საზოგადოება ,,ნაცმოძრაობის” ადგილზე სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმას მივცემდი“ – ვახო სანაია 2023, 26 სექტემბერი, 10:16
.
ჟურნალისტი ვახო სანაია მიიჩნევს, რომ ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტს ხმას უნდა აძლევდეს. ამის შესახებ ფორმულას ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში წერს:
.
“ნაციონალური მოძრაობის” ადგილზე სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმას მივცემდი. . ყველა საკითხში ივანიშვილის სასარგებლო პოზიციას იკავებს. ავიღოთ თუნდაც ეროვნულ ბანკში წარდგენილი კანდიდატები, რაც მისი სრული ლუსტრაციაა. არ დამიწყოთ ახლა, ეს პოლარიზაციას გააღრმავებს და ეგეთები. გააღრმავებს არა, იხვი. . პრეზიდენტის ინსტიტუტს ყველა პრინციპულ საკითხში ისედაც ოლიგარქი აკონტროლებს. ვადამდების დროს მომდევნო პრეზიდენტს ისევ “ქართული ოცნება” აირჩევს ხმოსნებით, მაგრამ 2024-ში თუ ხელისუფლება შეიცვლება, გინდ ყოლიათ ეგ პრეზიდენტი და გინდ არა. . “ნაციონალური მოძრაობის” ადგილზე დავუყენებდი ზურაბიშვილს პირობას – ან სააკაშვილს შეიწყალებ ან ხმას მივცემ შენს გადაყენებას. შეწყალების შემდეგაც სააკაშვილს მყისიერად შეუფარდებენ ახალ და დატოვებენ ციხეში, მაგრამ ეს იქნება დიდი პოლიტიკური რეზონანსის მატარებელი. . ამ პირობის მერე საინტერესოა თავად “ქართული ოცნება” როგორ მოიქხევა იმპიჩმენტის საკითხზე. ერთი სიტყვით, პრეზიდენტისთვის ძალიან მაღალი ფასი აქვს, დაასრულებს თუ არა ვადას. ნაიმპიჩმენტარი პრეზიდენტი უმძიმესი ამბავია. ამ ვადის ბოლომდე მიყვანას უდიდესი ფასი ადევს მისთვის. პირველი პრეზიდნეტი, რომელიც იმპიჩმენტით გაუშვეს.” - წერს ტელეწამყვანი. 379 შეფასება არ არის
|