x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
იქნებ მინდა, საყვარელი მყავდეს, მეზობლებს უნდა დავეკითხო?

image


ქმარს წლების წინ გავშორდი, განათხოვარი ქალი მქვია. შვილები მყავს, რომლებიც რაიონში, ჩემს მშობლებთან იზრდებიან. მე ქმართან გაშორების მერე დედაქალაქში ვარჩიე წამოსვლა, რომ მემუშავა და შვილები მერჩინა. რაიონში ისედაც არ მედგომებოდა. ხომ იცით, როგორც ხდება?


დაიწყეს ჭორაობა, ათასი მითქმა-მოთქმა, ყველა კაცი სხვანაირად მიყურებდა და მოკლედ, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, იქაურობას გამოვშორებოდი. თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში ვიქირავე პატარა ბინა და იქ ვცხოვრობ. ვერ ვიტყვი, სილამაზით ვბრწყინავ-მეთქი, თუმცა ვცდილობ, სულ მოვლილი ვიყო. არაერთი თაყვანისმცემელიც გამომიჩნდა, მაგრამ ურთიერთობა ვერა და ვერ ავაწყვე. ზოგი ჩემს გემოვნებას ვერ აკმაყოფილებდა, ზოგს ცუდი ხასიათი ჰქონდა, ზოგიც აკრძალვებს მიწესებდა და ასე გავიდა მთელი ექვსი წელი. შემიძლია, დავიფიცო, არავისთან ვყოფილვარ. თუმცა, ამას რაიონში ვერავის დააჯერებ. ამ ზაფხულს შვებულება მქონდა. ისე მოხდა, რომ თანამშრომელი ბიჭიც ჩემი რაიონის ერთ-ერთ სოფელში მიდიოდა და მითხრა: „მარშუტკით“ რატომ უნდა იწვალო და იჩაქჩაქო, მე გამომყევი და სახლამდე ჩაგიყვან, თან, მარტო მივდივარ და გზაშიც გავერთობითო. სახლში რომ ჩამიყვანა და მანქანიდან გადმოვედი, უნდა გენახათ მეზობლების სახეები. თან, საღამო იყო და ყველა გარეთ, „ბირჟაზე“ იჯდა. რასაკვირველია, წავიდა ჭორები. არც მიცდია, უბრალოდ, ჩემებს ვუთხარი ვინც იყო და მთავარია, მათ დაიჯერეს. წინა წელს ერთ ბიჭს მოვწონდი, მაკითხავდა ხოლმე სამსახურთან და სახლამდე მაცილებდა. უნდა გენახათ რა ამბავი ატყდა. დაურეკეს „ხაზეიკას“, მოვარდა და მეჩხუბა. მასაც ავუხსენი, რომ მხოლოდ ერთი ბიჭი მაკითხავდა საღამოს, რომელიც ღამე არასდროს დარჩენილა, უბრალოდ, ცოტა ხანს ვსაუბრობდით და სულ ეს იყო. მოკლედ, მეზობლების და იმის გამო, რომ რას იტყვიან, ცხოვრება ვერა და ვერ ავაწყვე. იქნებ მინდა, საყვარელი მყავდეს, მეზობლებს უნდა დავეკითხო? (გააგრძელე კითხვა)

0
166
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0