x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
ნამუსგარეცხილები: 10 ისტორიული ფიგურა, რომელიც თავისი თავაშვებული ქმედებებით იყო ცნობილი

image


მონარქები და მეფეები, ისევე როგორც მათი მეორე ნახევრები ხშირად განიხილებიან როგორც ღვთისმოსავი, მოკრძალებული და მისაბაძი მაგალითები, თუმცა ეს საკმაოდ მცდარი წარმოდგენაა. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ 10 უკიდურესად თავაშვებული ისტორიული ფიგურის შესახებ, რომელთა საქმენი "საგმირონი" ისტორიამ შემოინახა.






მარია ალექსეევნა სალტიკოვა


image


პრინცესა თავისი სილამაზით იყო განთქმული და მამაკაცების ყურადღებასაც მარტივად იპყრობდა. გენერალ ვასილი სალტიკოვის მეუღლეს ჯარისკაცებთან გართობა განსაკუთრებით უყვარდა, ამიტომ ღამით მამაკაცის ტანსაცმელში გადაცმული მარია ალექსეევნა სახლიდან იპარებოდა და სამხედრო ყაზარმისკენ მალულად მიემართებოდა. ისტორიკოსების თქმით, მას ურთიერთობა 300-ზე მეტ მამაკაცთან ჰქონდა.






ფიდელ კასტრო


image


კუბის რევოლუციის ლიდერის, ფიდელ კასტროს ადმინისტრაციისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, კუბის დიქტატორი ქალების დიდ რაოდენობას ხვდებოდა. თუ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ კუბის პრეზიდენტი მთელი თავისი მმართველობის განმავლობაში ათასამდე ქალს ხვდებოდა.





ეკატერინე II დიდი


image


იმპერატრიცა ეკატერინე მეტისმეტი ვნებიანობით იყო ცნობილი. ახალგაზრდობაში მას თურმე ოცდაათამდე საყვარელიც კი ჰყავდა. თუ იმპერატრიცას მამაკაცი მოეწონებოდა, ის მაშინვე მისი ფავორიტი ხდებოდა. ყველა ახალგაზრდა ეკატერინეს საძინებელში მოხვედრაზე და ახალი სტატუსისა თუ ფულადი ჯილდოს მიღებაზე ოცნებობდა.






კალიგულა


image


განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილმა რომის იმპერატორმა, გაიუს იულიუს კეისარმა ხელისუფლებას ინტრიგებითა და ღალატით მიაღწია. ცხოვრებაში ერთადერთი რაც მას უყვარდა - ძალაუფლება და სექსი იყო. ქალებს კალიგულასი ეშინოდათ, ვინაიდან მას საყვარლებისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენება უყვარდა.






ჯოვანა ნეაპოლელი



image


ჯოვანა სასიყვარულო თავგადასავლების მიმართ ცხოველ ინტერესს ახალგაზრდობიდანვე იჩენდა. მისი სარეცელი ათასზე მეტმა მამაკაცმა გაიარა, მეტიც, დედოფალს განსაკუთრებულ სიამოვნებას ერთდროულად რამდენიმე პარტნიორის მიღება ანიჭებდა.





ჯორჯ გორდონ ბაირონი


image



ცნობილი ინგლისელი პოეტი ჯორჯ გორდონ ბაირონი არა მხოლოდ თავისი შემოქმედებით, არამედ ქალებთან რომანებითაც იყო ცნობილი. ამბობენ, რომ წელიწადში მას 250 მშვენიერი სქესის წარმომადგენელთან ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის მსახიობებთან, მოახლეებთან და სახელმწიფო მოხელეების ცოლებთანაც კი, გარდა ამისა, ის მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს ფულს გარკვეული მომსახურებისთვისაც ხშირად უხდიდა.






ვალერია მესალინა


image


რომის იმპერატორის ცოლს იმდენად სიამოვნებდა მამაკაცებთან დროის ტარება რომ ის ბორდელში წასასვლელად და თავისი სურვილების დასაკმაყოფილებლად სასახლეს ხშირად ღამითაც კი ტოვებდა.






ლუი XIV


image


"მეფე მზე" თავისი მრავალრიცხოვანი რომანებით უკვე 22 წლის ასაკში გახდა ცნობილი, თუმცა თავაშვებული ცხოვრების წესით გადაღლილმა ლუი XIV დე ბურბონმა ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. ხმები დადიოდა, რომ ლუი მეუღლეს დაქორწინების შემდეგაც ღალატობდა და დროდადრო ბორდელშიც დადიოდა.





ელისაბედ პეტრეს ასული


image


ელისაბედ I გატარებული ღამის შემდეგ მნიშვნელოვანი პოსტებითა და მაღალი წოდებებით არა მხოლოდ დიდგვაროვან მამაკაცებს, არამედ რიგითებსაც ანებივრებდა. ის ერთდროულად რამდენიმე საყვარლის მიღებასაც კი არ ერიდებოდა. გავრცელებული ჭორების თანახმად, იმპერატრიცასთან ღამის გათევაზე უარის შემთხვევაში, მამაკაცისთვის შესაძლოა სიცოცხლეც კი წაერთმიათ.






ნერონი


image


ნერონი ჯერ კიდევ პატარაობიდანვე გახდა მოწმე მამის ქალებთან ფიზიკური კავშირისა. რომის იმპერატორს ტემპერამენტი მემკვიდრეობით გადაეცა, ამიტომ გასაკვირი არ არის რომ ნერონი მრუშობაში თავით გადაეშვა, მეტიც, მან სახელმწიფო საქმეები საერთოდ მიატოვა, რის გამოც ტახტიდან ჩამოაგდეს.









0
661
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
661