სხვა ყველაზე დაუჯერებელი კანონები სე@სზე მთელი მსოფლიოდან 2023, 21 სექტემბერი, 11:13 ყველას გაგებული ვაქვს, რომ უცნაური კანონებით სექსზე აშშ ლიდერობს(მიყევი ბმულს), მაგრამ ახლა გაიგებთ მსოფლიოს სხვა ქვეყნების ყველაზე უცნაურ სექს-კანონებს, რომელიც ოფიციალურად არის მიღებული.აზიის და ახლო აღმოსავლეთის გარდა სიაში მოხვდნენ ისეთი ქვეყნებიც, როგორებიცაა შვედეთი და დიდი ბრიტანეთი. 1-ლივანში აკრძალულია სექსი მამალ ცხოველთან.(დედალთან შეიძლება)სასჯელი, -სიკვდილით დასჯაა. 2-ტროპიკული თევზების გამყიდველს უფლება ეძლევა წელზემოთ შიშველი იყოს, -ლივერპული ინგლისი. თითქმის მთელს ინგლისში აკრძალულია წელზემოთ შიშველი ყოფნა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში..თუმცა ლივერპულში გამონაკლისია, რატომ მაინცდამაინც თევზის გამყიდველი, გაუგებარია. 3-დედა უნდა ესწრებოდეს პირველი ღამის პროცესს(კოლუმბია), -საკმაოდ უცნაური კანონია, რომელიც ეჭვს იწვევს, თუმცა მრავალი წყარო იუწყება, რომ ქალაქ კალში ნამდვილად ასეა. 4-ხალხში არავითარი სიყვარულის გამოვლენა, დუბაი.-ბევრ ქვეყანაში არავისთვის არაა გასაკვირი, როდესაც შეყვარებული წყვილი ერთმანეთის მიმართ გრძნობას გამოხატავენ, მსუბუქად ეხვევიან ერთმანეთს ან ნაზად კოცნიან.დუბაიში კი მსგავსი სიყვარულის გამოვლენა შეიძლება 10 დღიანი პატიმრობა დაგიჯდეთ. 5-ღალატის შემთხვევაში ქმარს შეუძლია ცოლი მოკლას(ურუგვაი)-ქმარმა თუ ცოლს საყვარელთან შეუსწრო უფლება აქვს მოკლას ის ან არსებობს უფრო "მსუბუქი" ვარიანტი, დაასაჭურისოს საყვარელი, ხოლო ცოლს ცხვირი მოაჭრას. 6-ესტონეთში აკრძალულია სექსის დროს ჭადრაკის თამაში.ალბათ იმიტომ, რომ ორივე, -სექსიც და ჭადრაკიც დიდი ძალების კონცეტრაციას მოითხოვს. 7-ესპანეთში სექსი პლაჟზე აკრძალულია.-უცნაურია თითქოს მაგრამ ასეა, ქვეყანაში სადაც შესანიშნავი კურორტებია და პლაჟები სექსი აკრძალული იყოს.დამრღვევს 9 000 დოლარიანი ჯარიმა ელოდება. 8-ქალწულთან ქორწინება აკრძალულია(გუამი), -წყნარი ოკეანის ამ კუნძულზე აკრძალულია ქორწინება ქალწულთან.გასაგებიცაა, ამ კუნძულზე მამაკაცები იმით არიან დაკავებულები, რომ ქალწულობა დააკარგვინონ ახალგაზრდა გოგონებს. 9-შვედეთში ფოტოკაბინაში შიშველი სურათის გადაღება აკრძალულია.ამ ქვეყნაში მოქმედებს საკმაოდ მკაცრი კანონები, ერთ-ერთი გახლავთ ეს. 10- სექსი აკრძალულია ანთებულ შუქზე(უნგრეთი), -საკმაოდ უცნაური კანონია(ან ვინ აკონტროლებს?), კანონის მიზანი ცოტა გაუგებარია, იქნებ იმიტომ რომ ვინმემ ქუჩიდან არ შეამჩნიოს? ან იმიტომ, რომ რომელიმე პარტნიორი შესაძლოა მორცხვი იყოს? 12-ჰონგ კონგში ცოლს შეუძლია მოკლას მოღალატე ქმარი და ზედ მისი საყვარელიც მიაყოლოს.უცნაურია, რომ დასჯის ასეთი მეთოდი არსებობს ამისთანა ცივილიზებურ ქალაქ-სახელმწიფოში. მსგავს თემაზე:პლაჟის ყველაზე სასაცილო და უცნაური კანონები პოპულარულ კურორტებზე151 2-ს მოსწონს
|