x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მე არ ვგეგმავ გადადგომას" - რობერტ სინგლეტარი
image

"მე არ ვგეგმავ გადადგომას, "- ასე განაცხადა BMG-სთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა რობერტ სინგლეტარმა.


"მე არ ვგეგმავ გადადგომას. მე შემიძლია ვთქვა, რომ ვარ საკმაოდ მგრძნობიარე due process-თან დაკავშირებით, იქამდე სანამ მოხდება ადამიანების საკუთრების გაყინვა. ამავდროულად, თუკი არ მოხდება სანქციების აღსრულება, კომერციული ბანკები იქნებიან მოწყვლადი საერთაშორისო საკორესპონდენციო ბანკებთან თანამშრომლობის რისკის ქვეშ დაყენების მიმართ.


არის ერთმანეთთან შეპირისპირებული არგუმენტები და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე ვრჩები საბჭოს შემადგენლობაში, არის ის, რომ შევეცდები გავუძღვე და დავეხმარო საბჭოს ამ ვითარებაში, იქნეს მოძებნილი ოპტიმალური გამოსავალი.



მე ყველა ვიცე-პრეზიდენტს ვესაუბრე და ჩვენ განვიხილეთ ის მიზეზები, რის გამოც მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მათ პოსტების დატოვება არავინ სთხოვა, ისინი ჩვენთან იქნებიან მომდევნო ორი თვის განმავლობაშიც. იმედი მაქვს შემდგომი ორი თვის განმავლობაში ყველანი ვიმუშავებთ ამის გადაჭრისთვის. ეს გადადგომები არის სწორედ ამ პოლიტიკის შესახებ განსხვავებული მოსაზრებების გამო, "- აცხადებს რობერტ სინგლეტერი.


19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა სანქციების აღსრულების წესის საგამონაკლისო ბრძანება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების სანქცირებას ითვალისწინებს მხოლოდ მაშინ თუკი კონკრეტული პირის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი შევა ძალაში.


ამ გადაწყვეტილების გამო, დღეს ეროვნული ბანკის საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილებები მიიღეს ვიცე-პრეზიდენტებმა პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ.ასევე, თანამდებობა დატოვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ.


საგანგებო განცხადება გააკეთა "ქართუ" ბანკმაც:


ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული „ბანკი ქართუ“ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ემორჩილება და აცხადებს, რომ კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს, რადგან ის საქართველოს კანონმდებლობით ხელმძღვანელობს.

„კლიენტების მომსახურებისას სს „ბანკი ქართუ“ იცავდა და მომავალშიც შეასრულებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, საერთაშორისო საბანკო შეზღუდვებს და ბანკის შიდა პოლიტიკებით გათვალისწინებულ წესებს“, - წერია განცხადებაში.


ქართუ ბანკი „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციურ პარტიებს, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, არასწორი ინფორმაციების გავრცელებაში ადანაშაულებს.


„პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პირების მხრიდან ვრცელდება უპასუხისმგებლო განცხადებები, თითქოს აშშ-ს სანქციების გამოქვეყნების შემდეგ ო. ფარცხალაძის მიერ ბანკ ქართუში განხორციელდა საბანკო ოპერაციები, რაც წარმოადგენს მტკნარ სიცრუეს და არ შეესაბამება სიმართლეს. ეს უპასუხისმგებლო განცხადებები მიზნად ისახავს „ბანკი ქართუს" დისკრედიტაციას და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგ მცდელობას. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებს შეუძლიათ „ბანკ ქართუში" მარტივად გადაამოწმონ ამ განცხადებების სიცრუე“, - წერია ბანკი ქართუს განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს 6-მა მსხვილმა კომერციულმა ბანკმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციების მხარდაჭერას განაგრძობენ.


ამას წინ უძღოდა ყოფილი პროკურორის ფარცხალაძის დასანქცირების ფონზე საქართველოს ეროვნული ბანკის ბრძანება, რომელმაც ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა, რომელსაც აშშ ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური („ეფესბე“) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.


0
181
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0