საქართველო
"იმედი გამიჩნდა ხუთი დღე ჩემი მოადგილე იყო და ხომ შეიძლება პირიქითაც მოხდეს"- ვისზე საუბრობს ირაკლი ოქრუაშვილი
2023, 21 სექტემბერი, 16:00
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე მოვლენებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჩვეული იუმორით ეხმაურება და ყოფილ მაღალჩინოსანს საბანკო სექტორში ერთდროულად გაჩენილი ამდენი ვაკანტური ადგილი სამსახურის შოვნის იმედს უსახავს:
"იმედი გამიჩნდა იქნებ სამსახური ვიშოვნო, იმდენი ვაკანსია გაჩნდა ეროვნულ ბანკში. თან თურნავა ხუთი დღე ჩემი მოადგილე იყო და ხომ შეიძლება პირიქითაც მოხდეს" - წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის, ნათია თურნავას ხმაურიანი გადაწყვეტილების გამო, ეროვნულ ბანკში თანამდებობები დატოვეს ვიცე პრეზიდენტებმა - ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ, პოსტი დატოვა ასევე პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემაც.