრდილებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება ან გრძელვადიანი გავლენა ტვინის განვითარებაზე.