x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ხალხის ამხელა მასა მუნჯად აქიცინებს თავს, არათუ არ ბრაზობენ, არც კი იცინიან თავიანთ საცოდაობაზე"-ნათია ფანჯიკიძე

image

"კიმ ჩენ ინის და პუტოს სიყვარულის შთაბეჭდილებიდან ვერ გამოვდივარ. ვუყურებ ამდენმილიონიან რუსეთს, ამ გროტესკს, თავის ლენინის მუმიას ზევიდან ჩრდილო კორეის იდეალები რომ დაამატეს და ხალხის ამხელა მასა მუნჯად აქიცინებს თავს, არათუ არ ბრაზობენ, არც კი იცინიან თავიანთ საცოდაობაზე. მერე სხვა რესპუბლიკებს ვუყურებ და ბალტიისპირელებს და უკრაინას თუ არ ჩავთვლით, ჩვენ მაინც მაგარი ხალხი ვართ. კი, დიდი გზა გვაქვს კიდევ, მაგრამ სასტიკი პოლიტიკური ექსპერიმენტიდან, სსრკ-დან გამოღწეულებმა მაინც ბევრი შევძელით. რაც სასაცილოა, იმაზე ვიცინით, რაც გასაბრაზებელია, იმაზე ვბრაზობთ, ამბიცია გვაქვს, რომ ცივილიზაციის ყველა სიკეთე გვეკუთვნის. მოკლედ ერთი მხრივ ვამაყობ ქართველობით, უმცირესი ადამიანური რესურსით შევძელით და მენტალურად რუსეთზე და ბევრ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაზეც წინ ვართ, მეორე მხრივ, სევდა მიტევს - რამხელა ბოროტება და იძულება იყო ჩვენი გასაბჭოება. ჩვენთვის ვერასდროს იქცა ორგანულად "საბჭოთა ადამიანად" ყოფნა, ლაბორატორიის ვირთაგვობა. წაგვართვეს თავისუფალი ადამიანების უნარები, ფანტაზია, კრიზისიდან თავის დაღწევის კომპეტენცია, ბევრი ფუნქცია დაგვიჩლუნგდა, ეს გარდაუვალი იყო, მაგრამ რაც არ უნდა არაიდეალური მდგომარეობა გვქონდეს, საქართველოს სსრ მაინც აღარ ვართ და უფრო და უფრო აღარ ვიქნებით. კიდევ ათი წელი და სრულ თავისუფლებასაც მოვიპოვებთ.

პ.ს. დაზუსტება: რომ ვამბობ, საქართველოს სსრ აღარ ვართ, მოქალაქეებს ვგულისხმობ, მთავრობას არა. მთავრობებს ზევით ჩამოთვლილი თვისებებით, მოქალაქეები ნაბიჯ ნაბიჯ გადავაქცევთ ევროპულ მთავრობად. თავის ნებით ძალაუფლების მოყვარეთა 90% კიმ ჩენ ინია."-წერს სოციალურ ქსელში ნათია ფანჯიკიძე.
შეგახსენებთ, ამ დღეებში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ჯავშონსანი მატარებლით კიმ ჩენ ინი რუსეთს ეწვია და პრეზიდენტ პუტინს შეხვდა, მოლაპარაკება ორ ლიდერს შორის კოსმოდრომ "ვოსტოჩნიზე" შედგა.კიმ ჩენ ინი ოთხი წლის წინადაც იმყოფებოდა რუსეთში.
1
274
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
274
  
2023, 19 სექტემბერი, 17:58
რუსბმა და კორეელებმა თავში ქვა იხალონ,საქართველოზე ვიფოქროთ და ჩვენზე ვთქვათ,ამ წარმონაქმნის აზრები რო პოპულარული გახდება,იმ ქვეყანას რამე ეშველება? ამ წარმონაქმნის ქმარი,ასევე რაღაც წარმონაქმნი,იყო თავდაცვის მინისტრი და მილიონები მოტეხა ამ უწყებიდან,ახლა თბილ ქვეყნებში გაფრინდა "შვებულებაში". საინტერესოა,როდის დაიწყება მოკვლევა და როდის აღდგება სამართლიანობა. თუ ეს ტყუილია და ალასანია არ არის კრიმინალი,არ მოიპარა ან არ იშოვა დიდი ფული თავდაცვის მინისტრობით,გამოვიდეს და თქვას,2013 რანაირად მოიწამლა ერთად სამი ბრიგადა,რატომ იყო საკვების შემომტანი ალასანიასთან დაკავიშრებული კომპანია და აღნიშნულის მერე,რატომ გაგრძელდა ხელშეკრულება იგივე კომპანიასთან? რომელ რეალობაში არის შესაძლებელი,ერთი და იგივე დროს მოიწამლოს სამი ბრიგადა და ერთი საკარანტინო ბაზა? ეს ამბავი მოხდა 2013 წლის სექტემბრის თვეში,გორის ჰოსპიტალი გადატვირთული იყო და სრულად ვერ ემსახურებოდა მოწამლულ სამხედროებს,სამოქალაქო საავადმყოფოებში არ იქნა ხალხი გაგზავნილი,რათა არ გახეთქილოყო ეს ამბავი და ადგილზე უტარდებოდა "მკურნალობა". ოფიციალურად,"გამოიკვლიეს" და ჩაის შეტენეს ადამიანების მოწამვლა,გაგიგიათ ასეთი რამე? ჩაის დალევით მოწამლულიყო სამი ბრგადა და ერთი საკარანტინო ბაზა? ბევრი ვერ მიხვდებით ან მიხვდებით,მოწამლულთაგან ერთერთი ვიყავი და ჰოსპიტალში მკურნალობაზე უარი მითხრეს,ნაკლებად მოწამლული ხარო და ადგილზე "მიმკურნალეს". ხო მართლა,ჩაი არ დამილევია იმ კონკრეტულ დღეს,ზოგადად არ მიყვარს ჩაი და უმეტესად არ ვსვავ ხოლმე.
0 1 1