საზოგადოება „ქართული ღვინის ფესტივალი“ 7 ოქტომბერს გაიმართება 2023, 19 სექტემბერი, 10:30
7 ოქტომბერს შარდენზე „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართება. ღვინობისთვის ტრადიციად ქცეული ფესტივალი უკვე მეხუთედ უმასპინძლებს ქართული ღვინისა და კულტურის მოყვარულებს. ამ დღეს, ქართული გემოები, არომატები, ხმები და მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა ასობით ადგილობრივ და უცხოელ სტუმარს ერთ სივრცეში გააერთიანებს.
ქართული ღვინის ფესტივალზე მოსული სტუმრები მაღალი ხარისხის პროდუქტის დაგემოვნებასა და მათთვის უცნობი ღვინის სახეობისა, თუ ახალი მეწარმეების აღმოჩენას შეძლებენ. გარდა ღვინისა, ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის ქართული, ტრადიციული პროდუქცია: პური, ჩურჩხელა, ჩირი, ყველი, თაფლი და სხვა. ფესტივალი მოიცავს გამოფენა-გაყიდვასა და დეგუსტაციას. მიმდინარე წელს ფესტივალზე განსაკუთრებული სიახლეა შეხვედრა სომელიესთან. სომელიე, WSET 3, ღვინის ბლოგერი თეონა თოხაძე გამართავს შეხვედრას თემაზე "დეგუსტაციის ხელოვნება და ყნოსვის ტრენინგი". ფესტივალი მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იქნება მრავალფეროვანი გასართობი პროგრამით, რომელიც გათვლილია როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. შესაძლებელი იქნება ცოცხალი მუსიკის მოსმენა, როგორც ფოლკლორული ანსამბლების, ასევე ბენდების. სიონის ქუჩაზე ღონისძიება 12:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია. #ღვინისფესტივალი #ღვინო #ქართულიღვინისფესტივალი R 24 1-ს მოსწონს
|