x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
სექსუალური მონობა, ორგიები, ლეგალიზებული პედოფილია -ძველი რომაელების ტრადიციები, რომლებიც თანამედროვე ადამიანებს შოკში ჩააგდებდა

ძველი რომი არის თანამედროვე ცივილიზაციის საფუძველი. მარადიულმა ქალაქმა მოგვცა იურისპრუდენცია, მმართველობის პრინციპები და დიდი ფილოსოფია. დასავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპის თითქმის ყველა თანამედროვე ქალაქი დგას რომაული სოფლებისა და სამხედრო ბანაკების ადგილზე, ხოლო მაგისტრალების ქსელი გაშენებულია ძველი იმპერიული გზების გასწვრივ. თუმცა, რომში იყო რაღაც ისეთი, რაც თანამედროვე ადამიანს თმა ყალყზე დაუდგებოდა. ძველ ძმას დროში შეეძლო დაესაჯა დაუმორჩილებლობისთვის საკუთარი და გაუპატიურებით, პედოფილია კი ლეგალური იყო და არავის არ აწუხებდა.image

1. მამა, როგორც ყველაფრის მმართველი

რომაული სამართლის მიხედვით, ოჯახის მამას შეუზღუდავი ძალაუფლება ჰქონდა ოჯახის ყველა წევრზე. მას შეეძლო ურჩი ვაჟი და ქალიშვილი განედევნა ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში მონებად გაეყიდა. თუ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება სამჯერ მეტი იყო გაფორმებული, მაშინ მამას ჩამოერთმეოდა მშობლის უფლება. ბავშვი გახდებოდა თავისუფალი და "უდედმამო".

მშობელს ასევე შეეძლო კანონიერად მოეკლა შვილები. ეს კანონი მხოლოდ ჩვენს წელთაღრიცხვამდე I საუკუნეში გააუქმეს. მამებს რჩებოდათ უფლება დაესაჯათ ვჟები რაიმე დანაშაულისთვის, ქალიშვილი კი საყვარელთან რომანის გამო. ცოლის ღალატის შემთხვევაში მამაკაცებს ქმედების კანონიერი ალგორითმი ჰქონდათ. ქმარი მონებს უბრძანებდა მისი ღალატის ფაქტზე გამოჭერილი ცოლი და საყვარელი ოთახში გამოეკეტა. 24 საათის განმავლობაში ქმარს უნდა შეეკრიბა ერთად მეზობლები და ნათესავები, რათა თვითონაც დარწმუნებულიყვნენ ღალატის ფაქტში. ამ შემთხვევაში ქმარს განქორწინება უნდა მოეთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეეძლოთ არაკანონიერ სუტინიორობაში დაედანაშაულებინათ. თუკი ცოლის საყვარელი მონა აღმოჩნდებოდა, მას კლავდნენ, პატრიციონის შემთხვევაში კი ქმარი სიმამრს მიმართავდა, მას კი სრული კანონიერი უფლება ჰქონდა შვილის საყვარელი მოეკლა. რაც შეეხება ქმრის მიერ ცოლის ღალატს, რომში ეს არანაირად არ ისჯებოდა. image

2. არ არსებობდა სექსუალური ორიენტაცია- არსებობდა მამაკაცობის დაკარგვა

რომაელთა დამოკიდებულება ერთსქესიანთა ურთიერთობების მიმართ იცვლებოდა იმპერიის ისტორიული პერიოდისა და პროვინციის მიხედვით. რესპუბლიკის დროს ჰეტერო- და ჰომოსექსუალობის ცნება არ არსებობდა. სექსუალური ურთიერთობები ხასიათდებოდა აქტიური მამრობითი და პასიური ქალის როლით. თავისუფალი მოქალაქისთვის ჰომოსექსუალური ურთიერთობა დაშვებული იყო, მაგრამ მხოლოდ აქტივის როლში. პასივის როლის მორგებით ითვლებოდა რომ მამაკაცი საკუთარ ღირსებას, მამაკაცურობას კარგავდა, ამიტომაც პასივები ძირითადად მონები იყვნენ. მათ ძველ რომში აღიქვამდნენ როგორც უსულო ავეჯს და მეძავებს. განსაკუთრებით აფასებდნენ 12-დან 20 წლამდე ბიჭებს. ამასთან, კანონი იცავდა თავისუფალი მოქალაქეების შვილებს სექსუალური შევიწროებისგან. პატრიციონისთვის სამარცხვინოდ ითვლებოდა ერთი და იმავე სოციალური კლასის მამაკაცის ცოლთან ან ქალიშვილთან ურთიერთობა.

