x
მეტი
  • 17.11.2024
  • სტატია:138300
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511993
დინ რიდი-ამერიკის სიმბოლო საბჭოთა კავშირში და იდუმალებით მოსილი სიკვდილი
image


დღეს, 22 სექტემბერს დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდებოდა ამერიკელი მომღერალს, მსახიობს, კინორეჟისორს და საზოგადო მოღვაწეს დინ რიდს, კაცი რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა საბჭოთა კავშირში, ლათინური ამერიკისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.




დინ რიდი- ვინც 40 წელს გადაცილებულია ყველას იცის ეს სახელი, ხოლო ვისაც არ გაუგია, ნებისმიერი უფროსი თაობის ადამიანი აგიხსნით, თუ რას წარმოადგენდა დინ რიდი საბჭოთა ხალხისთვის.


ლურჯთვალება ულამაზესი მამაკაცი, ბევრისთვის უფრო სიმპატიური, ვიდრე ალენ დელონი.იგი ძალზე პოპულარული იყო აღმოსავლეთ ევროპაში და ლათინურ ამერიკაში.



დაიბადა 1938 წლის 22 სექტემბერს, დენვერში. შტატი კოლორადო.18 წლის ასაკში ჩაირიცხა კოლორადოს უნივერსიტეტში, მეტეოროლოგიის განხრით.თუმცა 2 წლის შემდეგ მიატოვა სწავლა და ავტოსტოპით ლოს-ანჯელესში გაემგზავრა.იქვე დინ რიდმა კონტრაქტი დადო სტუდია Capitol Records-სთან.

image

მისი პირველი დისკი "ჩვენი ზაფხულის რომანსი"(Our Summer Romance)

სათავეში მოექცა ლათინური ამერიკის ჩარტებს, ხოლო1961 წელს აშშ-ს ტოპ-20-ში მოხვდა.


მალე იგი არგენტინაში გადასახლდა, სადაც სადაც წერდა ალბომებს, იღებდნენ ფილმებში და ჰქონდა საკუთარი ტელეგადაცემაც.


მალევე გამომჟღავნდა მისი მემარცხენე იდეები.დინ რიდმა მწვავედ გააკრიტიკა ვიეტნამის ომი და გამოდიოდა ბირთვული შეიარაღების წინააღმდეგ.


1966 წელს სამხედრო გადატრიალების შემდეგ იგი იტალიაში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე იტალიურ ვესტერნში გადაიღეს.პარალელურად იგი კვლავ აქტიურად აკრიტიკებდა აშშ-ს პოლიტიკას, რის გამოც დააკავეს კიდეც.


პირველად იგი საბჭოთა კავშირს 1965 წელს ეწვია, მას უყვარდა საბჭოთა ხალხი და მასაც სიყვარულით უპასუხეს.პოლიტიკური იდეოლოგიიდან გამომდინარე 1973 წელს იგი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დასახლდა.

image

აქვე მომღერალს იღებდნენ ფილმებში, აგრეთვე აქტიურად განაგრძობდა პოლიტიკურ მოღვაწეობას.მისი მრწამსი კვლავ სოციალისტური იდეებით იყო მოცული.


აი მისი წერილის ნაწყვეტი, რომელიც ცნობილ საბჭოთა დისიდენტს ალექსანდრე სოლჟენიცინს მიწერა:


* იმის შესახებ, რომ აშშ–ის ეკონომიკა, რომელშიც დიდ როლს სამხედრო–სამრეწველო კომპლექსი თამაშობს, მუდმივად დაინტერესებულია ომის გაჩაღებით:


“…სახელდობრ, ამერიკა (და არა საბჭოთა კავშირი) აწარმოებს ომებს და ქმნის დაძაბულ ვითარებას ომის შესაძლებლობით, იმისთვის, რომ თავის ეკონომიკას მისცეს მოქმედების, ხოლო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს კიდევ მეტი სიმდიდრის დაგროვებისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების საშუალება ამერიკელი ჯარისკაცებისა და მსოფლიოს თავისუფლებისმოყვარე ხალხების სისხლზე;

ავადმყოფი საზოგადოება ჩემს სამშობლოშია და არა თქვენთან, ბატონო სოლჟენიცინო!..”




