x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეგ ხალხია ცოტა ღირსებას რომ გვინარჩუნებს"- ვისზე საუბრობს ნინო ჯანგირაშვილი

image


"ერთადერთი, ვინც ჩვენს სამარცხვინო ყოფას ცოტა ანეიტრალებს უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონია."- ამის შესახებ ტელეწამყვანი და ტელეკომპანა "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს და აღნიშნავს, რომ საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას ღირსებას სწორედ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი გმირები უნარჩუნებენ:


"ერთადერთი, ვინც ჩვენს სამარცხვინო ყოფას ცოტა ანეიტრალებს უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონია. ეგენიც რომ არ იყვნენ, მთელი მსოფლიო ყველა ქართველს უთავმოყვარეო, მშიშარა, სამარცხვინო მონებად ჩაგვთვლიდა. ღარიბაშვილს და კალაძეს რომ თავზე დაისვამს ხალხი და პანღურით არ გაყრის ერთ დღეში, იმათზე რა წარმოდგენის უნდა იყოს ვინმე?


უკრაინელების ჩაწერილი ინტერვიუები მხვდება ამ დღეებში სულ ჩვენს მებრძოლებთან და მართლა ეგ ხალხია ცოტა ღირსებას რომ გვინარჩუნებს."- ვკითხულობთ ჟურნალისტ, ნინო ჯანგირაშვილის ფეისბუქპოსტში.





0
90
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
90