სხვა მამაკაცი შამანის რჩევით საკუთარ ქალიშვილებს აუპატიურებდა, იმისთვის, რომ ბიჭი გასჩენოდა 2023, 18 სექტემბერი, 18:49 ინდოელი მამაკაცი წლების განმავლობაში სექსუალურ ძალადობდა თავის ორ ქალიშვილზე. ინფორმაციას India Tomorrow ავრცელებს. ვინოდ კუმარ სინგხი ბიჰარიდან ოცნებობდა ვაჟზე და ამისათვის 2012 წელს მიმართა ტანტრისტ მაგს აჯაი კუმარს. მისი თქმით, ბიჭის ოჯახში არყოფნის მიზეზი ორი ქალიშვილი გახდა. მან დაარწმუნა სინგხი, რომ მას უნდა დამყარებინა სქესობრივი კავშირი საკუთარ ქალიშვილებთან, რათა ბიჭი გასჩენოდათ. მამაკაცმა მიიღო ტანტრის რჩევა და დაიწყო რეგულარულად სექსუალური ძალადობა თავის ქალიშვილებზე. სხვათა შორის სინგხის ცოლმა და მისმა ცოლისდამ იცოდნენ ამის შესახებ და პირიქით აქეზებდნენ კიდეც მამაკაცს. მოგვიანებით, წყვილს ვაჟი შეეძინა, მაგრამ მაგმა სინგხს ურჩია, არ შეჩერებულიყო და გაეგრძელონ თავიანთი ქალიშვილების გაუპატიურება - წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიჭის სიცოცხლე საფრთხე დაემუქრებოდა. მოგვიანებით თავად შამანმა, აჯაი კუმარმა მოაწყო რიტუალი და თავადაც გააუპატიურა გოგონები. 2022 წელს დაზარალებულები, რომლებიც იმ დროს 14 და 16 წლის იყვნენ, სახლიდან გაიქცნენ და პოლიციას აცნობეს მრავალჯერადი გაუპატიურების შესახებ. სამართალდამცავებმა ტანტრი, ასევე გოგონების მამა, დედა და დეიდა დააკავეს. სასამართლოს სპეციალურმა პროკურორმა სურეშ კუმარმა განაცხადა, რომ ორ გოგონას მიმართ სექსუალური ექსპლუატაცია 2012 წლიდან ხორციელდებოდა დედისა და დეიდა მაუსის თანხმობით. სინხსა და კუმარს მიესაჯათ სამუდამო პატიმრობა გაუპატიურებისთვის, ხოლო ქალებს მიესაჯათ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა გაუპატიურებაზე წაქეზებისთვის. მამაკაცთა და ქალთა თანაფარდობით ინდოეთს 201 ქვეყნიდან და ტერიტორიული მოწყობიდან 189-ე ადგილი უკავია მსოფლიოში . აზიის ქვეყნებს შორის 51 ქვეყანა/ტერიტორიიდან 42-ე ადგილი, თავად ბიჰარის შტატში თანაფარდობა ასეთია:ყოველ 1000 მამაკაცზე მოდის 916 გოგონა. 162 3-ს მოსწონს
|