* დანაშაული განუსაზღვრელად მაღალ დონეზეა აშშ–ში, საბჭოთა კავშირთან შედარებით:


“…სახელდობრ ამერიკა (და არა საბჭოთა კავშირი) გადაიქცა ყველაზე მოძალადე საზოგადოებად, რომელიც კი ოდესმე ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში. ამერიკა, სადაც მაფიას აქვს იმაზე მეტი ეკონომიკური ძალაუფლება, ვიდრე მსხვილ კორპორაციებს, და სადაც ჩვენს მოქალაქეებს ღამით ქუჩაში გასვლის ეშინიათ. სახელდობრ, ამერიკის შეერთებულ შტატებში და არა საბჭოთა კავშირში 1900 წლიდან დღემდე მოკლეს იმაზე მეტი მოქალაქე, ვიდრე პირველ და მეორე მსოფლიო, აგრეთვე, კორეისა და ვიეტნამის ომებში დაიღუპა ამერიკელი ჯარისკაცები. სწორედ ჩვენს საზოგადოებას მიაჩნია დასაშვებად, მოკლას ნებისმიერი პროგრესული ლიდერი, რომელიც გაბედავს და ხმას აღიმაღლებს ჩვენთან დამკვიდრებული უსამართლობის წინააღმდეგ. აი როგორია ავადმყოფი საზოგადოება, ბატონო სოლჟენიცინო!..”



image



აშშ-ის პოლიტიკის მწვავე კრიტიკის მიუხედავად, იგი ყოველთვის ღიად გამოხატავდა ამერიკისადმი სიყვარულს, უარი არც არასდროს უთქვამს აშშ-ს მოქალაქეობაზე და პატიოსნად ავსებდა დეკლარაციას და იხდიდა გადასახადებს, თუმცა 1986 წელს CBS-ისზე გადაცემა " 60 წუთში" მან გაამართლა საბჭოთა ინტერვენცია ავღანეთში და ბერლინის კედლის მშენებლობა (ამბობდა, რომ ეს იყო "თავდაცვა"), ასევე შეადარა რეიგანი სტალინს, რამაც ბევრი გააბრაზა აშშ-ში.მას ქვეყნის მოღალატე უწოდეს.


ტრაგიკულად დამთავრდა დინ რიდის სიცოცხლე.



1986 წლის 13 ივნისის საღამოს, მეუღლესთან ჩხუბის შემდეგ, დინ რიდი სახლიდან გავიდა თავისი მანქანით, თან წაიღო პასპორტი და თბილი ტანსაცმელი, რის შემდეგაც უკვალოდ გაუჩინარდა. მისი მიტოვებული მანქანა, რომელიც ხეს შეეჯახა, ზეუტენის ტბიდან 300 მეტრში იპოვეს.


17 ივნისს, რამდენიმე დღიანი წარუმატებელი ძიების შემდეგ, მომღერლის ცხედარი აღმოსავლეთ ბერლინში, მის სახლთან ახლოს, ტბაში აღმოაჩინეს. იმავე დღეს ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ის დაიხრჩო. მისი მეგობრები გდრ-ში ეჭვობდნენ, რომ მომღერლის გარდაცვალება თვითმკვლელობა იყო, ხოლო მისი ოჯახი შეერთებულ შტატებში ამტკიცებდა, რომ ის მოკლეს. მომღერალი 47 წლის იყო.


მოგვიანებით, შტაზის არქივიდან (შენიშვნა: კგბ-ს ანალოგი გდრ-ში) ამოღებული დოკუმენტებით დადასტურდა, რომ ეს იყო თვითმკვლელობაა: გაკვეთის შედეგად მომღერლის კუჭში აღმოაჩინეს ძლიერმოქმედი საძილე აბი, რომელიც ბოლომდე არ იყო დაშლილი.


რიდის სიკვდილისწინა ჩანაწერი მოგვიანებით მის მანქანაში სცენარის უკანა გვერდზე იპოვეს. მასში მუსიკოსი სინანულს გამოხატავდა მესამე მეუღლესთან რენატასთან ურთიერთობის გამო. ასევე ბოდიშს უხდიდა ერიხ ჰონეკერს, რადგან მისი ქმედებას შეიძლება გდრ-ის იმიჯის შელახვა გამოეწვია. ჩანაწერი ინახებოდა სახელმწიფო არქივში, როგორც საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ გერმანიის გაერთიანების შემდეგ გახდა საჯარო.

0
522
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
522
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0