x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საინტერესო ფაქტები მომღერალი ფეხბურთელის შესახებ
image

-დაიბადა სოხუმში 1937 წელს ექიმის ოჯახში. ზურაბის მთავარი გატაცება ფეხბურთი იყო:


-16 წლის ასაკში უკვე სოხუმის დინამოს მცველი იყო და ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა;


-1955 წელს შედგა დებიუტი თბილისის დინამოში;



- 1956 წელს საქართველოს ნაკრების კაპიტანი გახდა - ჯერ კიდევ 20 წლის არ იყო!

-თუმცა ტრავმამ (1958 წელს იუგოსლავიაში და 1959 წელს ჩეხოსლოვაკიაში) მისი სპორტული კარიერა დაასრულა.

image

-1959 წლის ივლისში ზურაბი თბილისის კონსერვატორიაში ჩაირიცხა, უკვე 1965 წელს დებიუტი შედგა ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე.


–კონსერვატორიაში სწავლის დროს სოტკილავამ გაიცნო მისი მომავალი მეუღლე ელისო თურმანიძე-ბაგრატიონი, რომელიც ფორტეპიანოს განხრით სწავლობდა.


-სასიძოს გაცნობის დროს ელისოს ოჯახთან კონფლიქტი მოხდა. გოგონას დეიდამ, რომელიც ამაყად ატარებდა სამეფო დინასტიის გვარს- ბაგრატიონს, განზრახ რამდენჯერმე დაამახინჯა დისშვილის რჩეულის გვარი, რითაც დაცინვით, ახალგაზრდა მამაკაცის მდაბიო წარმომავლობაზე მიანიშნა. სოტკილავამ დაცინვა ვერ აიტანა და იქურობა მიატოვა, თავის თავს კი პირობა დაუდო, რომ საკუთარ გვარს ასახელებდა.

-მოგვიანებით ელისო მისი კონცერტმეისტერი გახდა, მათ 50 წელი იცხოვრეს ერთად და ორი ქალიშვილი ეყოლათ.

image

-1966-1968 წლებში სოტკილავამ გაიარა სტაჟირება მილანის ლა სკალას თეატრში, მისი ვოკალის მასწავლებელი ამბობდა: „ზურაბის ახალგაზრდა ხმამ ძველი დროის ტენორები გამახსენა“. შემდეგ იყო პრიზები მოსკოვსა და ბარსელონაში საერთაშორისო კონკურსებზე;


-1973 წლის 30 დეკემბერს სოტკილავას დებიუტი შედგა მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე, შეასრულა ხოსეს როლი ოპერაში "კარმენი", შემდეგ კი იყო მთავარი როლები "ოტელოში", "ტრუბადურში", "აიდაში", "ბალ-მასკარადში", "იოლანტაში", "ტოსკაში", "ბორის გოდუნოვი" "სადკო", "სოფლის ღირსება" და სხვა.


და რა თქმა უნდა აბესალომი (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, არზაყანი ( ოთარ თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება“).


-1978 წლის გასტროლების შემდეგ ტენორი მსოფლიო ვარსკვლავი გახდა: მიწვევები, გასტროლები, ფესტივალები, პედაგოგი მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში.

imageდონ ხოსე - "კარმენი" 1981 წელი



–2015 წლის ზაფხულში მომღერალმა აღიარა, რომ მძიმედ იყო დაავადებული პანკრეასის ავთვისებიანი სიმსივნით.


ორი ოპერაციის შემდეგ, 2015 წლის 25 ოქტომბერს სოტკილავამ ბოლო კონცერტი გამართა სერგიევ პოსადში.


–2017 წლის 18 სექტემბერს ზურაბ სოტკილავა მოსკოვში გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალს სასაფლაოზე.

0
232
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0