მსოფლიო მერი ეტლში ჩაჯდა, რათა გაერკვია, როგორ ეპყრობიან შშმ პირებს მის ქალაქში: ექსპერიმენტის შედეგი 2023, 25 სექტემბერი, 14:38 რამდენად ხშირად გვესმის, რომ ხელისუფლებაში მყოფი პირები ყველანაირად ცდილობენ რიგითი მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას? გულწრფელად რომ ვთქვათ, თითქმის არასდროს, ხოლო მექსიკის ერთ-ერთი ქალაქის მერმა თავისი ჭეშმარიტად კეთილშობილური საქციელით საპირისპირო დაამტკიცა.გაიცანით, ეს კუაუტემოკის მერი - კარლოს ტენაა, რომელმაც ბოლო პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი პირებისგან არაერთი პრეტენზია მიიღო, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლების და უშუალოდ მისი ხელქვეითების მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და იგნორირების ფაქტებს უკავშირდებოდა, თუმცა როდესაც მან ამის შესახებ მათ შეკითხვა დაუსვა, თანამშრომლები ყველა ბრალდების უარყოფას შეეცადნენ, მერი მათი მხრიდან თავის მართლებამ არ დააკმაყოფილა. მან "მტყუან - მართლის" გამოსავლენად უპრეცედენტო სოციალური ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. კარლოსი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირივით გამოეწყო და დახმარებისთვის მთავრობას მიმართა.შშმ პირად შენიღბული მერიკარლოს ტენა შავ როლინგში გამოეწყო, თვალებზე შავი მზის სათვალე გაიკეთა, თავზე ნაცრისფერი ქუდი დაიხურა და ინვალიდის ეტლში ჩაჯდა, ხოლო იმისთვის რომ საკუთარ თანამშრომლებს არ ეცნოთ და ასევე ტრავმის სიმულაციაც მოეხდინა მარცხენა ყურზე სახვევიც გაიკეთა. მისი პირველი გაჩერება სოციალური განვითარების ოფისი გახლდათ, სადაც მან უფასო კვების უფლება მოითხოვა. მექსიკაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ამის კანონიერი უფლება გააჩნიათ, მაგრამ მისი მოთხოვნა უგულებელყოფილი იქნა.ამის შემდეგ ის მერთან შეხვედრას შეეცადა, ხოლო მას შემდეგ რაც შეიტყო რომ ქალაქის თავი ადგილზე არ იყო, კარლოსმა ქალაქის საბჭოს მდივანთან გასაუბრება ითხოვა, მას საუბარი უხეშად შეაწყვეტინეს და დერეფანში გაუშვეს, სადაც საათნახევარი ალოდინეს, რაც მისთვის უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა. იმედგაცრუებულმა და განრისხებულმა კარლოსმა ნიღაბი მოიხსნა და გაოცებული მმართველების წინაშე მთელი თავისი "სიდიადით" წარსდგა.სამართლიანობამ იზეიმამან სიმართლე გაარკვია, თუმცა მისი მიზანი არა იმდენად ვინმეს დასჯა იყო, რამდენადაც იმის გაცნობიერება თუ რა მიმართულებით უნდა წასულიყო პრობლემის გადასაჭრელად, მაგრამ ყველამ ვინც კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ გულგრილობა გამოიჩინა მკაცრი გაფრთხილება მიიღო. კარლოსმა პირობა დადო, რომ ყველა თანამდებობის პირი, ვინც კი მსგავსს ქმედებაში ერთხელ მაინც იქნებოდა მხილებული სამსახურიდან გათავისუფლდებოდა.კარლოს ტენა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სოციალურად დაუცველების დაცვითა და დახმარებით დიდი ხანია ცნობილია, კუაუტემოკის მოსახლეობას მერში ნამდვილად გაუმართლა.ამ შემთხვევის შემდეგ კუაუტემოკის მცხოვრებლებმა კიდევ უფრო მეტად დააფასეს საკუთარი ქალაქის თავი, რომელმაც თავისი ქალაქისთვის მანამდეც ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ ამის შემდეგ ბევრი ამბობს, რომ მომდევნო არჩევნებში ხმას კვლავ მას მისცემენ.იმის იმედი ნამდვილად არ უნდა გვქონდეს რომ მისტერ ტენას საქციელი მისი კოლეგებისთვის მისაბაძი გახდება, თუმცა თავად ფაქტი, რომ გათავხედებულ ჩინოვნიკებს ვინმე ასეთ მაგალითს აძლევს უკვე იმედის მომცემია. ნებისმიერ შემთხვევაში, კარლოს ტენას მსგავსი ადამიანები ჩვენს სამყაროს ცოტათი მაინც უკეთესს ხდიან.229 შეფასება არ არის |