x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ახალგაზრდა რეპეტიტორმა თავი მოიკლა მას, შემდეგ, რაც პროსტიტუციაში დასდეს ბრალი

image

გოგონაზე გაუჩნდათ ეჭვი, რომ იგი არა მარტო უცხო ენებს ასწავლიდა, არამედ კიდევ სხვა რამით იყო დაკავებული, ამის შესახებ წერს Telegram Mash-ი.

29 წლის მარია მოსკოვიდან(სახელი შეცვლილია) ინგლისურ, ფრანგულ და ჩინურ ენებს ასწავლიდა. ამზადებდა სკოლის მოსწავლეებს და კარგი შემოსავალიც ჰქონდა.

თუმცა მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში მას თავს დაესხნენ ბრალდებით, რომ გოგონა ესკორტით(ელიტური მეძავი)იყო დაკავებული, სადაც "მტკიცებულებად" ვებსაიტზე ბმულები ჩაუგდეს, სადაც თითქოს რეპეტიტორის პროფილი იყო.

ამის შესახებ ბავშვების მშობლებმა შეიტყვეს და უმალ აუკრძალეს თავიანთ შვილებს მასწავლებელთან სიარული.

image

რეპეტიტორი დაცინვისა და აშკარა სიძულვილის ქარცეცხლში გაატარეს. იგი დარჩა სამუშაოს გარეშე, რამდენიმე თვის შემდეგ კი - ფულის გარეშეც. გოგონამ ახალი მოწაფეების მოზიდვა ვეღარ შეძლო და დეპრესიაში ჩავარდა.

ამ დღეებში მის სანახავად ძმა მივიდა, მაგრამ კარი არავინ გაუღო; გოგონა არც ზარებს პასუხობდა. როცა მაშველები მივიდნენ და კარი გატეხეს, ოთახში დახვდათ მარყუჟზე ჩამოკიდებული გოგონა. მარიას თვითმკვლელობის შემდეგ რაიმე ჩანაწერი არ დაუტოვებია. საქმეს პოლიცია იძიებს, ტრაგედიის ადგილზე ექპერტმა ძალადობის ან ბრძოლის კვალი ვერ აღმოაჩინა.

გარდაცვლილის ნათესავები თვლიან, რომ რეპუტაციის შელახვის მიზნით, ის შეეჯახა წინასწარ დაგეგმილ ცილისწამებლურ კამპანიას, რომლის ზეწოლასაც ვეღარ გაუძლო.

1
246
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
246
  
2023, 17 სექტემბერი, 7:52
ნიშანდობლივია,რუსეთებში მომხდარა ეს ამბავი და არც საქართველოში არის მთლა კარგად საქმე.ადამიანებბმა ვერ ისწავლეს,ყველამ თავისი ცხოვრებას უნდა მიხედოს და სხვის ცხოვრებაში ცხვირი არ ჩაყოს,თუმცა გრძელი ცხვირი აქვთ და თავის ჯამში ვერ ტევენ.

აბიტურიენტობის დრო,უცხო ენებზე ახალგაზრდა მასწავლებელთან ვემზადებოდი,ასაკში დიდი სხვაობა არ იყო,ამიტომ საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს,მის ოჯახთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა. მამამისმა ისე დამათრო ახალი წლის დღეებში,არც ინგლისური მახსოვდა და არც სახელი:) ერთ დღესაც,ერთი ჩემი ნაცნობი მოვიდა,ვიღაც ტიპი მოიყვანა და საქმე მაქვსო მითხრა.წავედით,ჩავჯექით მანქანაში და ეს უცხო ტიპი მეუბნება,ნატასთან რა ურთიერთობა გაქვსო :) ზოგადად,ჩემი წყობილებიდან გამოყვანა რთულია და ვუთხარი,ის მასწავლებელია და მე მოსწავლეთქო. არ დაიჯერეს,მეც მყოლია მასწავლებელი და ეგეთი ურთიერთობა არ მქონია. "ეგეთი ურთიერთობაში" რას გულისხმობთქო,ათასი სიგიჟე თქვა,თურმე უცნაური ყოფილა ჩემზე 5 წლით უფროს ადამიანთან მეგობრული ურთიერთობა თუ მექნებოდა,შეხუმრებული ვიქნებოდი და არასასწავლო დროსაც გავატარებდი. ამ ჩემს ახლობელს ვკითხე,არ გეწყნოთ მარა შიგ ხომ არ გაქვთქვა,ჯერ ერთი არაფერი ისეთი არ ხდება და რომც ხდებოდეს,რა თქვენი ტ... საქმეათქო. მიხვდნენ რო გავბრაზდი,იმიტო არა რო ჩემზე ფიქრობდნენ,მასწავლებელზე ფიქრობდნენ ეგრე და ეს არ მომეწონა. რაღაც დროის მერე ისევ მოვიდნენ,ბოდიში მოიხადა იმ "უცხო" ტიპმა და მთხოვა,შეყვარებული ყავდა თუ არა ჩემს მასწავლებელს. თურმე მოსწონდა და ჩემთან მოვიდა,როცა იმ მასწავლებელთან უნდა მისულიყო. რა თქვა უნდა,არაფერი ვუპასუხე და არც მითქვამს არაფერი მას შემდეგაც. უბრალოდ,სტერეოტიპი იყო და არის საზოგადოებაში,მასწავლებელთან ახლო ურთიერთობა თუ გაქვს ე.ი. რაღაც უცნაური ხდება და მაინცადამიანც ეს ახლო ურთიერთობა არის სასიყვარულო. შემეძლო უფრო სხვა მეთოდებით მემოქმედა,თუმცა მოვერიდე სიტუაციის გახმაურებას,რადგან სახელი გაუტყდებოდა იმ გოგონას,რომელიც 21 წლის იყო და იმ პერიოდში იწყებდა ცხოვრებას. ბევრი რო არ გავაგრძელო,დაბალი განვითარების მანიშნებელია ესეთი ფაქტები,სექსის იქეთ ქალის და კაცის ურთიერთობა ვერ გაყავთ,თუ ორ ახალგაზრდას ახლო ურთიერთობა ა
0 1 1