x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
იაპონელი ბავშვები პირველივე კლასიდან მარტო დადიან სკოლაში და საკუთარ თავზე ზრუნავენ - აი, რატომ
ზოგს იაპონიაში ბავშვების დამოუკიდებლობა შეიძლება უცნაურად და არც თუ ისე უსაფრთხოდ მოეჩვენოს, სხვები ამ წესს მხარს უჭერენ, რადგან მასში გაცილებით მეტ უპირატესობას ხედავენ, ვიდრე ნაკლოვანებას.


image

იაპონიაში 6 წლის ასაკში ბავშვი დამოუკიდებელი უნდა გახდეს. თანამედროვე სამყაროში ბევრს ეს ველურად შეიძლება მოეჩვენოს, მაგრამ ამომავალი მზის ქვეყანაში პირველკლასელს შეუძლია აბსოლუტურად მშვიდად წავიდეს სასწავლებელში მარტო მეტროთი, ავტობუსით ან ფეხით, უფროსის გაცილების გარეშე. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად შორსაა სკოლა.


image


მშობლები სათანადოდ ამზადებენ შვილებს ცხოვრების ამ ეტაპისთვის. ასწავლიან, როგორ გადაკვეთონ გზა სწორად, უხსნიან, ვის შეუძლიათ მიმართონ, თუ მოულოდნელად დასჭირდებათ უფროსების დახმარება.


image

პირველკლასელებს ქუჩაში ადვილად ამოიცნობთ მათი ყვითელი სამკერდე ნიშნით, ამიტომ მათ არასოდეს ტოვებენ უბედურებაში და საჭიროების შემთხვევაში ეხმარებიან. უფროსები, რომლებიც მათ ხედავენ, ეხმარებიან გზის გადაკვეთაში, თუ ბავშვები მოულოდნელად ყოყმანობენ.


სხვები საკუთარ სახლთან ათავსებენ სპეციალურ აბრას, რომელიც მიუთითებს, რომ ამ სახლში მზად არიან დაეხმარონ ბავშვებს, როცა ეს დასჭირდებათ. მეტი უსაფრთხოებისთვის ბევრ მოსწავლეს ტელეფონზე ყოველთვის აქვს ჩართული ადგილმდებარეობა, რომელიც მშობლებს საშუალებას აძლევს დაინახონ, სად არის მათი შვილი.


image

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი იაპონელი ბავშვების ცხოვრებაში არის მათი მოვალეობები სკოლაში. მათ თავად მოაქვთ საჭმელი სპეციალური ურიკებით კლასებში, ათავსებენ თეფშებზე და სადილობის შემდეგ ჭუჭყიან ჭურჭელს ალაგებენ. ამას პირველი კლასიდან აკეთებენ.


ამბობენ, რომ ბევრს ამის გაკეთება ნამდვილად უყვარს და მორიგეობას მოუთმენლად ელის. მოსწავლეებისთვის საჭმელი ხშირად მზადდება ბოსტნეულით, რომელსაც მოსწავლეები სკოლის ბოსტანში თავად ზრდიან.


image

იაპონური სკოლების კიდევ ერთი ტრადიცია დალაგება. დღის ბოლოს მოსწავლეები ხელში იღებენ ჩვარს, ცოცხს, მტვერსასრუტს და ფაქტიურად 15 წუთში სკოლას ასუფთავებენ. სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროცესი შეიძლება განსხვავდებოდეს მცირე დეტალებით, მაგრამ ზოგადად მსგავსია.


სხვადასხვა ასაკის ბავშვები გაერთიანებულნი არიან ჯგუფებად, რომ უმცროსებმა მიბაძონ უფროსებს, ეს უკანასკნელნი კი, თავის მხრივ, დაეხმარონ უმცროსებს. თითოეული კლასი პასუხისმგებელია საკუთარი ოთახის და, მაგალითად, სკოლის ორი სხვა ადგილის დასუფთავებაზე.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 18 შთამაგონებელი იდეა, რომელიც ყველა სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს

2. თავზე გაზეთი, ქოლგა და სხვა უჩვეულო მეთოდი, რომელსაც მასწავლებელი გადაწერის თავიდან ასაცილებლად იყენებს

3. ლიტერატურულმა ექსპერტებმა დაასახელეს 100 წიგნი, რომლებმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალეს

4. 2020 წლის საუკეთესო აპლიკაციები უცხო ენების შესასწავლად: საქმეში Netflix ერთვება

5. 9 ღირებული გაკვეთილი კონფუცისგან, რომელიც თქვენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის

6. ბავშვები უფრო ბედნიერები გახადეთ: დღეში მხოლოდ 1 ჩვევა

7. შპარგალკა მშობლებისთვის! აი, რა უნდა გააკეთოთ, რომ ზარმაცი მონსტრი არ გაზარდოთ

8. აუხსენით ბავშვს, რას ნიშნავს სიტყვის ჯადოქრობა და თავს შეურაცხყოფილად აღარ იგრძნობს

9. 10 მიზეზი რატომ არ უნდა მისცეთ ტელეფონი 12 წლამდე ბავშვებს. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

10. 3 წლის შემდეგ უკვე გვიანი იქნება - რჩევები ბავშვის აღსაზრდელად იაპონელი მასწავლებლისგან

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
111
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
111