x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"არაა ყოფილი არავის საკუთრება, შეიგნეთ ამ ხეპრეებმა" - გურამ შეროზია
image

მოგზაური და ბლოგერი გურამ შეროზია, ახლახან მომხდარ მორიგ ოჯახურ ფემიციდს სოციალური ქსელით ეხმაურება, რა დროსაც მოქმედმა პოლიციელმა, 55 წლის გურამ ქადეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ის ამჟამად ხეჩინაშვილის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.


"ყოფილი ქმრის მიერ მოკლული დედა-შვილი. მოქმედმა სამართალდამცველმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა. უკვე მეშინია ფბ-ზე შემოსვლა, რომ კიდევ რამე საშინელება არ გავიგო! არაა ყოფილი არავის საკუთრება, შეიგნეთ ამ ხეპრეებმა, მერამდენე შემთხვევაა უკვე!!! ან ბავშვები, რომელიც შეესწრნენ, აღარ ვიცი რა ვთქვა!"-წერს გურამ შეროზია.
როგორც დგინდება, საქართველოში ოჯახური ძალადობა ყველაზე გავრცელებული დანაშაულია.
image
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით საქართველოში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 4067 ადამიანი გახდა.სულ რაღაც ექვს თვეში სამართალდამცავმა უწყებებმა დაარეგისტრირეს 2153 მსგავსი დანაშაული.
image
2023 წლის ექვს თვეში დაფიქსირებულმა დანაშაულთა მაჩვენებელმა 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9%-ით გადააჭარბა. ამასთან, ექვს თვეში ყველა დაფიქსირებული დანაშაულის 81, 9% გახსნილია.
image
ეს დანაშაული ყველაზე მეტად თბილისშია გავრცელებული. 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე, დედაქალაქში ოჯახური ძალადობა 1923 ადამიანმა განიცადა. მას მოსდევს ქვემო ქართლის რეგიონი (493 მსხვერპლი), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (381 მსხვერპლი) და კახეთი (343 მსხვერპლი). image


ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაახლოებით 84, 2% ქალია. ამასთან, საქართველოში ოჯახური ტირანების მსხვერპლი ყველაზე ხშირად 25-დან 44 წლამდე ქალები ხდებიან.
image
შეგახსენებთ, ბოლო წელიწადნახევარში მომხდარ ყველაზე მძიმე ოჯახურ ფემიციდებს:
image
ლაგოდეხში, 2022 წლის 15 იანვარს 38 წლის გიორგი ბარბაქაძემ 35 წლის ყოფილი ცოლი შვილების თვალწინ გაგუდა. სამი შვილის დედის გარდაცვალების მიზეზად თავდაპირველად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდებოდა. თუმცა მას შემდეგ რაც პოლიციამ ქალის სხეულზე დაზიანებები აღმოაჩინა მისი ყოფილი მეუღლე დააკავა.

ადგილობრივების თქმით, მკვლელობის საღამოს ქალი სახლში არასრულწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა, მათ შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ქმარმა ყოფილი ცოლი ბავშვების თვალწინ გაგუდა, შვილები სახლიდან წაიყვანა და ოთახში გაზის ონკანი მოშვებული დატოვა.

image

თერჯოლაში 2022 წლის 24 ნოემბერს 37 წლის ქალს ყოფილმა ქმარმა ბენზინი გადაასხა და ცოცხლად დაწვა - დანაშაულის სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
ცნობისთვის, კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი ცოცხლად დაწვა, შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.
image
თბილისში 2022 წლის 4 ივნისს, 31 წლის მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და ცხედარი ხევში გადააგდო. როგორც ირკვევა, ნიკოლოზ ლაჩაშვილმა ყოფილი მეუღლე, 27 წლის მარიამ მაზიაშვილი 4 ივნისს კუკიის სასაფლაოზე აიყვანა და შელაპარაკების შემდეგ თავისივე ავტომობილში თოკით დაახრჩო. მეორე დღეს კი ცხედარი უკვე ნაქირავები ავტომობილით გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო.ქალს ერთი შვილი დარჩა.
image
2022 წლის 1 ივლისს ქუთაისში ყოფილმა ქმარმა მოკლა ყოფილი ცოლი, 36 წლის თინათინ ტურაბელიძე., ახალგაზრდა ქალს ბინა ნაქირავები ჰქონდა და იქ შვილთან ერთად ცხოვრობდა.


მეზობლებმა ყვირილის ხმა გაიგეს, თუმცა ბინის კარი არავინ გაუღოთ.


მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, სამართალდამცველების მისვლამდე კი კაცი ბინაში ჩაკეტეს. პოლიციამ ის ადგილზე დააკავა.


“სახლში ჩაკეტეს. მეზობელია პოლიციის თანამშრომელი, მან იაქტიურა და დაკეტა ყველაფერი. იქედან მეზობლები დადგნენ, რომ აივნიდან არ გადასულიყო. მეზობლების დახმარებით დაიჭირეს”, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.


მოკლულ ახალგაზრდა ქალს დანით ყელის და თავის არეში მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.


image


1
354
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
354
  
2023, 20 სექტემბერი, 17:55
შენიშვნა: ბოლო ორ შემთხვევა უნდა იყოს 2023 წელი და არა 2022
0 1 1