იმპერატორთა მეფობის დროს რომი სექსუალურმა გარყვნილებამ მოიცვა. მაგალითად, გაიუს იულიუს კეისრის შესახებ მის თანამედროვეებს შორის იყო გამონათქვამი, რომ ის იყო: „ყველა ქალის ქმარი და ყველა მამაკაცის ცოლი“. ჰომოსექსუალიზმი გავრცელებული გახდა როგორც გლეხებში, ასევე პატრიციონებში. ისტორიკოსები თვლიან, რომ პირველი 15 იმპერატორიდან მხოლოდ კლავდიუსს არ ჰყავდა მამაკაცი საყვარლები.image

3. პროსტიტუცია

თანამედროვე სამყაროში პროსტიტუცია არავის აკვირვებს, მაგრამ რომში ის განსაკუთრებით დიდებულად ყვაოდა. მარადიულ ქალაქში მეძავები ყველგან იყვნენ. მეძავი ქალები ინტიმს სასაფლაოებზეც კი სთავაზობდნენ, ამიტომ მათ ეძახდნენ ბუსტუარებს (სიტყვიდან "ბუსტა" - საფლავი).

აბრა პომპეის ბორდელთანimage


ძველ რომში იჭრებოდა სპეციალური ბრინჯაოს მონეტები - სპინტრიები, რომლებიც ჰგამოიყენებოდა მეძავების მომსახურების საფასურად. იმპერატორის პროფილის ნაცვლად მათ სხვადასხვა ეროტიკული სცენები ჰქონდათ ამოჭრილი. იმისთვის, რომ პოტენციურ კლიენტს ხალხში მეძავის ამოცნობა შეძლებოდა, მათ უნდა სცმოდათ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და თმა თეთრად უნდა შეეღებათ.

ცნობილია იმპერატორ კლავდიუს ცოლის, მესალინას ისტორია, რომელიც, ისტორიკოსების ტაციტუსის და სვეტონიუსის ჩვენებით, ქალაქში საკუთარ ბორდელს ინახავდა და ხშირად პირადად ემსახურებოდა კლიენტებს . რა თქმა უნდა, არა შემოსავლისთვის, არამედ სიამოვნებისთვის. ქალის პირადი რეკორდი იყო 50 კლიენტი ცვლაში.image
პოპულარული იყო მასობრივი ორგიები, რომლებიც იმართებოდა ქალღმერთის ვენერას პატივსაცემად. ამ მოვლენების დროს რომაელი ახალგაზრდები ქალწულობას კარგავდნენ. იმ დროისთვისაც კი, ორგიები ძალიან აღვირახსნილი აღმოჩნდა და ტაძრის კედლების გარეთ ისინი კანონით აკრძალული იყო.image

4. გლადიატორთა სისხლი და ოფლი

რომაელი მოქალაქეებისთვის კოლიზეუმის გლადიატორები თანამედროვე კინოს ვარსკვლავების ანალოგი იყო. გლეხები კერპებად აქცევდნენ საუკეთესო მებრძოლებს, ხოლო კეთილშობილი პატრიციონების ცოლები და ქალიშვილები უზარმაზარ ფულს იხდიდნენ თავიანთ კერპთან ღამის გატარების შესაძლებლობისთვის. თუმცა, რომაელ ახალგაზრდა ქალბატონებს არენის გმირებისგან მხოლოდ სექსი არ სჭირდებოდათ.image
გამარჯვებული გლადიატორი ბრძოლის შემდეგ სხეულზე არომატიზირებულ ზეთს ისვამდა და არენის ოფლს, მკვდარ კანს და ჭუჭყს სპეციალური ინსტრუმენტით, სტრიგილით აგროვებდა. მიღებულ მასას ათავსებდნენ პატარა ბოთლებში და ყიდდნენ მდიდარ ქალბატონებზე აფროდიზიაკად, ქალები ამ მასას თავად ისვამდნენ კანზე იმ იმედით, რომ მამაკაცების ყურადღებას მიიპყრობდნენ. image

ბრძოლების დროს დაღუპული გლადიატორების სისხლსაც აგროვებდნენ და წამლად იყენებდნენ. მისი დახმარებით რომაელი ექიმები მკურნალობდნენ ეპილეფსიას. ამისათვის პაციენტს ეს სისხლი ზედიზედ რამდენიმე დღე უნდა დაელია. რომაელებმა თავიანთ სასმელებს სკიპიდადს ამატებდნენ, რაც მათ შარდს ვარდის ოდნავ სურნელს ანიჭებდა.

5. თხის ფეკალიები როგორც წამალი და სასმელი

ძველი რომაელი მწერლის პლინიუს უფროსის ტექსტების მიხედვით, თხის ნარჩენი იყო ღირებული რესურსი იტალიის მაცხოვრებლებისთვის, რომელსაც ჭრილობებზე იყენებდნენ სისხლდენის შესაჩერებლად და აბრაზიული ან ჭრილობის შეხორცების დასაჩქარებლად. საუკეთესო მასალას აგროვებდნენ გაზაფხულზე და აშრობდნენ ზაფხულის მზეზე.

მეეტლეები ყველაზე შორს წავიდნენ ამ “ნაწარმოს" გამოყენებით. ისინი თხის ექსკრემენტებს სხვადასხვა სასმელში ამატებდნენ. პლინიუს უფროსი წერდა, რომ იმპერატორი ნერონი ამ სასმელის დიდი გულშემატკივარი იყო.

0
188
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0