საზოგადოებრივი საიდუმლო ოპერაცია "შუბი" - როგორ გადაარჩინა ჰიტლერმა სსრ კავშირი 1940 წელს 2023, 21 სექტემბერი, 13:00 "ჩვენ 50-100 წლით ჩამოვრჩებით მოწინავე ქვეყნებს და ეს მანძილი ათ წელიწადში უნდა დავფაროთ. ამას ან ვაკეთებთ, ან გაგვანადგურებენ!.." – განაცხადა სტალინმა 1931 წლის თებერვალში. 30-იანი წლების ბოლოს, გეოპოლიტიკური მდგომარეობა ძალიან გაუარესდა სსრ კავშირისთვის. ამერიკის დახმარებით, გერმანიის ეკონომიკური და სამხედრო აღორძინება მოხდა* და იმის საფრთხე გაჩნდა რომ, თუ აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი გაერთიანდებოდა მესამე რაიხთან, საბჭოთა კავშირი სათანადო წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა... გერმანიას და სსრ კავშირს შორის, თავდაუსხმელობის ხელშეკრულების ხელმოწერა (მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტი). 1939 წ. 23 აგვისტო ამ ფონზე, სტალინი მზად იყო, ეშმაკთანაც კი შესულიყო ალიანსში, რომ მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფოს წინააღმდეგ, მსოფლიო კაპიტალიზმი ერთიანი ფრონტით არ გამოსულიყო. ამიტომ, როდესაც ჰიტლერმა მას, სსრ კავშირსა და გერმანიას შორის, თავდაუსხმელობის პაქტის დადება შესთავაზა, სტალინს ბევრი არ უფიქრია და მაშინვე დათანხმდა. ამ პაქტმა ბრიტანეთის და საფრანგეთის ხელისუფლება აღაშფოთა, რადგან წლების მანძილზე, ისინი ჰიტლერს ფინანსურადაც ეხმარებოდნენ და ტექნოლოგიებსაც აწვდიდნენ. ისინი გერმანიას, აშშ–თან ერთად, სსრ კავშირის წინააღმდეგ ომისთვის ამზადებდნენ... და რა გააკეთა ჰიტლერმა? – ქვეყნებს, რომლებსაც ერთმანეთის წინააღმდეგ უნდა ებრძოლათ, გაერთიანდნენ და პოლონეთი გაიყვეს... შემდეგ სსრ კავშირი ფინეთშიც შეიჭრა, რამაც ლონდონის და პარიზის საფუძვლიანი ეჭვი გამოიწვია – მოკავშირეების მომდევნო მიზანი, შეიძლება მათი ქვეყნები ყოფილიყო. მათ წითელი არმიის არ ეშინოდათ, მაგრამ გერმანიის ძალა და სსრ კავშირიდან, ამ ქვეყნისთვის, ნავთობისა და ბენზინის გულუხვი მიწოდება ძალიან აშინებდათ... ამიტომ, ინგლისმა და საფრანგეთმა კავკასიაში ნავთობის საბადოს განადგურება გადაწყვიტეს. ოპერაცია – "შუბის" გეგმა საიდუმლო გეგმის შემუშავება 39 სექტემბერში დაიწყო. მას შემდეგ, რაც წითელი არმიის ნაწილები პოლონეთში შევიდნენ. ხოლო, 1940 წ. თებერვალში, სსრ კავშირზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღეს. შეტევა ერთიანი და მასშტაბური უნდა ყოფილიყო: უნდა დაბომბილიყო ჩრდილოეთი, შორეული აღმოსავლეთი და სამხრეთი. ამ უკანასკნელ მიმართულებაზე, მთავარი სამიზნე კი, ბაქო იყო, სადაც სსრ კავშირის ნავთობის საერთო რაოდენობის 74% მოიპოვებდნენ. ასევე იგეგმებოდა გროზნოს საბადოების განადგურება და ბათუმის და ფოთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვა. ჩანაფიქრის მიხედვით, სსრ კავშირზე მოულოდნელ თავდასხმას, წითელი არმიის და ქვეყნის მრეწველობის და სოფლის მეურნეობის პარალიზება უნდა გამოეწვია. სსრ კავშირში მასობრივი შიმშილი დაიწყებოდა, მოხდებოდა ეკონომიკის სრული კოლაფსი და შესაძლოა, მთელი სახელმწიფოც "ჩამოშლილიყო"... ოპერაცია "შუბი", დაბომბვის მარშრუტი კრემლის საპასუხო ქმედება კავკასიის ნავთობის საბადოების განადგურების საფრთხის აღმოსაფხვრელად, იქ სასწრაფოდ 6 ავია ბრიგადები და რამდენიმე პოლკი გაგზავნეს. ასევე, სახმელეთო შემოჭრის შემთხვევისთვის, რეგიონში, სახმელეთო ჯარებიც გადაისროლეს. დახმარება იქიდან მოვიდა, საიდანაც არ ელოდნენ... და სსრ კავშირი კატასტროფისგან ორმა ფაქტორმა იხსნა: გერმანიის არმია პარიზის ქუჩებში, 1940 წ. დასკვნა ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ 1941 წლის დასაწყისში, სტალინი ჰიტლერს, სწორედ ოპერაციის "შუბის" შესახებ, დაზვერვის ანგარიშის გამო ენდო. ის რომ ფრანგებს და ბრიტანელებს სსრ კავშირის განადგურება სურდათ, ამის შესახებ ისედაც ცნობილი იყო... ჰიტლერმა სსრ კავშირი 1940 წ. გადაარჩინა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, თავად დაესხა მას თავს. ირონიულია, მაგრამ ომების ისტორია, სავსეა ასეთი ამბებით... * ნიურნბერგის პროცესზე, გერმანიის მთავარმა რაიხ ბანკირმა ჰიალმარ შახტმა განაცხადა, რომ გერმანიის სამხედრო და ფინანსური სიძლიერის უზრუნველყოფაში, დამნაშავეები მოკავშირეები იყვნენ – მათ ხომ, არც კი უცდიათ, აგრესიულ ქვეყანასთან კონტაქტის შეწყვეტა? მაგ., «Opel»–ი და «General Motors»–ი, რომელიც ამერიკულ კომპანიებს ეკუთვნოდა, პროდუქციას, ფაქტობრივად, ომის ბოლომდე უშვებდა... პროცესზე ასევე გაირკვა, რომ თავად ჰიალმარ შახტი, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების საწარმოებლად, რამდენჯერმე იყო აშშ–ში. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* მსოფლიოს ხალხები, რომლებიც უფრო საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ვიდრე სამშობლოში* ჰიტლერის ლიკვიდაციის 2 გეგმა არსებობდა, მაგრამ სტალინმა ის "გადაარჩინა"* თემატიკის გარეშე – უბრალოდ, საინტერესო ფოტოები670 2-ს მოსწონს |
რა ყველგან რუსული პროპაგანდა გელანდება შე ტოკსიკურო დებილო.